ტატიანა ლეონენკოს საჯარო ლექცია

2017 წლის მაისში  უკრაინაში ქალაქ ზაპოროჟიეს სახელმწიფო ნაციონალურ ტექნიკური უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტსა და   საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, 2017 წლის 16-17 ნოემბერს ფაკულტეტზე სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან ზაპოროჟიეს სახელმწიფო ნაციონალური ტექნიკური უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის  სისხლის, სამართლის კათედრის ხელმძღვანელი იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, სრული პროფესორი, უკრაინის დამსახურებული იურისტი ქალბატონი ტატიანა ლეონენკო  და უკრაინის იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, კრიმინალისტიკისა და სისხლის სამართლის პროცესის სპეციალისტი, უკრაინის კრიმინოლოგთა ასოციაციის წევრი მაქსიმ ლეონენკო.

თანამშრომლობის ფარგლებში პირველ ეტაპზე გაიმართა უახლესი თანამედროვე, მაღალი დონის კრიმინოლოგიის სახელმძღვანელოს პრეზენტაცია უკრაინელი კოლეგების მონაწილეობით.

16 ნოემბერს უკრაინის დამსახურებულმა იურისტმა ქალბატონმა ტატიანა ლეონენკომ საჯარო სამართლის ლაბორატორიაში საჯარო ლექცია წაუკითხა ფაკულტეტის სტუდენტებს და პროფესორ-მასწავლებლებს უახლესი კრიმინოლოგიური დარგის საკრალური კრიმინოლოგიის სწავლების შესახებ. შეხვედრამ კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩაიარა.

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply