პროექტი “სტუდენტი სტუდენტისთვის”-გამარჯვებული გამოვლინდა

2019 წლის 2 ივნისს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე მიმდინარე პრაქტიკული პროექტის “სტუდენტი სტუდენტისთვის” ფინალი გაიმართა და   სლოგანით “მე ვარ პროფესორი”   პროექტის გამარჯვებულად საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობის მეოთხე კურსის სტუდენტი ირინა მიქავა გამოვლინდა. ფინალის ჟიურის თავმჯდომარეობდა სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ირაკლი გაბისონია.

პროექტში თავდაპირველად ფაკულტეტის ორივე სპეციალობის 100-მდე სტუდენტი მონაწილეობდა და კონკურსის ფარგლებში თითოეული მათგანი  კურსების მიხედვით სხვადასხვა ჟიურიმ შეაფასა. სტუდენტებს ევალებოდათ ნებისმიერი სასწავლო სილაბუსიდან მათთვის საინტერესო სალექციო თემა მოემზადებინათ  და ლექციის ფორმატში დამსწრე საზოგადოებისათვის წაეკითხათ.

ფინალში როგორც დებულებით იყო განსაზღრული 5 სტუდენტი მონაწილეობდა, 2 სამართლიდან, 2 საერთაშორისო ურთიერთობებიდან და 1 საერთაშორისო ურთიერთობების რუსული სექტორიდან.

პროექტში გამარჯვებულს, ფინალისტებს, კურსების მიხედვით გამარჯვებულებს და მონაწილეებს ფაკულტეტის ორგანიზებით გადაეცემათ სხვადასხვა პრიზები და საჩუქრები.

 

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply