სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორმა ნატო სონღულაშვილმა შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში მოპოვებული გრანტის (NFR/148/2-101/14) ფარგლებში გამოსცა მონოგრაფია “საბჭოთა რეჟიმი და ქართული ეროვნული იდეა (1921-1991)”. აღნიშნული პროექტი ხორციელდებოდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე.