2017 წლის 16 ნოემბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ტარდება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია “ მსოფლიო და გენდერი ”.
კონფერენციის თემა: “მსოფლიო და გენდერი”
კონფერენციის სამუშაო ენებია: ქართული, ინგლისური, რუსული
კონფერენციის მუშაობა წარიმართება შემდეგ სექციებში:
- ქალი და პოლიტიკა;
- გენდერული თანასწორობა და კანონი;
- გენდერი: პარადიგმები და დილემები.
კოფერენციაზე მუშაობის ფორმები:
- მოხსენებით გამოსვლა;
- დაუსწრებელი მონაწილეობა.
კონფერენციის მასალათა კრებული გამოქვეყნდება კონფერენციის დასრულების შემდეგ.
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა ნაშრომი (სტატია) გამოაგზავნეთ 2017 წლის 2 ნოემბრამდე, ელექტრონული ფოსტით, მისამართზე: kipianimaia@gmail.com, პროფესორ მაია ყიფიანის სახელზე.
მოთხოვნა:
სტატია გამოაგზავნეთ ელექტრონული ფოსტით Microsoft Word –ის ფორმატით თქვენთვის სასურველ ენაზე, არაუგვიანეს 2017 წლის 2 ნოემბრისა. ქართულ და რუსულ ენებზე წარმოდგენილ სტატიას უნდა ახლდეს რეზიუმე ინგლისურ ენაზე არაუმეტეს 200 სიტყვისა.
სტატიის მოცულობა – არაუმეტეს 7 გვერდისა
შრიფტი (ფონტი)— Times New Roman, 12pt (ინგლისური და რუსული ენებისთვის), AcadNusx 12 pt (ქართული ენისთვის).
მინდორი (Margins) — ზედა – 2 სმ, ქვედა – 2,5 სმ, მარცხნივ – 3 სმ, მარჯვნივ – 2 სმ.