სტუდენტთა სოციალური აქტივობა  

 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული სტუ-ს ეკომოლაშქრეთა კლუბის ორგანიზებით და სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანის მხარდაჭერით  სტუდენტები ხურვალეთში არსებულ მოხუცთა თავშესაფარს ეწვივნენ  ხანდაზმულთა სახლი ,,სახლი საზღვრებს გარეშე” “House Without Borders.

თავშესაფარი მდებარეობს ხურვალეთში საოკუპაციო ხაზთან, სტუდენტები  იმყოფებოდნენ საოკუპაციო ხაზთან, სადაც გაეცნენ სოფლის მოსახლეობის პრობლემებს. ხანდაზმულთა სახლის ადმინისტრაციასთან შეთანხმებისამებრ  სტუდენტები მოხალისეობრივად აპირებენ ჩასვლას, რადგან დაეხმარონ იქ მცხოვრებ ადამიანებს.

პირველი ნაკადი მიდის 2 მარტს, რომლებიც ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევენ მოხუცებს,  დანარჩენი მოხალისეების ნაკადი კი განაწილდებიან თვეში ორჯერ 3-3 კაციანი შემადგენლობით. ამჯამად მოხალისეობათა რაოდენობა შეადგენს 30 სტუდენტს  და დღითიდღე იზრდება დაინტერესება როგორც სტუ-ს სტუდენტების, ასევე სხვა უნივერსიტეტეტებიდან და ორგანიზაციების წევრებიდან.

მაგისტრატურის სტუდენტი გიორგი მექვაბიძე

 გთავაზობთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის  სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ახალ რუბრიკას „გაიცანი სტუ-დენტი“, რომელიც საშუალებას მოგცემთ გაიცნოთ ჩვენი ფაკულტეტის სტუდენტები, რომლებიც გამორჩეულნი არიან მაღალი აკადემიური მოსწრებითა და საზოგადოებრივი საქმიანობით.

ამჟამად წარმოგიდგენთ გიორგი მექვაბიძეს,    სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მაგისტრატურის მეორე კურსის სტუდენტს

  1. მოგესალმებით, მოგვიყევით თქვენს შესახებ?
  • მოგესალმებით, მე გახლავართ გიორგი მექვაბიძე, 2012-2016 წლებში ვსწავლობდი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში სამართლის ფაკულტეტზე. 2016 წელს ჩავირიცხე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამაზე, სისხლის სამართლის სპეციალობით.
  1. როგორი იყო თქვენი ბაკალავრობის პერიოდი, გვიამბეთ სტუდენტური ცხოვრების შესახებ?

სტუდენტობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და დაუვიწყარი პერიოდია ჩემს ცხოვრებაში. მივიღე დიდი თეორიული და პრაქტიკული ცოდნა,  წარჩინებით დავამთავრე ბაკალავრი, ვიყავი სტიპენდიანტიც. სტუდენტურ ცხოვრებაში თავიდანვე აქტიურად ჩავერთე, მონაწილეობას ვიღებდი სხვადასხვა ტრენინგებსა და პროექტებში, საერთაშორისო კონფერენციებსა და იმიტირებულ პროცესებში, განსაკუთრებით გამოვყოფ არასრულწლოვანთა განრიდება-მედიაციის იმიტირებულ პროცესს.

სტუდენტური პროექტის “Start Living Healthier-ის” ფარგლებში ლიტვის ქალაქ კაუნასში ვიმყოფებოდი. ვფიქრობ, უცხოენოვანი პროექტები ძალიან დიდ როლს თამაშობს ჩვენი ენობრივი რესურსის ჩამოყალიბებაში, სწორედ ამ მხრივ იყო ეს პროექტი ჩემთვის გამორჩეული.

  1. არაერთი პრაქტიკა გაგივლიათ და ამის შესახებ რა გვეტყვით?

ჩემი პრაქტიკული მოღვაწეობა დაიწყო ახალგაზრდა კრიმინოლოგთა  ჯგუფში, სადაც მონაწილეობას ვიღებდი სხვადასხვა ტრენინგების დაგეგმვასა და განხორციელებაში. 2015 წლის მაისში სტაჟირება დავიწყე თბილისის საქალაქო სასამართლოში, ამის შემდგომ რამდენიმე თვით ვიმუშავე კანცელარიაში.  2016 წლის ოქტომბრიდან ვმუშაობდი საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, სადაც ვმუშაობდი ჯერ მეწარმეთა და იურიდიულ პირთა რეგისტრაციის დეპარტამენტში, ხოლო შემდგომ -ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტში. ახლახან კი დავინიშნე ისანი-სამგორის რაიონის სტაჟიორ-პროკურორად.

  1. რა როლი შეასრულა ფაკულტეტმა თქვენს განვითარებაში?

რა თქმა უნდა, ფაკულტეტმა დიდი როლი ითამაშა. მივიღე თეორიული ცოდნა, რომელსაც პრაქტიკაში წარმატებით ვიყენებ. გავიცანი ბევრი წარმატებული იურისტი და შევიძინე ახალი მეგობრები. მინდა აღვნიშნო, რომ აბიტურიენტობის პერიოდში არცერთი წამით არ მიყოყმანია, ვიცოდი რომ ეს იყო საქმე, რომელსაც მთელი სულით და გულით მოვეკიდებოდი. ამან განაპირობა ჩემი შემდგომი წარმატებები. ჯერ ის ფაკულტეტი უნდა გიყვარდეს სადაც სწავლობ, რომ შეიყვარო ის პროფესია, რომელიც მომავალში შენს სამსახურად იქცევა.

 

  1. ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიება რომელსაც გამოყოფდით?

ეს იყო ამერიკის შეერთებული შტატების მოსამართლეებთან შეხვედრა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. წარმატებულმა ამერიკელმა იურისტებმა საკმაოდ კარგი რჩევები მოგვცეს და საკუთარი გამოცდილებები გაგვიზიარეს სტუდენტებს.

  1. რატომ აირჩიეთ სტუ?

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი არის ერთ-ერთი წარმატებული უნივერსიტეტი, ამასთანავე, ჩემი მეგობრებიდან ვისაც კი ჰქონია შეხება სტუ-სთან ყველამ დადებითად შეაფასა ფაკულტეტი და ლექტორები, რამაც ერთ-ერთი მთავარი როლი ითამაშა ჩემი არჩევნის ჩამოყალიბებაში. სამართლისა და საერთაშორისო უნივერსიტეტის ფაკულტეტი საკმაოდ აქტიურად ცდილობს სტუდენტებს მიაწოდოს არა მარტო თეორიული ცოდნა, არამედ დაეხმაროს მათ შეხვდნენ დამსაქმებლებს.

  1. როგორც ვიცით, ერთი წელზე მეტი შესრულდა, რაც შეიქმნა სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, როგორია თქვენი დამოკიდებულება აღნიშნულთან დაკავშირებით?

ჩემი აზრით, უფრო  განვითარდა ფაკულტეტი და გამოცოცხლდა სტუდენტური ცხოვრება. ბევრი კარგი, სტუდენტებზე ორიენტირებული პროექტი განხორციელდა, რაც დამატებითი სტიმულია ჩვენთვის.

  1. ყველაფერს აქვს უარყოფითი და დადებით მხარე, რა არის ის, რაც არ მოგწონთ ფაკულტეტზე? რის შეცვლას ისურვებდით?

მიმაჩნია რომ თეორიულ ცოდნას ერთიორად განამტკიცებს პრაქტიკა. საჭიროა მეტი პრაქტიკული კურსის, მათ შორის სხვადასხვა ორგანიზაციებში სტაჟირებების გავლის, შეტანა სასწავლო გეგმაში.

  1. რას ეტყოდით, ფაკულტეტის ადმინისტრაციას, კერძოდ კი დეკანს, პროფესორ ირაკლი გაბისონიას?

ბატონ ირაკლის პირველ რიგში მადლობას ვუხდი ფაკულტეტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და ვურჩევ, რომ არ დაკმაყოფილდეს მიღწეული შედეგით და მუდამ იბრძოლოს უნივერსიტეტის უფრო განვითარებისათვის და მაქსიმალურად გაიზიაროს ის გამორჩეულად საინტერესო და კარგი იდეები, რომლებსაც სტუდენტები სთავაზობენ.

  1. რითი ხართ დაკავებული?

 

ამჟამად ჩემი დროის უმეტეს ნაწილს სამსახურს ვუთმობ, პროკურორობა ისეთი ადვილი არ არის, როგორიც გარედან ჩანს. ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა იყო სახელმწიფო ბრალმდებელი და წარმოადგენდე თითოეულ მოქალაქეს. საღამოს საათებში კი უნივერსიტეტში მაგისტრატურის ლექცია-სემინარებზე დავდივარ. თავისუფალ დროს ვცდილობ მეგობრებთან ერთად ვილაშქრო და საქართველოს ლამაზი მთა-ბარი შემოვიარო, ამაზე კარგი განტვირთვა არაფერია.

  1. რას ურჩევთ პირველკურსელებს?

პირველ რიგში არ უღალატოთ საკუთარ თავს და მერე იმ ადამიანებს, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რათა სათანადო განათლება მოეცათ თქვენთვის. არასდროს დაზოგოთ საკუთარი თავი, შეეცადეთ უფრო მეტი ისწავლოთ, თუმცა როცა სწავლას ვამბობ არ ვგულისხმობ მხოლოდ თეორიულ ცოდნას, ვინაიდან აქ გადამწყვეტ როლს თამაშობს ის პრაქტიკული უნარ-ჩვევები, რომლებიც ძალიან წაადგება მათ სტაჟირების გავლისას. შრომისმოყვარე ადამიანები ყოველთვის აღწევენ საწადელს, თუ საკუთარ თავს დააჯერებთ იმაში, რომ შენ შეგიძლია და აუცილებლად გააკეთებ, დამერწმუნეთ ყველაფერი გამოგივათ. არასდროს დანებდეთ, რადგან ცხოვრება არის ბრძოლა, რომელშიც აუცილებლად უნდა იყო გამარჯვებული.

 

 

 

პროექტის “ტრენერთა სკოლის” პრეზენტაცია გაიმართება

2018 წლის 2 მარტს 15:30-ზე საჯარო სამართლის ლაბორატორიაში (907ა) ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის დირექტორთან ნინო ბოლქვაძესთან გაიმართება შეხვედრა, რომელიც სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტისა და საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულეტეტის ერთობლივი პროექტის „ტრენერთა სკოლის“ პრეზენტაციას ჩაატარებს.

შეხვედრა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელებთან

2018 წლის 2 მარტს 17:00 საათზე სტუ-ს ცენტრალურ ბიბლიოთეკაში სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით პროექტ „შეხვდი  დამსაქმებელს“ ფარგლებში  გაიმართება შეხვედრა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარესთან დავით ასათიანთან და ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოსა და ეთიკის კომისიის წევრებთან.

ღონისძიების ფარგლებში გაფორმდება მემორანდუმი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას შორის.

ქ. ნიუნბერგში კონფერენცია დასრულდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი ანა ფუტკარაძე და  სტუდენტები ბაჩო კვირკველია, ლოლიტა კაროუკინა, ანა ანდრიაძე, სალომე ნემსიწვერიძე, მარიამ ამილახვარი და თორნიკე სონღულაშვილი ქ. ნიუნბერგში კონფერენციაში მონაწილეობდნენ. 2018 წლის 23 თებერვალს BaYernMUN2018-ის გახსნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც 70 ქვეყნის დელეგატი მონაწილეობდა.

სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტებმა პირველ და მეორე სესიაზე უკვე წარადგინეს მოხსენებები, რომლებიც შეეხება ისეთ თემებს როგორიცაა: ადამიანის უფლებების დაცვის წინაშე მდგარი გამოწვევები, გენდერული თანასწორობის დაცვა და თავისუფალი წვდომა გარემოზე, კერძოდ, წყლისა და ჰაერის დაბინძურების რისკებზე.

მონაწილე სტუდენტები გადანაწილდნენ შესაბამის კომიტეტებში და  ღონისძიების დასასრულს მიიღეს რეზოლუცია. კონფერენცია დასრულდა 26 თებერვალს. ღონისძიების დასასრულს მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.

აღნიშნულ კონფერენციაში ფაკულტეტის სტუდენტებისა და ასისტენტ-პროფესორის მონაწილეობა სრულად დაფინანსდა ფაკულტეტის ბიუჯეტიდან.

მეოთხე კურსის სტუდენტი გიგა გიორგაძე

გთავაზობთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის  სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ახალ რუბრიკას „გაიცანი სტუ-დენტი“, რომელიც საშუალებას მოგცემთ გაიცნოთ ჩვენი ფაკულტეტის სტუდენტები, რომლებიც გამორჩეულნი არიან მაღალი აკადემიური მოსწრებითა და საზოგადოებრივი საქმიანობით.

ამჟამად წარმოგიდგენთ,   გიგა გიორგაძეს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტს

  1. მოგესალმებით, მოგვიყევით თქვენს შესახებ?

 

მოგესალმებით მე გახლავართ გიგა გიორგაძე სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი

 2. როგორი იყო თქვენი ბაკალავრობის პერიოდი, გვიამბეთ სტუდენტური ცხოვრების შესახებ?

შესანიშნავი, მახსენდება დატვირთული,სიახლეებით და თავგადასავლებით სავსე სტუდეტური დღეები,  შევიძინე არაერთი  კარგი მეგობარი  და გავიცანი ღირსეული პროფესორ-მასწავლებლები

  1. არაერთი პრაქტიკა გაგივლიათ და ამის შესახებ რა გვეტყვით?

 პირველივე დღიდანვე ჩართული ვარ სხვადასხვა პროექტებში, მათ შორის გამოვყოფ ისეთებს, რომლებმაც ყველაზე მეტი თეორიული და პრაქტიკული ცოდნა მომცა:

მეორე კურსზე ფაკულტეტზე არსებულ სამართლის კლინიკაში გავიარე 6თვიანი სტაჟირება.  გავიარე ისეთი ტრენინგები როგორებიც იყო-სამართლის სკოლა „ნოვაციო“-ში ინტელექტუალური საკუთრების სამართლის კურსი და დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუში მუნიციპალური სამართალი. აგრეთვე 2017 წლის 9-11 დეკემბერს გახლდით დელეგატი ბათუმში ევროპარლამენტის მოდელირება 2017. წელს მივიღე მონაწილეობა  ფაკულტეტისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის მიერ ორგანიზებულ ზამთრის სკოლაში  თემაზე:  ‘’პერსონალური მონაცემები და მათი დაცვის ინსტრუმენტები’’

  

  1. რა როლი შეასრულა ფაკულტეტმა თქვენს განვითარებაში?

 

ფაკულტეტზე მივიღე ის ცოდნა და შევიძინე ის უნარ-ჩვევები, რომელიც გამომადგება ჩემს პროფესიულ საქმიანობაში, ფაკულტეტი იმყოფება მუდმივად აქტიურ განახლებად რეჟიმში, კვირა არ გავა რომ არ მოიწვიონ რომელიმე უწყების წარმოამდგენლები, ასევე მუდმივად იმართება საჯარო ლექციები და ცხადება შიდაკონკურსები ესეებზე, სტატიებზე და ა.შ არ შეიძლება ასევე არ ვახსენო თვითმართველობის ჩართულობა სტუდენტურ ღონისძიებების ორგანიზებაში

 

  1. ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიება რომელსაც გამოყოფდით?

 

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატისა და ფაკულტეტის  მიერ ორგანიზებული ზამთრის სკოლა ბაკურიანში თემაზე ‘’პერსონალური მონაცემები და მათი დაცვის ინსტრუმენტები’’. აღნიშნულ ზამთრის სკოლაში მონაწილეთა შერჩევა განხორციელდა გასაუბრების წესით.

 

  1. რატომ აირჩიეთ სტუ?

არ ამირჩევია, მირჩიეს და მოლოდინს გადააჭარბა რეალობას, რადგან ფაკულტეტზე პროფესიონალებისგან შემდგარი გუნდია, რომლებიც ყოველთვის მზად არიან გაქცენ პასუხი ნებისმიერ შეკითხვაზე, დაგეხმარონ და ჩამოგიყალიბონ სწორი სამართლებრივი ხედვა

 

  1. როგორც ვიცით, ერთი წელზე მეტი შესრულდა, რაც შეიქმნა სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, როგორია თქვენი დამოკიდებულება აღნიშნულთან დაკავშირებით?

 

დადებითი, რადგანაც ჯერ კიდევ პირველ კურსზე მახსოვს უარყოფითად ვხვდებოდი იმ ამბავს რომ დიპლომში უნდა გვწერებოდა ბიზნე-ინჟინერინგის ფაკულტეტი. ამ ცვლილებით გავხდით უფრო მეტად დამოუკიდებლები და ცნობილები რომ ტექნიკურ უნივერსიტეტს ასეთი ძლიერი სამართლის ფაკულტეტი აქვს

 

  1. ყველაფერს აქვს უარყოფითი და დადებით მხარე, რა არის ის, რაც არ მოგწონთ ფაკულტეტზე? რის შეცვლას ისურვებდით?

 

კარგი იქნებოდა რომ საგნები იყოს არჩევითი, თუმცა ამ კუთხითაც მოხდა ცვლილებები და სამართალმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამას  დაემატა რამდენი არჩევითი საგანი .

 

12.მოგვიყევით, იმ შესაძლებლობებზე რომელსაც  ფაკულტეტი აძლევს სტუდენტებს?

ფაკულტეტი გვიქმნის ყველა  პირობას რომ ვისწავლოთ და წარმოვაჩინოთ ჩვენი თავი, გამოვყოფდი პროექტ ‘’შეხვდი დამსაქმებელს“,  სადაც სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა მათ პოტენციურ დამსაქმებლებს დაუსვან და მიიღონ ისეთ კითხვებზე პასუხი, რომლებიც  სამომავლო დასაქმებისთვის მნიშვნელოვანია

 

  1. რას ეტყოდით, ფაკულტეტის ადმინისტრაციას, კერძოდ კი დეკანს, პროფესორ ირაკლი გაბისონიას?

  გადავუხდიდი ძალიან დიდ მადლობას  იმ შრომისთვის და სამუშაოსთვის რასაც ჩვენთვის, სტუდენტებისთვის აკეთებს. ასეთმა სწავლის პროცესმა განაპირობა ის, რომ  ძალიან შეიცვალა შეხედულებაც,რომელიც ოთხი წლის წინ იყო. აბიტურიენტებმა დღეს უკვე იციან რომ აქ მათ დახვდებათ პროფესიონალთა გუნდი, რომლებიც დაეხმარებიან მათ კარგ იურისტებად ჩამოყალიბებაში

 

  1. რას ურჩევთ პირველკურსელებს?

იმუშავონ საკუთარ თავზე, შეისწავლეთ უცხო ენები, მაქსიმალურად მეტი ინფორმაცია მიიღეთ თითოეული ლექტორისგან, რადგანაც მათ ზურგს უმაგრებთ დიდი პრაქტიკა და სამეცნიერო მოღვაწეობა.

 

 

ჯანსაღი მომავლისთვის

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ინიციატივით და თვითმმართველობის ორგანიზებით ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდის მიზნით ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა სირბილის მარათონში მიიღეს მონაწილეობა.

შეჯიბრი ლისის ტბაზე გაიმართა, სადაც მონაწილეებს მიესალმა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ირაკლი გაბისონია და მადლობა გადაუხადა ყველას მოწვევისათვის და სთხოვა პროფესორ ნესტან კირთაძეს  ორიოდე სიტყვით მიემართა დამსწრე საზოგადოებისათვის.

ნესტან კირთაძე მიესალმა მარათონის მონაწილეებს, შეახსენა 25 თებერვალი, ისაუბრა ამ დღის მნიშვნელობაზე  საქართველოს ისტორიაში და მადლობა გადაუხადა ყველას ასეთი აქტიურობისთვის.

მარათონის ბოლოს გამოვლინდა გამარჯვებულები.

პროფესორ მამაკაცებში  l-ჰენრი კუპრაშვილი, ll-ზურაბ კვეტენაძე, lll-ჯემალ ჯანაშია

პროფესორ ქალბატონებში l-ლელა წიკლაური ll-მაია ყიფიანი lll-ქეთი ქოქრაშვილი

სტუდენტ ბიჭებში- I- ჯემალ მირაზაშვილი ll- ნიკა თარაშვილი lll-გიორგი გოგინაშვილი

გოგო სტუდენტებში პირველი ადგილი აიღო ზაირა მაშალიევამ, მეორე თამარ ახვლედიანმა, მესამე ელენე ნადირაშვილმა

გაზაფხულის სკოლა 2018

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ფაკულტეტის ორგანიზებით,ამა წლის 6-7-8  მარტს  ტარდება  გაზაფხულის სკოლა 2018
„გენდერული თანასწორობა და დისკრიმინაცია: პოლიტიკურ-სამართლებრივი ასპექტები“.

პროექტში მონაწილეობის მსურველები, გასაუბრებაზე მობრძანდით, ორშაბათს 26 თებერვალს 11:00 სთ-დან 14:00 სთ-მდე 913ა ოთახში.

კომისიის წევრები: დეკანი, პროფესორი ირაკლი  გაბისონია

პროფესორი მაია ყიფიანი

პროფესორი ციალა გლოველი

ფაკულტეტის სტუდენტები ქ. ნიუნბერგში კონფერენციაზე იმყოფებიან

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის  ასისტენტ-პროფესორი ანა ფუტკარაძე და  სტუდენტები ბაჩო კვირკველია, ლოლიტა კაროუკინა, ანა ანდრიაძე, სალომე ნემსიწვერიძე, მარიამ ამილახვარი და თორნიკე სონღულაშვილი ქ. ნიუნბერგში კონფერენციაზე იმყოფებიან. 2018 წლის 23 თებერვალს BaYernMUN2018-ის გახსნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც 70 ქვეყნის დელეგატი მონაწილეობს.

სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტებმა პირველ და მეორე სესიაზე უკვე წარადგინეს მოხსენებები, რომლებიც შეეხება ისეთ თემებს როგორიცაა: ადამიანის უფლებების დაცვის წინაშე მდგარი გამოწვევები, გენდერული თანასწორობის დაცვა და თავისუფალი წვდომა გარემოზე, კერძოდ, წყლისა და ჰაერის დაბინძურების რისკებზე.

მონაწილე სტუდენტები გადანაწილდებიან შესაბამის კომიტეტებში და  ღონისძიების დასასრულს მიიღებენ რეზოლუციას. კონფერენცია დასრულდება 25 თებერვალს.

აღნიშნულ კონფერენციაში ფაკულტეტის სტუდენტებისა და ასისტენტ-პროფესორის მონაწილეობა სრულად დაფინანსდა ფაკულტეტის ბიუჯეტიდან.