ზამთრის სკოლა ბაკურიანში დასრულდა

2018 წლის 2-4 თებერვალს დაბა ბაკურიანში ზამთრის სკოლა თემაზე: პერსონალური მონაცემები და მათი დაცვის ინსტრუმენტები“ ჩატარდა.

ზამთრის სკოლა განხორციელდა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის ორგანიზებით, რომელიც დაფინანსდა ფაკულტეტის ბიუჯეტიდან.

ზამთრის სკოლას უძღვებოდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის წარმომადგენელი ნინო ქურასბედიანი, რომელმაც ლექციები ჩაატარა  პერსონალური მონაცემების დაცვის კანონმდებლობის, ინსპექტორის მანდატის, მონაცემების დამუშავების პრინციპებისა და საფუძვლების შესახებ, ყურადღება გაამახვილა ვიდეოკონტროლის განხორციელებაზე, პირდაპირი, აგრესიული მარკეტინგის მნიშვნელობაზე პერსონალური მონაცემების დაცვისას. ზამთრის სკოლის მსმენელებმა მიმოიხილეს კონკრეტული კაზუსები, ევროსასამართლოს პრაქტიკა და საქართველოში არსებული კანონმდებლობა.

დასასრულს, ზამთრის სკოლის ორგანიზატორებმა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მენეჯერმა ასისტენ-პროფესორმა ანა ფუტკარაძემ, ასისტენ-პროფესორმა გოგა მამფორიამ  და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის წარმომადგენელმა ნინო ქურასბედიანმა ზამთრის სკოლის მსმენელებს გადასცეს სერტიფიკატები.

ზამთრის სკოლის გახსნა

2018 წლის 2 თებერვალს დაბა ბაკურიანში ზამთრის სკოლა თემაზე: პერსონალური მონაცემები და მათი დაცვის ინსტრუმენტები“ გაიხსნა.

ზამთრის სკოლა ხორციელდება სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის ორგანიზებით, რომელიც დაფინანსდა ფაკულტეტის ბიუჯეტიდან.

ზამთრის სკოლა გახსნა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის წარმომადგენელმა ნინო ქურასბედიანმა, რომელმაც ისაუბრა  პერსონალური მონაცემების დაცვის კანონმდებლობის, ინსპექტორის მანდატის, მონაცემების დამუშავების პრინციპებისა და საფუძვლების შესახებ, ყურადღება გაამახვილა ვიდეოკონტროლის განხორციელებაზე, პირდაპირი, აგრესიული მარკეტინგის მნიშვნელობაზე პერსონალური მონაცემების დაცვისას.

ზამთრის სკოლა ქუთაისში თემაზე: „სახელმწიფო, პოლიტიკა, რელიგია“ ჩატარდა

2018 წლის 27-31 იანვარს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მხარდაჭერით ქალაქ ქუთაისის , აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ზამთრის სკოლა თემაზე: „სახელმწიფო, პოლიტიკა, რელიგია“ გაიმართა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ხელმძღვანელობის მიერ მოწვეულ იქნა გერმანელი პროფესორი  იოჰანეს ვეისი, რომელმაც სტუდენტებს წაუკითხა ლექცია თემაზე: „პოლიტიკა, როგორც მოწოდება ან ხელობა ვებერის მიხედვით“ და „განსჯადობის პრობლემა ვებერის რელიგიის სოციოლოგიაში“

ზამთრის სკოლის მსმენელებს უცხოელ პროფესორთან ერთად ლექცია/სემინარები  ჩაუტარეს პროფესორ მამუკა ბერიაშვილმა, პროფესორ ემზარ ჯგერენაიამ და  პროფესორ მინდია ოკუჯავამ თემებზე: ევროპული კულტურის მთავარი ნიშანი ვებერის „წინასწარი შენიშვნების“ მიხედვით, სამართლებრივი სახელმწიფო და თანამედროვე შეხედულებები საკანონმდებლო-აღმასრულებელ ურთიერთობათა შესახებ, სახელმწიფო, როგორც ზნეობრივი სახელმწიფო,  რელიგიის ზეგავლენა ეკონომიკურ ცხოვრებაზე „პროტესტანტული ეთიკის და კაპიტალიზმის სულისკვეთების“ ვებერის მიხედვით და სამართლებრივი სახელმწიფოს ძირითადი პრინციპები და ხელისუფლებრივ უფლებამოსილებათა განაწილების ზოგიერთი თავისებურება საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით. ლექციების შემდგომ გაიმართა შემაჯამებელი  დისკუსია, რომლის ფარგლებში აქტიურად მონაწილეობდნენ ფაკულტეტის სტუდენტები.

ზამთრის სკოლის დღის წესრიგი საკმაოდ მრავალფეროვანი და საინტერესო აღმოჩნდა ფაკულტეტის სტუდენტებისათვის.

აღნიშნულ ზამთრის სკოლაში ასევე მონაწილეობდნენ  შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  და ქუთაისის აკაკი წერეთლის  სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები.

ზამთრის სკოლის დახურვის ცერემონიალი გაიმართა 31 იანვარს, სადაც მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.

ფაკულტეტის დეკანის შეხვედრა  სტუდენტებთან

2018 წლის პირველ თებერვალს  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით სტუ-ს  ადმინისტრაციული კორპუსის მცირე სააქტო დარბაზში გაიმართა შეხვედრა  სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანთან პროფესორ ირაკლი გაბისონიასთან.

შეხვედრას ესწრებოდნენ ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, საგანმანათლებლო პროგრამების კურატორი, მენეჯერი,  ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, აკადემიური დეპარტამენტის ხელმძღვანელები, ასევე, მოწვეული იყო სტუ-ს სოციალურ საკითხთა, სპორტისა და კულტურის  დეპარტამენტის ხელმძღვანელი .

ფაკულტეტის დეკანმა პროფესორ ირაკლი გაბისონიამ მოხსენებაში მიმოიხილა უკვე დამთავრებული პროექტები, გააცნო სტუდენტებს მათი შედეგი. ხაზი გაუსვა მიმდინარე და სამომავლოდ დაგეგმილ ღონისძიებებს. დეკანმა ყურადღება გაამახვილა პროექტ „შეხვდი დამსაქმებელ“-ზე, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სახელობის სტიპენდიის დაწესებაზე, საერთაშორისო პროექტებში,  ზამთრის სკოლებში სტუდენტთა მონაწილეობაზე და სხვა.

დეკანის მოხსენების შემდგომ შეხვედრა წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში. სტუდენტებმა აქტიურად დასვეს შეკითხვები სხვადასხვა საკითხთან მიმართებაში და მიიღეს ამომწურავი პასუხები როგორც ფაკულტეტის დეკანის ასევე, სხვა მოწვეული პირებისგან.  სტუდენტებმა წამოაყენეს ინფრასტრუქტურის, უსაფრთხოების, დასაქმების, გაცვლითი პროგრამების და სხვა რიგ საკითხებთან დაკავშირებული ასპექტები.

შეხვედრის ფორმატში ფაკულტეტის ადმინისტრაცია შეთანხმდა ზოგიერთი ცვლილების განხორციელების აუცილებლობაზე და სთხოვა სტუდენტებს აქტიურად ჩაერთონ ფაკულტეტის საქმიანობაში.

პროექტ „შეხვდი დამსაქმებელს“ ფარგლებში ნოტარიუსებთან შეხვედრა გაიმართება

 

 2018  წლის 3 თებერვალს 14:00 საათზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით პროექტშეხვდი დამსაქმებელსფარგლებში  ფაკულტეტის სტუდენტებსა და პროფესორმასწავლებლებს შეხვდებიან საქართველოს ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარის მოადგილე თინათინ დევდარიანი, საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის წევრები, ნოტარიუსები: მეგი მაღალდაძე და მანანა გოგაშვილი, ქ. თბილისის ნოტარიუსები დავით ოყროშიძე, ოთარ გოლოძე და ლალი ჯანუყაშვილი.