2019 წლის 28 მაისს პროექტის – ,,კრიმინალისტიკური ტექნიკა თეორიასა და პრაქტიკაში” − ფარგლებში მორიგი შეხვედრა გაიმართა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში. ნივთიერებათა, მასალათა და ნაკეთობათა კრიმინალისტიკური ექსპერტიზის სამმართველოს ექსპერტმა, ქალბატონმა თინათინ მგელაძემ მონაწილეებს ჩაუტარა თეორიული და პრაქტიკული კურსი საფეიქრო ბოჭკოების, მიკრონაწილაკების ექსპერტიზასთან დაკავშირებულ საკითხებთან. პროექტის მონაწილეებმა შეისწავლეს შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას მიკრონაწილაკების მოპოვების, ფიქსაციისა (სპეციალური ფირების მეშვეობით) და ადგილზე სწორად მიტანის ხერხები და მეთოდები. ასევე, დაეუფლნენ ცოდნას კომლექსური ექსპერტიზის დანიშვნისას მიკრონაწილაკების კრიმინალისტიკური ექსპერტიზის უპირატესობის, მისი მნიშვნელობის გააზრებისა თუ შესაბამისი დადგენილების სწორად გამოტანისა და გადასაწყვეტი საკითხების ზუსტად ფორმულირების შესახებ.
Monthly Archives: May 2019
გური მენაბდიშვილის საჯარო ლექცია
2019 წლის 20 მაისს პროექტის – კრიმინალისტიკური ტექნიკა თეორიასა და პრაქტიკაში” ფარგლებში სტუდენტებმა მიიღეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია ნარკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარებასა და დანიშვნისთან დაკავშირებით, კერძოდ: შეიძინეს თეორიული ცოდნა, თუ როგორ გამოკვეთონ საქმისთვის არსებითი მნიშნელობის მქონე საკითხები და შეძლონ კითხვის ზუსტად ფორმულირება. შეისწავლეს საკვლევი ბიოლოგიური ნიმუშის აღებისა და შენახვისათვის გასათვალისწინებელი საკითხები, რომელთა დეტალური შესრულების შემთხვევაში გამოირიცხება ნიმუშის აღება-შენახვისას დაშვებული ტექნიკური სახის შეცდომა. გაიაზრეს ფსიქოაქტიური ნივთიერების მოხმარებისა და ზემოქმედების დადგენის მიზნით გამოსაკვლევი პირისაგან რომელი საკვლევი ბიოლოგიური ნიმუშის აღება არის უმჯობესი და რა დროს ენიჭება უპირატესობა პირის ექსპერტიზაზე წარდგენას ექსპერტ-ნარკოლოგის მიერ კლინიკური სურათის დასადგენად და შესაფასებლად.
აგრეთვე გაიმართა ერთობლივი მსჯელობა-დისკუსია ქვეყანაში არსებული ნარკოლოგიური მდგომარეობის, საკანონმდებლო ბაზის შეფასების, გამომწვევი მიზეზების ანალიზისა და პრევენციული ღონსიძიებების დანერგვის შესახებ.
ვორქშოფი საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალში სტუდენტებისთვის
2019 წლის 30 მაისს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით ჩატარდა ვორქშოფი სტუდენტებისთვის საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალში.
ვორქშოფს ესწრებოდა სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობის საბაკალავრო პროგრამის 40 სტუდენტი, რომლებმაც მოისმინეს დავით ჯაიანისა და მარიამ აბულაძის ლექციები სამოქალაქო მოსახლეობის დაცვასა და კონფლიქტის კლასიფიკაციაზე, ვორქშოფს უძღვებოდა, პროფესორი მარიამ ჯიქია, რომელმაც ვორქშოფის დასასრულს სტუდენტებს გადასცა წარმატებით მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები. ვორქშოფი დაეხმარა სტუდენტებს კონკრეტული უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და გაიღრმავეს საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალში მიღებული ცოდნა.
პროფესორ თეო კობუშის საჯარო ლექციები
2019 წლის 25-26- 27 მაისს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით სტუ-ს საჯარო სამართლის ლაბორატორიაში გერმანელმა პროფესორმა თეო კობუშმა ჩაატარა საჯარო ლექციები. პროფესორმა, დოქტორმა თეო კობუშმა ისაუბრა შემდეგ თემებზე: სამართლიანობისა და სამართლის კონტროვერსები პლატონთან, სამართლიანობისა და სამართლის კონტროვერსები თომა აქვინელთან, სამართლიანობისა და სამართლის კონტროვერსები მაისტერ ექხარტთან.
ლექციები წარიმართა ინტერაქტიულ რეჟიმში, პროფესორმა უპასუხა სტუდენტთა შეკითხვებს სამართლიანობისა და სამართლის ძირეულ საკითხებთან დაკავშირებით. პროფესორმა და სტუდენტებმა ურთიერთგაცვალეს შეხედულებები თომა აქვინელთან დაკავშირებითაც.
“პოლიტიკა სამსჯავროს” რუსულენოვანი მიმართულება
2019 წლის 29 მაისს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მულტიდისციპლინარული პროექტის”პოლიტიკა სამსჯავროს” რუსულენოვანი შეჯიბრი ჩატარდა. აღსანიშნავია, რომ ფაკულტეტი ახორციელებს საერთაშორისო ურთიერთობების რუსულენოვან საბაკალავრო პროგრამას, მნიშვნელოვანია სტუდენტებისთვის კვლევითი და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება, სწორედ ამ მიზნით პოლიტიკა სამსჯავროზე შეიქმნა რუსულენოვანი მიმართულება.
რუსულენოვან ფორმატში სტუდენტებმა სამსჯავროზე გამოიტანეს ნიკიტა ხრუშოვის მიერ გატარებული პოლიტიკა. ჟიური დაკომპლექტდა მოწვეული პროფესორების, მათ შორის ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტის პროფესორის ელენა კოსმაჩისა და სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორების მიერ.
პროცესის დაწყებამდე ჟიურისა და სტუდენტებს მიესალმნენ: სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ირაკლი გაბისონია და პროექტის ხელმძღვანელი, პროფესორი ჰენრი კუპრაშვილი. დეკანმა სტუდენტებს მადლობა გადაუხადა აქტიურობისთვის და წარმატებები უსურვა. პროექტის თანახელმძღვანელმა, პროფესორმა ჰენრი კუპრაშვილმა ისაუბრა პროექტის შესახებ და იმედოვნა, რომ ჟიური იმუშავებდა ნაყოფიერად.
პროცესი წარიმართა საინტერესოდ და დინამიურად, სტუდენტთა გუნდები წამოაყენეს დაცვისა და ბრალდების პოზიციები და კონკურენციის პირობებში შეძლეს საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად წარმოჩენა.
ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტის პროფესორის ელენა ესკრიჯ-კოსმიჩის საჯარო ლექციები
2019 წლის 28 მაისს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით საჯარო სამართლის ლაბორატორიაში ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკის ფარგლებში ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტის პროფესორმა ელენა ესკრიჯ-კოსმიჩმა ჩაატარა საჯარო ლექციები ინგლისურ და რუსულ ენაზე.
ლექციები შეეხებოდა აშშ-ისა და ევროპის ურთიერთობებს 1945 წლიდან დღემდე.
საჯარო ლექცია გახსნა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ, რომელიც მიესალმა მოწვეულ პროფესორს და მადლობა გადაუხადა ჩამობრძანესათვის.
ლექცია წარიმართა ინტერაქტიულ რეჟიმში, მოწვეულმა პროფესორმა და სტუდენტებმა გაცვალეს შეხედულებები სხვადასხვა საკითხებთან მიმართებაში, მიმოიხილეს თანამედროვე რეალობა და მიმდინარე გამოწვევებზეც გაამახვილეს ყურადღება.
ტრენინგი სტუდენტებისათვის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის როლი სამშენებლო საქმიანობის განხორციელებაში’’
ტრენინგი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის როლი სამშენებლო საქმიანობის განხორციელებაში’’
ხორციელდება სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამეცნიერო პროექტის
,,საინჟინრო სამართლის’’ ფარგლებში
დაწყების დრო: 3 ივნისი 12:00 საათი
ტრენერი: სამეცნიერო პროექტის ,,საინჟინრო სამართლის’’ , ,,სამშენებლო სამართლის’’ დარგის მიმართულების მკვლევარი, სტუ-სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, სამართლის დოქტორი თეიმურაზ ბეჟოშვილი
ტრენინგის თემატიკა:
ინჟინერ-იურისტის’’ როგორც დარგობრივი მეცნიერების შექმნისა და ჩამოყალიბების კონცეფცია
ინჟინერ-იურისტი როგორც დარგობრივი მეცნიერება:
- სამშენებლო სამართალი;
- ენერგეტიკის სამართალი;
- სატრანსპორტო სამართალი;
- ტექნოლოგიური უსაფრთხოების სამართალი.
ადგილობრივი თვითმმართველობის როლი სამშენებლო საქმიანობის განხორციელებაში;
რას ვაშენებთ, რატომ ვაშენებთ და როგორ ვაშენებთ?
- რით რეგულირდება საქართველოში სამშენებლო საქმიანობა?
- რა არის საჭირო იმისათვის რომ განვახორციელოთ სამშენებლო საქმიანობა?
მშენებლობის სახეები და სანებართვო პირობები
ადმინისტრაციული წარმოება მშენებლობის ნებართვის მისაღებად;
სამშენებლო სამართლის როლი სახელმწიფოს მდგრადი განვითარების პროცესში და არსებული სამართლებრივი გარემოს კრიტიკული ანალიზი;
ტექნოლოგიური უსაფრთხოების ნორმები- ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების სამართლებრივი რეგულირება სამშენებლო სამართალში.
ტრენინგის დასრულების შემდეგ გაიცემა სერთიფიკატი
რეგისტრაცია გაირეთ 903ა პირველი ივნისის ჩათვლით
საკონტაქტო პირი: თამარ ბარამია
ელენა ესკრიჯ-კოსმაჩის საჯარო ლექცია
2019 წლის 28 მაისს 13:00 და 14:30 საათზე საჯარო სამართლის ლაბორატორიაში სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტის პროფესორი ელენა ესკრიჯ-კოსმაჩი ჩაატარებს საჯარო ლექციას თემაზე: აშშ-ისა და ევროპის ურთიერთობები 1945 წლიდან დღემდე“
ფაკულტეტის სამი წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება
2019 წლის 25 მაისს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის 3 წლის იუბილესთან დაკავშირებული საზეიმო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს თავმჯდომარე, პროფესორი ჯემალ გახოკიძე, სტუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პროფესორი ქეთევან ქოქრაშვილი, გერმანიის მაქს პლანკის კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომელი, პროფესორი ელიკო წიკლაური-ლამიხი, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორი, პროფესორი ზვიად გაბისონია, სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტის პრორექტორი, პროფესორი დიმიტრი გეგენავა, ფაკულტეტის საბჭოს წევრები და სხვა.
შეხვედრა გახსნა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი გაბისონია, რომელმაც მიუცოლა ყველას იუბილე და 3 წლის საქმიანობის შედეგები გააცნო დამსწრე საზოგადოებას. ყურადღება გაამახვილა სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაზე. მოეწყო პროექტის ფარგლებში გამოცემული სახელმძღვანელოების, დამხმარე სახელმძღვანელოების, მონოგრაფიების გამოფენა, სტუმრებს წარედგინათ ყველა ის ნაშრომი, რომელიც სამეცნიერო საქმიანობის შედეგად ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლების ავტორობით ფაკულტეტის დაფინანსებით გამოიცა. ყურადღება გამახვილდა რამდენიმე ახლადგამოცემულ ნაშრომზე, კერძოდ: ს. ხიზანშვილის, ი. გაბისონიას, ა. ტალიაშვილის ავტორობით გამოიცა დამხმარე სახელმძღვანელო „სამართლიანობა, პოლიტიკურ-სამართლებრივი ასპექტები“. დეკანმა ასევე აღნიშნა, რომ „ფაკულტეტის სტუდენტები აქტიურად არიან ჩართულები სტუდენტურ ცხოვრებაში და მათ აქვთ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ კონფერენციებში, მოდელირებებში, იმიტირებულ პროცესებში და სხვა პროექტებში. სტუდენტთა ჯგუფები ფაკულტეტის დაფინანსებით იმყოფებოდნენ საფრანგეთში, იტალიაში, ჰოლანდიაში, გერმანიასა და სხვა ქვეყნებში. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სხვადასხვა პროექტებზე, მათ შორის, „პოლიტიკა სამსჯავროს“ ხელმძღვანელმა, პროფესორმა ჰენრი კუპრაშვილმა ისაუბრა პროექტის შესახებ. ფაკულტეტის საბჭომ მხარი დაუჭირა დეკანის ინიციატივას საზეიმოდ დაწესებულიყო პროფესორ ზიგფრიდ ლამიხის სახელობის სტიპენდია, რომელიც გადაეცემა ფაკულტეტის საუკეთესო სამართლის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტს.
ღონისძიებაზე დაჯილდოვნენ ფაკულტეტის საბჭოს მიერ გამოვლენილი 4 სამაგისტრო ნაშრომის ავტორები: ლარისა ლიპარტელიანი, ზურა გოგშელიძე, ნიკოლოზ გურეშიძე, თამარ ბარამია, რომლებსაც გადაეცათ ფაკულტეტის დაფინანსებით გამოცემული ნაშრომები და სიგელები.
შეხვედრაზე ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტსა და სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტს შორის, რომელიც ერთობლივი სამეცნიერო საქმიანობის განხორციელებას გულისხმობს.
თეო კობუშის საჯარო ლექცია
2019 წლის 25-26- 27 მაისს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით სტუ-ს საჯარო სამართლის ლაბორატორიაში გერმანელი პროფესორი თეო კობუში ჩაატარებს საჯარო ლექციას შემდეგ თემებზე:
ა) სამართლიანობისა და სამართლის კონტროვერსები პლატონთან (25 მაისი) – 16:00
ბ) სამართლიანობისა და სამართლის კონტროვერსები თომა აქვინელთან (27 მაისი) – ან 16:00