სტუდენტთა 85-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

2017 წლის 7 ივნისს 16:00  საათზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის სხდომათა დარბაზში გაიხსენება სტუდენტთა 85-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო  კონფერენცია. კონფერენციაზე მონაწილეობის უფლება აქვთ როგორც საქართველოს, ისე უცხოეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების, ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს.

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველ სტუდენტთა რეგისტრაცია და თეზისების მიღება იწარმოებს 2017 წლის 17 აპრილიდან 27 მაისამდე სოციალურ საკითხთა, სპორტისა და კულტურის დეპარტამენტში (სტუ-ს ადმინისტარციული კორპუსი, II სართული, ოთახი №242ბ). კონფერენციაში მონაწილეობის მსურველი სტუდენტი ვალდებულია, გაიაროს რეგისტრაცია და რეგისტრაციისას წარადგინოს საკუთარი ნაშრომის ქართულ და ინგლისურენოვანი თეზისი თანდართული ინსტრუქციის  შესაბამისად (ერთი ამობეჭდილი და ერთი CD დისკზე ჩაწერილი).

სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტისათვის გაიხსნება კონფერენციის შემდეგი სამუშაო სექციები :

  1. სამართლის სექცია
  2. სოციალურ მეცნიერებათა სექცია.

კონფერენციაში მონაწილე სტუდენტმა ნაშრომის ერთი ეგზემპლიარი უნდა წარადგინოს შესაბამის დეპარტამენტში 2017 წლის 10 ივნისამდე.

კონფერენციის სექციების მუშაობა გაიმართება 2017 წლის 12 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით.

სამეცნიერო კონფერენციის ნაშრომები გამოიცემა თეზისების კრებულის სახით, რომელშიც დაიბეჭდება კონფერენციაში მონაწილე თითოეული სტუდენტის ნაშრომის ქართულ-და ინგლისურენოვანი თეზისები. კონფერენციაში მონაწილე გამარჯვებულ სტუდენტებს გადაეცემათ I, II და  III ხარისხის დიპლომები, ასევე, ყველა მონაწილეს გადაეცემა სერთიფიკატი.

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply