სამართლის საბაკალავრო პროგრამის დასკვნითი საგამოცდო ცხრილი

Download (DOCX, 14KB)

Download (DOCX, 14KB)

Download (DOCX, 14KB)

Download (DOCX, 14KB)

Download (DOCX, 15KB)

Download (DOCX, 14KB)

Download (DOCX, 14KB)

Download (DOCX, 14KB)

Download (DOCX, 14KB)

Download (DOCX, 14KB)

Download (DOCX, 14KB)

Download (DOCX, 14KB)

Download (DOCX, 15KB)

Download (DOCX, 14KB)

Download (DOCX, 14KB)

Download (DOCX, 15KB)

Download (DOCX, 15KB)

Download (DOCX, 15KB)

Download (DOCX, 15KB)

Download (DOCX, 15KB)

Download (DOCX, 15KB)

Download (DOCX, 15KB)

Download (DOCX, 15KB)

Download (DOCX, 15KB)

Download (DOCX, 15KB)

Download (DOCX, 13KB)

Download (DOCX, 11KB)

Download (DOCX, 12KB)

Download (DOCX, 12KB)

Download (DOCX, 12KB)

Download (DOCX, 13KB)

ზამთრის სკოლის დახურვა  

 

2019 წლის 5-7 თებერვალს სტუ სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამეცნიეროკვლევითი პროექტისბავშვთა უფლებებისფარგლებში ჩატარდა ზამთრის სკოლაბავშვთა უფლებები და კონსტიტუცია”,  სადაც თბილისის 20 სკოლის 160 მოსწავლე მონაწილეობდა.

სკოლა გახსნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა არჩილ ფრანგიშვილმა, რომელმაც მოსწავლეებს გააცნო უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამები და ესაუბრა ინტერდისციპლინარულ, ახალ მიმართულებებზე.

სკოლის მსმენელებს მიესალმნენ სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ირაკლი გაბისონიასტუ წარმომადგენლობითი საბჭოს თავმჯდომარე (სენატის), პროფესორი ჯემალ გახოკიძე, სტუ სპორტისა და კულტურის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი კულდონაშვილი და სამეცნიერო კვლევითიპროექტისბავშვთა უფლებებისხელმძღვანელი სოფიო დემეტრაშვილი.

სკოლის გახსნის შემდგომ სტუდენტებს  პირველი ლექცია ჩაუტარეს პროფესორმა ავთანდილ დემეტრაშვილმა, ასისტენტპროფესორმა  ვახტან ჟვანიამ და სოფიო დემეტრაშვილმა.

მეორე  და მესამე დღეს მარიამ ჯიქიამ, გიორგი გორაძემ, სოფო დემეტრაშვილმა, მალხაზ  ჩიტაიამ, მარიამ აბულაძემ, ნატო გუგავამ და ნანა ხარაძემ ჩაატარეს საინტერესო და ინტერაქტიული ლექციები .

სკოლა შეაჯამა და საზეიმო ვითარებაში დახურა სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ, რომელსაც სტუდენტებს სერტიფიკატები გადასცა.

გამოიცა საქართველოს კონსტიტუციის ილუსტრირებული საბავშვო ვერსია

სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამეცნიერო-კვლევითი პროექტის “ბავშვთა უფლებების”ფარგლებში და ფაკულტეტის მხარდაჭერით გამოიცა საქართველოს კონსტიტუციის ილუსტრირებული საბავშვო ვერსია.

პროექტზე მუშაობდნენ: სოფო დემეტრაშვილი, თამარ ბარამია, ნატო გუგავა, ნანა ხარაძე, ხატია ვასაძე, ეკა რუსიეშვილი, გიორგი კალანდაძე.

პროექტი სრულად ფინანსდება სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მიერ.

სტუდენტური კონფერენცია – ევროკონვენცია და ევროსასამართლოს პრეცედენტული პრაქტიკა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტისა და დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტის  მიერ 2019 წლის 2 მაისს ტარდება სტუდენტური კონფერენცია – ევროკონვენცია და ევროსასამართლოს პრეცედენტული პრაქტიკა.

კონფერენციაზე წარსადგენი მოხსენებები შეიძლება ეხებოდეს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით აღიარებულ ადამიანის უფლებებს, კონვენციის გავლენას სხვადასხვა ქვეყნის კანონმდებლობაზე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტებს.

მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერი აკრედიტირებული უნივერსიტეტის სამართლის  სპეციალობის საბაკალავრო,  სამაგისტრო  და სადოქტორო პროგრამის სტუდენტებს.

  • თითოეულ ნაშრომს შეიძლება ჰყავდეს ერთი ავტორი;
  • აუცილებელია ნაშრომს ახლდეს რეზიუმე ინგლისურ ენაზე;
  • თითოეული ნაშრომი შემოწმდება პლაგიატზე.

წარმოდგენილი საკონფერენციო ნაშრომი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ ტექნიკურ მონაცემებს:

  • ნაშრომის მოცულობა: 8-10 გვერდი
  • ინგლისური რეზიუმეს მოცულობა: არაუმეტეს 250 სიტყვისა;
  • ძირითადი ტექსტისა და სქოლიოების შრიფტი:Sylfaen
  • ძირითადი ტექსტის შრიფტის ზომა – 11, სქოლიოების ტექსტი – 9;
  • ინტერვალი სტრიქონებს შორის – 1.15
  • გვერდების საზღვრები – 1.9 სმ

წარმოდგენილი ნაშრომები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:

  1. შინაარსის შესაბამისობა სათაურთან
  2. თემის აქტუალობა
  3. აზრის ჩამოყალიბებისა და გამოხატვის სტილი
  4. საკითხის ავტორისეული შეფასება (ინდივიდუალური ხედვა)
  5. ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისობა
  6. ციტირების ტექნიკა
  7. ამოყენებული ლიტერატურის მრავალფეროვნება

ფინალურ ეტაპზე შერჩეული საკონფერენციო მოხსენებები იბეჭდება საკონფერენციო ნაშრომთა კრებულში; შესაბამისად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას, მოახდინოს ნაშრომის კორექტირება ავტორთან შეთანხმებით.

საკონფერენციო მასალების წარმოდგენის ბოლო ვადა: 4 მარტი, 2019 წელი

დაინტერესებულმა პირებმა ნაშრომი უნდა წარმოადგინონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: publiclaw@gtu.ge

მეილში მიუთითეთ ავტორის სახელი და გვარი, სტატუსი (თუ რომელი უსდ-ს სტუდენტია), საკონტაქტო ტელეფონი და ელ-ფოსტა.

ზამთრის სკოლა :”ბავშვთა უფლებები და კონსტიტუცია”

სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამეცნიერო-კვლევითი პროექტის “ბავშვთა უფლებების” ფარგლებში ტარდება ზამთრის სკოლა ” ბავშვთა უფლებები და კონსტიტუცია”, სადაც 160 სკოლის მოსწავლე მონაწილეობს,

სკოლა გახსნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა არჩილ ფრანგიშვილმა, რომელმაც მოსწავლეებს გააცნო უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამები და ესაუბრა ინტერდისციპლინარულ, ახალ მიმართულებებზე.

სკოლის მსმენელებს მიესალმნენ სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ირაკლი გაბისონია,  სტუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს თავმჯდომარე (სენატის), პროფესორი ჯემალ გახოკიძე, სტუ-ს სპორტისა და კულტურის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი კულდონაშვილი და სამეცნიერო კვლევითი-პროექტის “ბავშვთა უფლებების” ხელმძღვანელი სოფიო დემეტრაშვილი.

სკოლის გახსნის შემდგომ სტუდენტებს  პირველი ლექცია ჩაუტარეს პროფესორ ავთანდილ დემეტრაშვილმა

ასისტენტ-პროფესორმა  ვახტან ჟვანიამ და სოფიო დემეტრაშვილმა.

სკოლა 2 დღის მანძილზე გაგრძელდება და არაერთი საინტერესო ლექცია ელით მონაწილეებს.

ირაკლი შოთაძეს საჯარო ლექცია

2019 წლის 1 თებერვალს  სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით სტუ-ს ცენტრალურ ბიბლიოთეკაში  ასოცირებულმა პროფესორმა ირაკლი შოთაძემ  ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე: „პროკურატურის ადგილი და  როლი სახელმწიფო ორგანოების სისტემაში“.

ლექცია წარიმართა ინტერაქტიულ რეჟიმში, სადაც ირაკლი შოთაძემ ისაუბრა პროკურატურის როლზე თანამედროვე სახელმწიფოთა სისტემაში, მიმოიხილა საზღვარგარეთის ქვეყნების პრაქტიკა და უპასუხა სტუდენტთა შეკითხვებს.