ედიშერ ჯაფარიძის წიგნის პრეზენტაცია

2019 წლის 5 აპრილს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორის ედიშერ ჯაფარიძის წიგნის ,,ევროინტეგრაციის სათავეებთან’’ პრეზენტაცია.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი როინ მეტრეველი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და სხვა დაინტერესებული პირები.
ედიშერ ჯაფარიძის ნაშრომი სიახლეა იმ მხრივ, რომ ქართულ ისტორიოგრაფიაში პირველად ხდება კომპლექსური გამოკვლევა თემისა, რომელიც ეხება სტრასბურგის უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის, პოლიტიკურ და ეკონომიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის კათედრის ხელმძღვანელს, პროფესორს, ევროპული თანამეგობრობისა და ერთიანი ევროპული კავშირის კონცეფციის ერთ-ერთ პირველ იდეურ დამაარსებელს მიხეილ მუსხელიშვილს. ნაშრომში შესწავლილია ასევე ბერლინის უნივერსიტეტის პროფესორის და პირველი ევროპოლოგის (EuropeanStudies) ალექსანდრე ნიკურაძის მოღვაწეობა, რომელმაც სათავე დაუდო ევროპოლოგიის დარგის განვითარებას’’.

 

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply