შიდასაფაკულტეტო ტურნირი მინიფეხბურთში

სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ირაკლი გაბისონიას თაოსნობით ფაკულტეტის სტუდენტების, აკადემიური, სამეცნიერო და დამხმარე პერსონალის სპორტულ-გამაჯანსაღებელი აქტივობის ასამაღლებლად ამოქმედდა საფაკულტეტო პროექტი „ვარჯიში და თამაში გვეხმარება სწავლასა და შრომაში“, რომელსაც ხელმძღვანელობს ცნობილი სპორტსმენი, პროფესორი ჰენრი კუპრაშვილი.
წამოწყებამ ხელი უნდა შეუწყოს ფაკულტეტზე სულიერად, გონებრივად და ფიზიკურად ჯანსაღი მომავალი სპეციალისტის აღზრდის საქმეს.
სტუდენტური თვითმართველობის (თავმჯდომარე თომა ხაბეიშვილი) და სოციალური განყოფილების (ა/პროფ. გიორგი კალანდაძე) აქტიური მხარდაჭერით გაიმართა შეჯიბრება მინიფეხბურთში, რომელშიც მონაწილეობდნენ ფაკულტეტის სტუდენტებისა და ლექტორებისაგან დაკომპლექტებული 6 გუნდი, „მეგრე“, „შერლოკი“, „პუარო“ და „ბარბაროსა“, „რიშელიე“ და „ტალეირანი“.
6-7 ნოემბერს გამართული ჯგუფური ტურნირის შემდეგ გამოვლინდნენ ნახევარფინალისტები: „მეგრე“ – „რიშელიე“ და „შერლოკი“ – „ბარბაროსა“.
8 ნოემბერს უკომპრომისო ბრძოლამ გაარკვია ფინალისტებიც: „მეგრე“– „შერლოკი“ (გუნდის კაპიტანი ა/პროფ. კობა ჩიხლაძე).
ფინალი გაიმართა ლისის ტბის მინისტადიონზე, სადაც ჩემპიონს სტატუსი მოიპოვა გუნდმა „შერლოკმა“. გამარჯვებულ გუნდს თასი, მედლები და სერტიფიკატები გადასცეს პროფესორმა ჰენრი კუპრაშვილმა, ფაკულტეტის მენეჯერმა ანასტასია ფუტკარაძემ, ასოცირებულმა პროფესორმა გიორგი კალანდაძემ და სტუდენტური თვითმართველობის თავმჯდომარემ თომა ხაბეიშვილმა.
ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს გუნდ „მეგრეს“ გამთამაშებელი ასისტენტ-პროფესორი მალხაზ ჩიტაია, ხოლო 7 გატანილი გოლით ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა ლუკა კვანტალიანი.

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply