საერთაშორისო-სამეცნიეროკონფერენცია „მსოფლიო და კავკასია“ გაიმართა

2018 წლის 25 მაისს საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის გამოცხადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „მსოფლიო და კავკასია“ ჩატარდა. კონფერენცია გახსნა სტუ-ს ვიცე-რექტორმა პროფესორმა ლევან კლიმიაშვილმა, რომელმაც ისაუბრა ფაკულტეტის აქტიურობაზე სხვადასხვა კონფერენციების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების ჩატარების კუთხით და წარმატებები უსურვა კონფერენციის მონაწილეებს. მომხსენებლებს მიესალმა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ირაკლი გაბისონია, სტუ-ს საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ივანე ჯაგოდნიშვილი, პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი იგორ კვესელავა, მწერალთა კავშირის თავმჯდომარე, პროფესორი რევაზ მიშველაძე და სხვები. კონფერენცია დაყოფილი იყო რამდენიმე სამუშაო სექციად და მომხსენებლებმა საკმაოდ საინტერესო თემები წარმოადგინეს, მათ შორის: საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადება, სასამართლო ხელისუფლება საქ-ს პირველ რესპუბლიკაში, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების საერთაშორისო ასპექტები, 1920 წლის მაისის რუსეთ-საქართველოს ხელშეკრულების სამართლებრივი და პოლიტიკური ასპექტები, მშვიდობიანი ეკონომიკა უკეთესი მომავლისთვის და სხვა. კონფერენციის მუშაობა შეაჯამა სტუ-ს ვიცე-რექტორმა ლევან კლიმიაშვილმა და სტუ-ს პროფესორმა იგორ კვესელავა.

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply