იტალიელი პროფესორების მონაწილეობით საგაზაფხულო სკოლის მეორე დღე

2018 წლის 17 მაისს ინგლისურენოვანი საგაზაფხულო სკოლის მეორე დღე ჩატარდა, რომელსაც უძღვებოდა ანდრეა კარტნეი-რომის ლა საპიენცას უნივერსიტეტის რექტორის დელეგატი – საერთაშორისო სტუდენტურ მობილობაში, CEMAS-ის კვლევითი ცენტრის დირექტორი, სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი, საერთაშორისო ისტორიის პროფესორი, ევრაზიის ისტორიის დოცენტი. ნენო გაბელია-რომის ლა საპიენცას უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებების დოქტორი, მკვლევარი სამხრეთ კავკასიის კონფლიქტებში და სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დოქტორანტი ლევან ანთია. აღნიშნული პროფესორების მონაწილეობით სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტებისთვის 16-18 მაისს ჩატარდება საგაზაფხულო სკოლა თემაზე: „საერთაშორისო ურთიერთობები, მმართველობა და საზოგადოება“. რომის ლა საპიენცას უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებების დოქტორმა ნენო გაბელიამ სკოლის მსმენელებთან პირველი სამუშაო დღე შეაჯამა, გააცნო საკუთარი მოხსენება, სტუდენტებს გადაუნაწილა პრეზენტაციები. რომის ლა საპიენცას უნივერსიტეტის პროფესორმა ანდრეი კარტნეიმ თავისი მოხსენება მიუძღვნა ევრაზიის ქვეყნებს. ასევე, სტუ-ს დოქტორანტმა ლევან ანთიამ მიმოიხილა საბჭოთა კავშირის პერიოდი და დაშლასთან დაკავშირებული ასპექტები. აღსანიშნავია რომ საგაზაფხულო სკოლა ჩატარდა ინგლისურ ენაზე და მას ფაკულტეტის 40-მდე სტუდენტი ესწრებოდა, რომლებიც ღია კონკურსის საფუძველზე შეირჩნენ. სკოლა ხვალ საზეიმოდ დაიხურება, მას შემდეგ რაც სტუდენტები წარმოადგენენ საკუთარ პრეზენტაციებს მომხსენებლების წინაშე.

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply