სტუდენტთა მეხუთე საერთაშორისო ევროპულ ფესტივალი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ერთ-ერთი წარჩინებული სტუდენტი, გიორგი იაკობიშვილი მონაწილეობდა ბულგარეთში, ქალაქ ვარნაში  სტუდენტთა მეხუთე საერთაშორისო ევროპულ ფესტივალზე. ფესტივალში მონაწილეობდნენ ევროპის 15-ზე მეტი სახელმწიფოს, უნივერსიტეტების წარმომადგენლები. გიორგი იაკობაშვილი ხელმძღვანელობდა სტუდენტების ჯგუფს საქართველოდან.

აღნიშნულ ფესტივალს უკვე სისტემატიური ხასიათი აქვს.  იგი მიზნად ისახავს ევროპის სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტთა დაახლოებას და არსებული ცოდნისა და გამოცდილების ერთმანეთისთვის გაზიარებას. ფესტივალზე სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა წარმოაჩინონ თავისი განათლება და შესაძლებლობები, იპოვონ თანამოაზრეები და შეიძინონ მეგობრები. ფესტივალი მოიცავდა სხვადასხვა სახის აქტივობებს, როგორებიცაა ქვეყნის წარდგენა სხვა სახელმწიფოთა წარმომადგენლებისათვის, ინტელექტუალური თამაშები, სპორტული აქტივობები, გასართობი აქტივობები, ჯგუფების ხელმძღვანელთა (კაპიტანთა) კონკურსი.

სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი მუდამ მზად არის წაახალისოს და ხელი შეუწყოს წარჩინებულ სტუდენტებს საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად.

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply