საზაფხულო სკოლა თემაზე ,,კონსტიტუციური სახელმწიფო და ძირითადი უფლებები“

ზუგდიდის შოთა მესხიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ერთობლივი ინიციატივით, ასევე საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის თანადაფინანსებით, ზუგდიდის შოთა მესხიას სახელმწიფო უნივერსიტეტში  2017  წლის 23 დან 29 ივლისის ჩათვლით ჩატარდა საზაფხულო სკოლა თემაზე: ,,კონსტიტუციური სახელმწიფო და ძირითადი უფლებები“.

საზაფხულო სკოლის პროექტი მიზნად ისახავდა აკადემიური და საზოგადოებრივი დისკუსიების ხელშეწყობას თანამედროვე ქართული სივრცისთვის ისეთ რელევანტურ სოციალურ, პოლიტიკურ და სამართლებრივ საკითხებზე, როგორიცაა: სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფო, კონსტიტუციური სახელმწიფოს პრინციპები, ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, და სხვა.
საზაფხულო სკოლის მონაწილეებს საშუალება აქვთ მოისმინონ ქართველი და ევროპელი მეცნიერების თეორიული ლექციები, ჩაიწერონ მასალები, პროექტის ფარგლებში წაკითხეული სემინარები გადაითარგმნება ქართულად და  გამოქვეყნდება კრებულებში
საზაფხულო სკოლაში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის და სხვა სახელმწიფო თუ კერძო უნივერსიტეტების სტუდენტები, რომლებიც დაესწრნენ სემინარებს და შესაძლებლობა ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ დისკუსიებში.
პროფესორი მამუკა ბერიაშვილი მსმენელები გაეცნენ ისეთ მნიშვნელოვან თემებს როგორიცაა: სამართლებრივი სახელმწიფო, როგორც ზნეობრივი სახელმწიფო, ლევან შატბერაშვილმა წაიკითხა ლექცია თემაზე: „ადამიანის უფლებების დაფუძნება, გეორგ ლომანმა გააცნო სტუდენტებს ადამიანის უფლებებისა და ევროპულ კონსტიტუციის შესახებ საკუთარი შეხედულებები და სხვა არაერთი მნიშვნელოვანი ლექცია-სემინარი ჩაუტარდათ საზაფხულო სკოლის მონაწილეებს.
სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ირაკლი გაბისონია უსურვებს წარმატებებს საზაფხულო სკოლის მონაწილე სტუდენტებს და გამოთქვამს იმედს, რომ სხვა დროსაც აქტიურად ჩაერთვებიან მსგავს საგანმანათლებლო ღონისძიებებში.

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply