ფაკულტეტის სტუდენტი ლორენა შამათავა სტუ-ს ლიტვური ენისა და კულტურის ცენტრის სტუდენტთა პრეზიდენტია

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და  საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამართალმცოდნეობის სპეციალობის მეოთხე კურსის სტუდენტი ლორენა შამათავა  სტუ-ს ლიტვური ენისა და კულტურის ცენტრის სტუდენტთა პრეზიდენტია. იგი 2017 წელს ჩაირიცხა ლიტვის საუკეთესო უნივერსიტეტში, რომელიც საუკუნოვან ისტორიას ითვლის, ვილნიუსის უნივერსიტეტში (1579 წ.) სამაგისტრო პროგრამაზე “ევროკავშირის ბიზნეს სამართალი”.  მან მიიღო მონაწილეობა ლიტვის სახელმწიფო დაფინანსების პროგრამაში, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნებიდან მეორე ეტაპზე გადავიდა მხოლოდ 46 აპლიკანტი, ხოლო მათ შორის საუკეთესო შედეგით, პირველ ადგილზე გავიდა.

მნიშვნელოვანია, რომ ლორენა შამათავამ ლიტვის პარლამენტის თავმჯდომარისგან ბ.-ნ ვიქტორას პრანცკიეტისისგან მიიღო მადლობის წერილი, ქართულ ლიტვური ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, ლიტვური კულტურის საქართველოში პოპულარიზაციისთვის და ახალგაზრდული თანამეგობრობის შექმნისთვის.

2014 წელს ლიტვაში ახალგაზრდა ელჩების სამიტზე საქართველოს წარმომადგენელი იყო, ვიზიტის ფარგლების დროს, პირადად შეხვდა ლიტვის პარლამენტის ტავმჯდომარეს. სამჯერ (2014,2015,2016 წწ.) მოიპოვა ლიტვის სახელმწიფო დაფინანსება და გაემგზავრა ლიტვაში საზაფხულო სკოლებში. 2016 წელს გახდა გერმანული ასოციაციის START Stiftung გამარჯვებული, იმყოფებოდა გერმანიაში სტაჟირებით 2 თვით. ბერლინში “მრავალფეროვნების სკოლის” ტრენერ-ფასილიტატორი. 2015 წელს გახდა გერმანული არასამთავრობო ორგანიზაციის MitOst  სტიპენდიანტი და პროექტის “აქტიური მოქალაქეობა” ავტორი და კოორდინატორი. 2016 წელს, მე-2 ადგილი დაიკავა მის მიერ დაწერილმა სიმღერამ “Lietuva-širdis mana”, მუსიკალურ ფესტივალზე. 2014 წელს Theodor Hauss KOleg-გერმანული ორგანიზაციის მიერ კავკასიის რეგიონში განხორციელებული პროგრამის კურსდამთავრებულია.

ფლობს 3 უცხო ენას (ინგლისური, ლიტვური, რუსული) და სექტემბრის თვეში მიწვეულია თარჯიმნების საერთაშორისო სემინარზე.

სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი ირაკლი გაბისონია ამაყობს ჩვენი ფაკულტეტის სტუდენტების წარმატებებით და მოხარულია, რომ თითოეული სტუდენტი აქტიურად არის ჩართული როგორც სასწავლო ღონისძიებებში,  ასევე სამეცნიერო-შემეცნებით პროგრამებში.

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply