ქართველ სისხლის სამართლის პროფესორ-მასწავლებელთა გაერთიანების პირველი კონფერენცია

2017 წლის 15 ნოემბერს ქართველ სისხლის სამართლის პროფესორ-მასწავლებელთა გაერთიანების პირველი კონფერენცია გაიმართა, რომელიც ჩატარდა თემაზე: „ნარკოტიკული დანაშაულის აქტუალური საკითხები“.

აღნიშნული გაერთიანება დაფუძნებულია სამართლის დოქტორ ქეთევან მჭედლიშვილი-ფიდრიხის ინიციატივით.

კონფერენციაში  მონაწილეობდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სისხლის სამართლის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პროფესორი ჯემალ ჯანაშია, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა თემა: „მსოფლიო ნარკოპოლიტიკა და საქართველოს ნარკოსტრატეგიის პრობლემები“.

კონფერენციაში ასევე მონაწილეობდნენ პროფესორები: ირაკლი ბურდული, გიორგი შარვაშიძე. მინდია უგრეხელიძე, ნინო გვენეტაძე, მერაბ ტურავა, ბერნდ ჰაინრიხი, მორის შალიკაშვილი, გიორგი ღლონტი, ჯემალ ჯანაშია, თამარ სადრაძე და სხვები.

კონფერენციაზე მიწვეული იყო სტუ-ს სპიკერი პროფესორი ჯემალ გახოკიძე და სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის  დეკანი, პროფესორი ირაკლი გაბისონია.

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply