ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის კანდიდატების მოსმენა

2022 წლის 21 დეკემბერს ჩატარდა ფაკულტეტის საბჭოს სხდომა, რომელიც გახსნა ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ და წარუდგინა დამსწრე საზოგადოებას საბჭოს სხდომის დღის წესრიგი.
საბჭოს სხდომას ესწრებოდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე, კანცლერი, პროფესორი კარლო კოპალიანი, წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) სპიკერი, პროფესორი ჯემალ გახოკიძე, აკადემიური საბჭოს სწავლული მდივანი, პროფესორი იაშა კუტუბიძე, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი, პროფესორი დავით მახვილაძე, სწავლების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი თამარ წერეთელი, საქმისწარმოების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლიკა თარგამაძე და ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი და სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლები.
საბჭოს სხდომის ფარგლებში უნივერსიტეტის საარჩევნო დებულების გათვალისწინებით ჩატარდა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის კანდიდატების მოსმენა. კანდიდატებმა მარიამ ჯიქიამ, მირანდა გურგენიძემ და მაია გურამიშვილმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს ფაკულტეტის მიმდინარე საგანამანათლებლო და კვლევითი საქმიანობის ხარისხის უზრუნველყოფის კუთხით თავიანთი ხედვები და სამომავლო გეგმები. პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა კანდიდატებს დაუსვეს შეკითხვები.
საბჭოს სხდომა შეაჯამა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ, რომელმაც კანდიდატებს მისცა რეკომენდაციები უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის განვითარებისთვის და წარმატებები უსურვა კანდიდატებს.

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply