ევროპარლამენტის მოდელირება

2019 წლის 14-16 მაისს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე  ჩატარდა ,,ევროპარლამენტის მოდელირება“, რომელიც გახსნა  ფაკულტეტის დეკანმა პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ.

,,ევროპარლამენტის მოდელირების“, მიზანი იყო ევროინტეგრაციული პროცესების ხელშეწყობა, ცნობიერების ამაღლება-გაფართოება, გუნდური მუშაობის, დებატების უნარის, კომუნიკაციის უნარ-ჩვევების გამომუშავება; დამამთავრებელი კურსის მოწინავე სტუდენტების მიერ უმცროსკურსელთათვის გამოცდილების გაზიარება და ურთიერთდაახლოება. ღონისძიება განახორციელეს საგანმანათლებლო პროგრამების კურატორმა, პროფესორმა მაია ყიფიანმა და კერძო სამართლის დეპარტამენტის უფროსმა, პროფესორმა ციალა გლოველმა.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სტუ-ს სამართლისა და საერთასორისო ურთიერთობებისა და სხვა უნივერსიტეტების სტუდენტებმა. სულ მუშაობდა 5 კომიტეტი: 1. სოციალურ-ეკონომიკურ საქმეთა, 2. საგარეო 3. ქალთა უფლებებისა და გენდერის,4. თავდაცვისა და უსაფრთხოების, 5.იურიდიული კომიტეტი.

მოდელირების ბოლოს გამოვლინდნენ: საუკეთესო სპიკერი, საუკეთესო დელეგატი, საუკეთესო კომიტეტად დასახელდა იურიდიული კომიტეტი. კომიტეტების ხელმძღვანელებმა დაასახელეს კომიტეტის საპატიო საუკეთესო სპიკერები და დელეგატები.

,,ევროპარლამენტის მოდელირების“ მონაწილეებსა და გამარჯვებულებს გადაეცათ სერტიფიკატები.

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply