წლის პროკურორის ჯარჯი წიკლაურის საჯარო ლექცია

2018 წლის 26 მაისს საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის გამოცხადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში სტუ-ს კურსდამთავრებულთა კლუბის ეგიდით საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილე ჯარჯი წიკლაურმა წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე: „ნარკოდანაშაულები და თანამედროვე გამოწვევები“; საჯარო ლექცია გახსნა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ, რომელმაც წარადგინა სტუმარი და მადლობა გადაუხადა სამართლის სკოლის კურსდამთავრებულთა კლუბს წლის პროკურორის მოწვევისათვის. მოხსენებისას პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა ისაუბრა უშუალოდ ნარკოტიკის სახეებზე, მათი გავრცელების რისკებზე, სტუდენტებისათვის საინტერესო აღმოჩნდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების განხილვა და წარმოდგენილი მასალის საფუძვლეზე მისი რეკომენდაციების მოსმენა. სტუმარს მიესალმა და კომენტარი გააკეთა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სისხლის სამართლის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ჯემალ ჯანაშიამ, რომელსაც ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით არაერთი საფუძვლიანი კვლევა აქვს ჩატარებული და სახელმძღვანელოები გამოცემული. შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა, დასასრულს, შეხვედრა უაღრესად საინტერესოდ შეაფასა ფაკულტეტის დეკანმა და წარმატებები უსურვა საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილეს ჯარჯი წიკლაურს.

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply