ჰააგის სისხლის სამართლის იმიტირებული პროცესები გრძელდება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დაფინანსებით ასისტენტ-პროფესორი ანა ფუტკარაძე და სტუდენტები: გიგა ძირკველიშვილი, ბორენა ყურაშვილი, ანა ტაკაშვილი და თეიმურაზ სულაძე ჰააგაში სისხლის სამართლის იმიტირებულ პროცესში მონაწილეობის მისაღებად იმყოფებიან. 28 მაისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის გუნდმა პირველ იმიტირებულ პროცესში მიიღო მონაწილეობა, სადაც იტალიისა და გერმანიის უნივერსიტეტის გუნდებს შეხვდნენ, 29 მაისს ფაკულტეტის გუნდი დაუპირისპირდა ინდოეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების უნივერსიტეტს. 30 მაისს კი თურქეთისა და საბერძნეთის უნივერსიტეტებთან ერთად იასპარეზეს. გუნდიდან თითო სპიკერს ორი გამოსვლა ჰქონდა და მათ რამდენჯერმე გადაინაწილეს პოზიციები, დაცვის მხარეს წარმოადგენდა სტუდენტი გიგა ძირკველიშვილი, პროკურორს ბორენა ყურაშვილი, მსხვერპლის წარმომადგენელი სტუდენტი თეიმურაზ სულაძე, ხოლო სტუდენტი ანა ტაკაშვილი იყო მკვლევარი. სტუდენტებს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროცესი დარჩათ, რის შემდგომაც გახდება მათი შეფასება ცნობილი.

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply