ირაკლი მინაშვილის  წიგნის „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის კომენტარები“-ს პრეზენტაცია გაიმართა.

2017 წლის 16 ნოემბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით სტუ-ს ცენტრალურ ბიბლიოთეკაში გაიმართა ირაკლი მინაშვილის  წიგნის „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის კომენტარები“-ს პრეზენტაცია.

აღნიშნულ პრეზენტაციაზე მოწვეულნი იყვნენ: თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ქალბატონი ეკა გაბრიჩიძე, ვაკე-საბურთალოს რაიონის პროკურორი ბატონ შოთა რიჟამაძე;საქართველოს მთავარი პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე, ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის პროკურორი ალექსანდრე იმედაშვილი, თბილისის პრობაციის ბიუროს უფროსის მოადგილე ბატონი შავლეგ თოდუა;გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ბავშვთა დაცვის პროგრამის (არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების) ხელმძღვანელი ქალბატონ თეონა კუჭავა; დანაშაულის პრევენციის ცენტრის  განრიდებისა და მედიაციის სამმართველოს უფროსი ბატონი ლადო ჯავახიშვილი; შინაგან საქმეთა სამინისტროს  აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის სამმართველოს პროფესიული განათლების განყოფილების უფროსის მოადგილე ბატონ დიმიტრი დინუაშვილს.

ირაკლი მინაშვილის  წიგნის პრეზენტაცია გახსნა და სტუმრებს მიესალმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი ბატონი ირაკლი გაბისონია, რომელმაც ისაუბრა ირაკლის პიროვნულ და პროფესიულ მახასიათებლებზე, ხაზი გაუსვა მის შრომისუნარიანობას და მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას მობრძანებისათვის.

თითოეულმა მოწვეულმა სტუმარმა წარმოადგინა საკუთარი მოსაზრებები, ჩამოაყალიბეს წიგნთან მიმართებაში შეხედულებები და წიგნის ავტორის უდიდესი წარმატებები უსურვეს.

აღნიშნულ პრეზენტაციაზე მოწვეული სტუმრების შემდგომ ასევე სიტყვით გამოვიდნენ სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები, მათ შორის, სისხლის სამართლის აკადემიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი ჯემალ ჯანაშია დეა პროფესორი მიხეილ მამნიაშვილი.

მადლობა გადაუხადეს წიგნის ავტორს სტუდენტებმა შახლა ისაევამ და გურამ ლობჟანიძემ.

შეხვედრის დასასრულს ირაკლი მინაშვილმა უღრმესი მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისათვის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტს, კერძოდ კი სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ხელმძღვანელობას, დეკანს პროფესორ ირაკლი გაბისონიას, დეკანის მოადგილეს, პროფესორ ჯემალ გაბელიას და სისხლის სამართლის დეპარტამენტის ხელმძღვანელს პროფესორ ჯემალ ჯანაშიას.

 

 

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply