საქართველოს ახალგაზრდა ელჩი იტალიის რესპუბლიკაში-ნენო გაბელიას საჯარო ლექცია  

 

2018 წლის 17 ნოემბერს სტუ სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით საქართველოს ახალგაზრდა ელჩმა იტალიის რესპუბლიკაში, რომის ლა საპიენცას უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებების დოქტორმა ნენო გაბელიაჩაატარ საჯარო ლექცია თემაზე: „სამოქალაქო უფლებები და სიძულვილის ენა თანამედროვე ეპოქაში

საჯარო ლექცია გახსნა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამების კურატორმა, პროფესორმა მაია ყიფიანმა, რომელმაც ისაუბრა განსახილველი თემის აქტუალობაზე.

შეხვედრა წარიმართა ინტერაქტიულ რეჟიმში, მომხსენებელმა ისაუბრა სიძულვის ენის ფორმებზე, მის გავრცელებაზე ევროპის ქვეყნებში, განმარტა თუ რა ძალა აქვს სიტყვას და შეეხო თემასთან დაკავშირებულ ძირეულ საკითხებს.

საქართველოს ახალგაზრდა ელჩმა იტალიის რესპუბლიკაში ნენო გაბელიამ ასევე გააცნო სტუდენტებს დაგეგმილი პროექტები და სთხოვა მათ ჩართულიყვნენ მასში.

 

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply