ფაკულტეტის საბჭოს მორიგი სხდომა

2019 წლის 10 ივლისს გაიმართა ფაკულტეტის საბჭოს სხდომა, რომელსაც ხელმძღვანელობდა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ირაკლი გაბისონია.  სხდომაზე განხილული იქნა დასრულებული სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო-პრაქტიკული პროექტი.
1. “საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ევროკავშირთან”. პროექტის ფარგლებში გამოიცა პროფესორ მარიამ ჯიქიას ავტორობით მონოგრაფია და სამეცნიერო სტატიების კრებული.
2. სასწავლო-პრაქტიკული პროექტი “კრიმინალისტიკური ტექნიკა თეორიასა და პრაქტიკაში”, რომელსაც ხელმძღვანელობდა პროფესორი მალხაზ ჩიტაია, პროექტში მონაწილეობდა 30 სტუდენტი და იგი თავისი შინაარსით იყო უნიკალური.
საბჭომ მოიწონა დასრულებული პროექტები, დადებითად შეაფასა ჩართულ პირთა საქმიანობა და მისცა რეკომენდაცია ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურსა და აკადემიურ დეპარტამენტებს გამოცემული მონოგრაფია და სტატიათა კრებული ასახონ შესაბამის სილაბუსებში.
სტუდენტების მხრიდან შეფასდა სასწავლო-პრაქტიკული პროექტი “კრიმინალისტიკური ტექნიკა თეორიასა და პრაქტიკაში”, გამოხატეს აღფრთოვანება სასწავლო-პრაქტიკულ პროექტთან და ხელმძღვანელ მალხაზ ჩიტაიასთან დაკავშირებით. ასევე, სთხოვეს ფაკულტეტის საბჭოს მომავლშიც გაგრძელებულ იქნას მსგავსი პროექტები, რომელიც მეტად მისცემს სტუდენტებს შესაძლებლობას მიღებული თეორიული ცოდნა გაამყარონ პრაქტიკით.

 

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply