Monthly Archives: October 2017
ფაკულტეტის საბჭოს სხდომა
2017 წლის 13 ოქტომბერს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ირაკლი გაბისონია უძღვებოდა.
უპირველეს ყოვლისა, დეკანმა ფაკულტეტის საბჭოს გააცნო მიმდინარე საკადრო ცვლილებები და მათ კიდევ ერთხელ წარუდგინა საჯარო, კერძო და სისხლის სამართლის აკადემიური დეპარტამენტის ხელმძღვანელები. ასევე, დეკანის წარდგენით ფაკულტეტის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება კვლევითი-სამეცნიერო ინსტიტუტების დირექტორების დამტკიცების თაობაზე;
მეორე საკითხად საბჭომ განიხილა დეკანის შუამდგომლობა საინჟინრო სამართლის საბაკალავრო და სამაგისტრო სასწავლო პროგრამების შექმნასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის ჩამოყალიბების შესახებ. დეკანმა დაწვრილებით ისაუბრა აღნიშნული პროექტის მიზნებზე, შესაძლებლობებსა და აუცილებლობაზე. სტუ-ს სპიკერმა პროფესორ ჯემალ გახოკიძემ მოუწონა დეკანს ეს ინიციატივა და გამოთქვა საკუთარი შეხედულება ამ პროექტის მნიშვნელობაზე. საბჭოს შეფასებით ეს იქნება ყველაზე ღირებული, წარმატებული და საქართველოში პირველი სასწავლო პროგრამა, რომელსაც სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი განახორციელებს.
საბჭოს წინაშე წარსდგა პროფესორი ავთანდილ კიკნაძე, რომელმაც წარმოადგინა დებულება ჩინეთის კვლევითი ინსტიტუტის შექმნის თაობაზე, ყურადღება გაამახვილა სრულიად პროექტის ღირებულებაზე და კონკრეტულად გააცნო დამსწრე საზოგადოებას კვლევითი ცენტრის საქმიანობის სფერო, მიზნები და ამოცანები.
დეკანმა ასევე წარმოადგინა შემდგომი ინფორმაცია: პროფესორ ალექსანდრე ტალიაშვილთან ერთად განხორციელდება პროექტი „სამართლიანობის ფილოსოფია“, რომლის ფარგლებშიც გამოქვეყნდება არაერთი სამეცნიერო ნაშრომი, ასევე, პროფესორ იოსებ ბაჩიაშვილის პროექტი, სამომავლოდ შეიქმნას სახელმძღვანელო „სახელმწიფოსა და სამართლის თეორიის საფუძვლები“ და საფაკულტეტთაშორისო ცენტრის დაფინანსების თაობაზე.
სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთერთობების ფაკულტეტის მენეჯერმა ანა ფუტკარაძემ რამდენიმე საკითხი დააყენა ფაკულტეტის საბჭოს წინაშე, კერძოდ: 1. ინტერდისციპლინარული სადოქტორო პროგრამის შემუშავების შესახებ, ისაუბრა მიზნებსა და ამოცანებზე, ხაზი გაუსვა თანამშრომლობას ევროპულ და ამერიკულ უნივერსიტეტებს შორის. ასევე, დამტკიცდა სტუ-ს ინტერდისციპლინარული სასწავლო-კვლევითი ცენტრის „სახელმწიფო- პოლიტიკა- კულტურა“-ს ინიციატივით დაგეგმილი უცხოელი პროფესორის თეო კობუშის ვიზიტი სტუ-ში, რომელიც ჩაატარებს საჯარო ლექცია-სემინარებს.
ასევე განხილულ იქნა ფაკულტეტის სოციალური პროექტი, რომელიც უკვე მეორედ ხორციელდება. დაფინანსდებიან ის სტუდენტები, რომლებიც არიან სოციალურად დაუცველები, აქვთ მძიმე ოჯახური და ეკონომიკური მდგომარეობა. ფაკულტეტის საბჭოზე ასევე დააფიქსირეს საკუთარი შეხედულებები პროფესორებმა ჯემალ გახოკიძემ, ჯემალ გაბელიამ, იგორ კვესელავამ და სხვებმა მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით.
- ფაკულტეტის საბჭომ დაფინანსებასთან დაკავშირებით ერთხმად დაუჭირა მხარი აღნიშნულ წინადადებას და გამოთქვა მზადყოფნა მსგავსი სოციალური პროექტების დაფინანსებასთან დაკავშირებით. პირველ ეტაპზე დაფინანსდა 26 სტუდენტი, რომელთაც არ შეეძლოთ მძიმე ეკონომიკური სიდუხჭირის გამო სწავლის საფასურის გადახდა, თანხის ჯამურმა ოდენობამ შეადგინა 16100 ლარი.
კურსდამთავრებული თიკო ხუციშვილი
გთავაზობთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ახალ რუბრიკას „გაიცანი სტუ–დენტი“, რომელიც საშუალებას მოგცემთ გაიცნოთ ჩვენი ფაკულტეტის სტუდენტები, რომლებიც გამორჩეულნი არიან მაღალი აკადემიური მოსწრებითა და საზოგადოებრივი საქმიანობით.
ამჟამად წარმოგიდგენთ, თიკო ხუციშვილს, რომელმაც დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამა სამართალმცოდნეობის მიმართულებით.
მოგესალმებით, თიკო, პირველ რიგში, გილოცავთ მაგისტრატურაზე ჩაბარებას.
- გამარჯობა, დიდი მადლობა მოლოცვისათვის. ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩაბარება ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება იყო, რაც იმ პერიოდში მივიღე. გარემომ, რომელიც აქ დამხვდა ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. დღეს კი, ბედნიერი ვარ, რომ იმ დიდი ოჯახის წევრი ვარ, რომელსაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ჰქვია.
- როგორი იყო თქვენი ბაკალავრობის პერიოდი, გვიამბეთ სტუდენტური ცხოვრების შესახებ?
- როგორც უმრავლესობამ, მეც საოცრად დაბნეული სახით შევაბიჯე პირველად უნივერსიტეტში. ამ პერიოდში ბოლომდე არ მქონდა გააზრებული რას ნიშნავდა სტუდენტობა, თუმცა, დროთა განმავლობაში შეიცვალა ეს მდგომარეობა, შევიძინე არაჩვეულებრივი მეგობრები (ჯგუფელების/კურსელების და ლექტორების სახით) და უკვე სერიოზულად დავიწყე ფიქრი იმაზე, თუ რა მინდოდა საბოლოოდ. უნივერსიტეტში გვაქვს სამართლის კლინიკა, რომელმაც საშუალება მომცა გამევლო პრაქტიკა/სტაჟირება საჯარო სამსახურებში, ასევე მონაწილეობა მიმეღო სხვადასხვა სახის ღონისძიებებსა თუ ტრენინგებში. სწორედ ეს ყველაფერია მიზეზი იმისა, რომ გადავწყვიტე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გავაგრძელო სწავლა, ახლა უკვე სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე.
- რამდენად გაძლევთ ფაკულტეტი პრაქტიკის გავლის შესაძლებლობას?
- საჯარო სამსახურის ბიურომ გამოაცხადა სტაჟირება წარჩინებული სტუდენტებისათვის, რის თაობაზეც ინფორმაცია, რა თქმა უნდა, სამართლის კლინიკამ მომაწოდა. მან საშუალება მომცა გამევლო პრაქტიკა/სტაჟირება არაერთ საჯარო სამსახურში. ჩემი პირველი პრაქტიკა იყო სამართლებრივი დახმარებისა და საზოგადოებრივი ჩართულობის მუნიციპალურ ცენტრში – „ჩემი ადვოკატი“, რომელმაც უნივერსიტეტში ნასწავლი თეორიული ცოდნა პრაქტიკულად გაამყარა. ამასთან, სამართლის კლინიკის დახმარებით, 2016 წელს ვიყავი ბათუმის საზაფხულო სკოლაში, რომლის თემა იყო „საკონსტიტუციო სამართალწარმოება“. სადაც ჩაგვიტარდა ტრენინგ- სემინარები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ასევე დავესწარი საკონსტიტუციო სასამართლოში გამართულ საინტერესო პროცესებს.
- რა როლი შეასრულა ფაკულტეტმა თქვენს განვითარებაში?
- შესაძლებელია გარკევეული ზედაპირული ცოდნა გქონდეს შენი მომავალი პროფესიის შესახებ, თუმცა, ის ცოდნა და გამოცდილება, რაც ოთხი წლის განმავლობაში მივიღე,რთულია შევადარო რაიმეს. ამ დროის მანძილზე ურთიერთობა გაქვს შენს კოლეგებთან, რომლებსაც უდიდესი ცხოვრებისეული და პროფესიული გამოცდილება აქვთ და რომლებიც თავდაუზოგავად ცდილობენ გასწავლონ ყველაფერი, რათა ჩამოყალიბდე სრულფასოვან პიროვნებად და იურისტად. საბოლოოდ, მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ამ ფაკულტეტმა ჩემს განვითარებაში უდიდესი როლი შეასრულა. ძალიან მომწონს გარემო-რომელიც საზოგადოების სრულფასოვან წევრად გაგრძნობინებს თავს. აკადემიური პერსონალი-რომელიც პირველივე დღიდან ემსახურება და იცავს სტუდენტის ინტერესებს, ხელს უწყობს მას პროფესიულ განვითარებაში და აძლევს უამრავ შანსს გახდეს წარმატებული, არამარტო უნივერსიტეტის შიგნით არამედ მის გარეთაც.
- რატომ აირჩიეთ სტუ, თან ორჯერ?
- მარტივია ამ კითხვას გასცე პასუხი, მაშინ როდესაც შეხება გაქვს ამ უნივერსიტეტთან. აქ დაიწყო ჩემი პირველი ნაბიჯები პროფესიისკენ და აქედან გრძელდება კიდევ, რადგან სწორედ მან მომცა უამრავი შანსი და საშუალება გამხდარიყო ჩემი სტუდენტური წლები ნაყოფიერი და შედეგიანი. დარწმუნებული ვარ ასევე გაგრძელდება მაგისტრატურაზეც, რისთვისაც მზად ვარ. რამდენჯერმე მოვიპოვე პრეზიდენტის სახელობის სტიპენდია,რაც დამატებითი სტიმული იყო ჩემთვის.
- რას გვეტყოდით ახალი დეკანის პროფესორ ირაკლი გაბისონიას შესახებ?
თავდაპირველად, მასთან შეხვედრა მომიწია, როგორც სამართლის აკადემიური დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, მაშინაც კი მხოლოდ სტუდენტის ინტერესებზე ფიქრობდა, მახსოვს არაერთხელ დაგვხმარებია, როდესაც თხოვნით თუ საჩივრით მივდიოდით. უშუალო და პირდაპირია, მომთხოვნიცაა თუმცა სამართლიანი. ძალიან მიხარია, რომ ის არის დღეს ჩვენი დეკანი , რადგან დარწმუნებული ვარ ფაკულტეტი მისი ხელმძღვანელობით ძალიან წარმატებული იქნება.
- რას ურჩევთ პირველკურსელებს?
პირველ რიგში, ვულოცავ მათ ჩაბარებას! ვუსურვებ ნაყოფიერ და წარმატებულ 4 წლიან სტუდენტურ ცხოვრებას. ვურჩევ, რომ მალე ჩამოყალიბდნენ თუ რა სურთ სამომავლოდ, რათა მაქსიმალური ძალებით დაიწყონ წინსვლა წარმატებისაკენ!
ჩარიცხულ დოქტორანტთა სია
სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის, პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ დოქტორანტთა სია:
საერთსშორისო ურთიერთობები სოციალური მეცნიერებები
1. თორნიკე ქართლელიშვილი
2. თეა ძოწენიძე 3. შავლეგო ტაბატაძე 4. გიორგი მათიაშვილი 5. ზაზა ჩხაიძე 6. გიორგი მაისურაძე 7. ნიკოლოზ დგებუაძე 8. თორნიკე არევაძე 9. კობა გოგიბერიძე 10. პავლიკა ყაველაშვილი 11. ნიკოლოზ გურეშიძე 12. ვახტანგ გვიშიანი 13. შორენა ღუდუშაური 14. ნათია პაპინაშვილი 15. ლაშა ჯღარკავა 16. თამარ ჩიკვილაძე 17. ლია შენგელია 18. ლერი სარაიდაროვი 19. მარინა გლოველი 20. მანანა უგულავა
|
1. დავით მაღლაფერიძე
2. იოსებ შურღაია 3. ალექსანდრა ლატარია 4. ნინო სეფაშვილი 5. ვიქტორია ბონარევა 6. რუსუდან ჭელიძე 7. ნანა კობახიძე 8. ელენე კაკაბაძე 9. მაია ავლუხაშვილი 10. მარიამ პაპიაშვილი 11. მარიამ გვილავა 12. ჯილდა ხუბულია 13. ბექა ბაციკაძე 14. ზვიად გიორგაძე 15. თამარ ზაქარიაძე 16. რამაზ ჩიჩუა
|
სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველ კანდიდატებთან გასაუბრება
9 ოქტომბერს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და სოციალური მეცნიერებების სადოქტორო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველი კანდიდატებისათვის გასაუბრება გაიმართა.
სტუ-ს რექტორის აკადემიკოს არჩილ ფრანგიშვილის ბრძანებით შეიქმნა საფაკულტეტო დროებითი კომისია, რომელიც დაკომპლექტდა შემდეგნაირად: კომისიის თავმჯდომარე- პროფესორი ირაკლი გაბისონია; პროფესორი ჯემალ გახოკიძე, პროფესორი იგორ კვესელავა, პროფესორი იაშა კუტუბიძე და პროფესორი მანანა დარჩაშვილი. გასაუბრებას ესწრებოდა სტუ-ს სწავლების დეპარტამენტის საგანმანათლებლო პროგრამების განყოფილების უფროსი, პროფესორი დენიტა ბიბილეიშვილი.
თითოეული კანდიდატი კომისიის წინაშე წარსდგა საკუთარი ბიოგრაფიული მონაცემებით, მათ დეტალურად გააცნეს სამომავლოდ მათ მიერ განსახილველი თემის მნიშვნელოვანი ასპექტები, აღნიშნულთან დაკავშირებით კომისიის წევრებმა გამოთქვეს საკუთარი შეხედულებები, დაუსვეს კითხვები კანდიდატებს და მოისმინეს მათგან წინადადებები. კომისიის წევრებმა მიმოიხილეს კანდიდატის მიერ გამოვლენილი უნარ-ჩვევები, შეაფასეს ისინი და წარმატებები უსურვეს ყოველივე მათგანს.
გასაუბრების შედეგები გამოცხადდება 9 ოქტომბერს.
სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ირაკლი გაბისონია უსურვებს წარმატებებს კანდიდატებს, ხოლო დოქტორანტურაზე ჩარიცხულ პირებს ნაყოფიერ სამეცნიერო საქმიანობას ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად.
ბიბლიოთეკის განახლება
სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანის პროფესორ ირაკლი გაბისონიას შუამდგომლობით ფაკულტეტის ბიუჯეტიდან მიმდინარე სასწავლო წელს საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე სწავლების ეფექტურად წარმართვის მიზნით შეძენილ იქნა უახლესი იურიდიული სახელმძღვანელოები.
წიგნების ნუსხა მოიცავს ყველა სახის იურიდიულ ლიტერატურას მათ შორის:, საერთაშორისო არბიტრაჟი, საფინანსო სამართალი, კრიმინალისტიკა, საგადასახადო კაზუსები და ტესტები, მედიაცია, შრომის სამართალი, საჯახო-მემკვიდრეობითი სამართალი, რელიგია და რელიგიის თავისებურებანი, სამოქალაქო კოდექსის კომენტარები, სისხლის სამართლის ზოგადი ნაწილი და სხვა. სულ შეძენილ იქნა 41 სახის სახელმძღვანელო, შესყიდვის თანხის ჯამურმა ოდენობამ შეადგინა 9240 ლარი.
სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი პროფესორი ირაკლი გაბისონია გამოთქვამს მზადყოფნას მუდმივად გაანახლოს ფაკულტეტის ბიბლიოთეკა და სტუდენტებს შესთავაზოს თანამედროვე ქართული და უცხოური სახელმძღვანელოები.
№ | სახელმძღვანელოს დასახელება | რაოდენობა |
1 | სააქციო სამართლის საფუძვლები | 10 |
2 | ქართული სამართლის საფუძვლები 2 | 10 |
3 | საერთაშორისო არბიტრაჟი | 10 |
4 | საფინანსო სამართალი | 10 |
5 | რომის სამართალი | 10 |
6 | სისხლის სამართლის კერძო ნაწილი 1 | 20 |
7 | სისხლის სამართლის კერძო ნაწილი 2 | 20 |
8 | საქართველოს სამოქალაქო საპროცესო სამართალი | 15 |
9 | სისხლის სამართლის დანაშაულის მოძღვრება | 15 |
10 | დანაშაულის გამოვლინების ცალკეული ფორმები | 10 |
11 | დაბეგვრის საფუძვლები | 10 |
12 | ნაფიც მსაჯულთა მაგ. და მომრიგებელი სასამართლო | 10 |
13 | საერთაშორისო დაბეგვრა | 10 |
14 | საგადასახადო კაზუსები და ტესტები | 10 |
15 | კაზუსების ამოხსნის მეთოდიკა | 10 |
16 | კრიმინალისტიკა | 10 |
17 | სახელმწიფო და სამართლის ზოგადი თეორია | 10 |
18 | მედიაცია | 15 |
19 | შრომის სამართალი | 15 |
20 | სასჯელის და დანაშაულის სხვა სისხლის სამართლებრივი შედეგები. | 10 |
21 | ზოგადი ნაწილის მიმოხილვა | 15 |
22 | საკორპორაციო სამართლის კრებული 2 | 10 |
23 | საგადასახადო აუდიტი | 10 |
24 | საკორპორაციო სამართლის კრებული 3 | 10 |
25 | კორპორაციული დაბეგვრა | 15 |
26 | საზღვარგარეთის ქვეყნების სამართლის ისტორია | 10 |
27 | დაუმთავრებელი დანაშაული დასჯადობა ქართული და გერმანული სისხლის სამართლის მიხევდით | 10 |
28 | საოჯახო- მემკვიდრეობითი სამართალი | 15 |
29 | რელიგია და რელიგიის თავისებურებანი | 15 |
30 | ქართული სამართლის საფუძვლები | |
31 | შრომის სამართალი 2 | |
32 | საკორპორაციო სამართლის კრებული | |
33 | სისხლის სამართლის ზოგადი ნაწილი სახელმძღვანელო | 20 |
34 | საერთაშორისო სამართლის საფუძვლები | 20 |
35 | დასავლეთ ევროპის ისტორია მე-16 საუკუნეში | 15 |
36 | საგადასახადო ენციკლობედია | 10 |
37 | საგადასახადო შემოწმების არაპირდაპირი მეთოდები | 10 |
38 | საქართველოს ეკლესიის ისტორიის წყაროები | 10 |
39 | საქართველოს ისტორიული წარსული და თანამედროვეობა | 10 |
40 | სამოქალაქო კოდექსის კომენტარი წიგნი 1 | 50 |
41 | სახალხო დაბეგვრა | 10 |
გარე მობილობის სტუდენტების საყურადღებოდ
გარე მობილობის (სხვა უნივერსიტეტიდან გადმომსვლელი) სტუდენტებისათვის რეგისტრაციის ვადები განისაზღვრა 3 ოქტომბრიდან 13 ოქტომბრის ჩათვლით. რეგისტრაციისას თან უნდა იქონიოთ პირადობის ასლი და სწავლის საფასურის ნახევრის(1125ლარი) გადახდის ქვითარი.