გრძელდება სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პრაქტიკული პროექტი “კრიმინალისტიკური ტექნიკა თეორიასა და პრაქტიკაში”, რომლის ხელმძღვანელია მალხაზ ჩიტაია. 2019 წლის 29 მარტს პროექტის ფარგლებში მორიგი ლექცია ჩაატარა სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის სამმართველოს უფროსმა დავით გველესიანმა.