2022 წლის 27 ოქტომბერს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, მედიისა და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეულის ფარგლებში, გაიმართა შეხვედრა, რომელშიც თბილისის მასშტაბით სხვადასხვა უნივერსიტეტის 50-ზე მეტი სტუდენტი მონაწილეობდა. პროფესორი სოფო მიდელაშვილის ინიციატივით აღნიშნულ შეხვედრას დაესწრო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების 7 სტუდენტი: ზაურ მეკოკიშვილი, რუსუდან ცინცაძე, ლიკა გუგუჩია, ხატია ჯიქურაშვილი, გურუ შამილოვა, მარიამ ქავთარაძე და სალომე ჯოხთაბერიძე.
სემინარის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილემ ირინა შამილაძემ და კომუნიკაციების კომისიის წევრმა ნათია კუკულაძემ.
სემინარზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მედიაწიგნიერების განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენელმა ანი გვეტაძემ ვრცლად ისაუბრა ინფორმაციის სახეობებსა და ყალბი ახალი ამბების ამოცნობისა და გადამოწმების ტექნიკებზე.
შეხვედრის მეორე მომხსენებელმა, ჰიბრიდული ომების მკვლევარმა დავით ძიძიშვილმა ჰიბრიდული ომის საფრთხეებზე, დეზინფორმაციასთან ბრძოლის მეთოდებსა და მედეგობის გაძლიერების მნიშვნელობაზე გააკეთა პრეზენტაცია.