შვედეთის ელჩის ულრიკ თიდესტრომის საჯარო ლექცია

2019 წლის 16 მაისს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით შვედეთის ელჩმა საქართველოში ულრიკ თიდესტრომმა ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე: “საქართველო-შვედეთის ურთიერთობები, საქართველოს ევროპულიმომავალი“.

საჯარო ლექცია გახსნა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ, რომელმაც მადლობა გადაუხადა შვედეთის ელჩს და საელჩოს წარმომადგენლებს მობრძანებისთვის.

შეხვედრას ელჩთან ერთად ესწრებოდნენ  შვედეთის საელჩოს კომუნიკაციებისა და კულტურული ურთიერთობების  ოფიცერი თამარ დათუაშვილი და შვედეთის  სტუდენტთა კურსდამთავრებულთა ასოციაციის თავმჯდომარე გოგა კიკილაშვილი.

შეხვედრა წარიმართა ინტერაქტიულ რეჟიმში, ელჩმა ულრიკ თიდესტრომმა მიმოიხილა  შვედეთ-საქართველოს ურთიერთობები და აქტიურად უპასუხა შეკითხვებს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციასთან დაკავშირებით.  სტუდენტებს ასევე, ჰქონდათ შესაძლებლობა საელჩოს წარმომადგენლებისგან მოესმინათ ინფორმაცია შვედეთში სწავლის გაგრძელებისა და სხვადასხვა სტიპენდიების მოპოვების შესახებ.

შეხვედრა შეაჯამა  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა ლევან კლიმიაშვილმა, რომელმაც ელჩს და შვედეთის საელჩოს წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა ასეთი საინტერესო შეხვედრისთვის.

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply