სტუ-ს სტუდენტთა 85-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის გახსნის ღონისძიება გაიმართა

2017 წლის 7 ივნისს, 16:00 საათზე, სტუ-ს ადმინისტრაციულ კორპუსში, გ. ნიკოლაძის სახელობის დარბაზში, სტუ-ს სტუდენტთა 85-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის გახსნის ღონისძიება გაიმართა.
კონფერენცია გახსნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა არჩილ ფრანგიშვილმა, რომელმაც მადლობა გადაუხადა სტუდენტებს და პროფესორ-ხელმძღვანელებს აქტიურობისათვის და წარმატებები უსურვა კონფერენციის თითოეულ მონაწილეს.
სტუ-ს სტუდენტთა 85-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობას ღებულობს სტუ-ს და სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სწავლების საფეხურის 500-ზე მეტი სტუდენტი. კონფერენციის ფარგლებში იმუშავებს 68 დარგობრივი სექცია, მათ შორის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა სექცია.
სამართლის სექცია გაიხსნება 16 ივნისს 12:00 საათზე, ხოლო სოციალურ მეცნიერებათა სექციამ მუშაობა დაიწყო 12 ივნისს 10:00 საათზე.
პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის სტუდენტებმა ჟიურის წევრებს წარუდგინეს მოხსენებები.
პირველი მოხსენება წარმოადგინა დოქტორანტმა ნენო გაბელიამ, რომელიც სწავლობს „ლა საპიენცა“ რომის უნივერსიტეტის დოქტორანტურის მესამე კურსზე. მომსენებელი ჟიურისა და დამსწრე საზოგადოების წინაშე წარსდგა თემით: “აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, რუსეთის უსაფრთხოების ინტერესების სფეროში” , მისი ხელმაძღვანელი გახლდათ პროფესორი იგორ კვესელავა.
ბაკალავრიატის მე-4 კურსის სტუდენტებმა გვანცა წახნაკიამ და ანა ბედუკაძემ პროფესორ ჰენრი კუპრაშვილის ხელმძღვანელობით დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს თემა: “საერთაშორისო უშიშროება და კრიზისების მართვის ძირითადი ასპექტები (ნატო-ს მაგალითზე)“.
სტუდენტებმა დავით ვარშანიძემ და ანა როდონაიმ წარმოადგინეს მოხსენება თემაზე: „ძილი და სიზმარი“ .
ბაკალავრიატის მე-2 კურსის სტუდენტმა ნათია ჩილაჩავამ წარმოადგინა თემა: „XXI საუკუნის თანამედროვე გამოწვევები, ახალი პოლიტიკური სივრცე, ომი და მშვიდობა“, აღნიშნული თემატიკა მეტად საინტერესო აღმოჩნდა დამსწრე საზოგადოებისათვის.
მე-2 კურსელმა გიგო წიკლაურმა გააკეთა მოხსენება თემაზე: „ბირთვული იარაღისა და უკრაინის უშიშროების საკითხი მსოფლიო პოლიტიკში“.
ასისტენტ პროფესორის სოფო ჩქოფორიას ხელმძღვანელობით სტუდენტმა გურანდა გოლიაძემ წარმოადგინა თემა: „საქართველოს საგარეო პოლიტიკის გავლენა ქვეყნის შიდა პროცესებზე“.
პროფესორ მაია ამირგულაშვილის ხელმძღვანელობით მოხსენება გააკეთა ორმა სტუდენტმა: მაგისტრატურის მე-2 კურსის სტუდენტებმა ქეთევან ვაშაკიძემ და რუსუდან ლომიძემ.
კონფერენციაზე ასევე წარმოდგენილი იყვნენ სხვა სტუდენტები და ხელმძღვანელები, რომლებმაც ასევე აქტუალური თემები წარუდგინეს კონფერენციის მონაწილეებს.
ჟიური წარმოადგენილი იყო შემდეგი სახით: თავმჯდომარე იგორ კვესელავა, მდივანი ნანა ბახსოლიანი, წევრები: მაია ამირგულაშვილი, ეკა ბუხრაშვილი, ლალი კაპანაძე. მათ შეაფასეს თითოეული მონაწილე და გამოავლინეს პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელი კონფერენციის მონაწილე, რომლებსაც გადაეცათ შესაბამისი დიპლომები.
სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი პროფესორი ირაკლი გაბისონია მადლობას უხდის კონფერენციაში მონაწილე სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს და წარმატებებს უსურვებს მათ.

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply