პოლიტიკა სამსჯავროს სასკოლო ფორმატის ფინალი

2019 წლის 1 ივნისს გაიმართა  სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მულტი და ინტერდისციპლინური სასწავლო-სამეცნიერო და თეორიულ-პრაქტიკულ ღონისძიებათა პროექტი” პოლიტიკა სამსჯავროს” სასკოლო ფორმატის ფინალი.

ჟიური დაკომპლექტებული იყო  სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორების მიერ, რომელსაც თავმჯდომარეობდა სტუ-ს რექტორი, აკადემიკოსი არჩილ ფრანგიშვილი.

სკოლის მოსწავლეებმა შეეცადნენ  სამსჯავროზე გამოეტანათ სტალინის მიერ განხორციელებული პოლიტიკა, თუ რამდენად შეესაბამებოდა ქართველთა ეროვნულ ინტერესებს.

ფინალში ერთმანეთს შეეჯიბრნენ  ბრალდების მხარე, 133-ე საჯარო სკოლის გუნდი ,,მთავარი“ და დაცვის მხარე, მე-11, 127-ე და 161-ე საჯარო სკოლების ნაკრები გუნდი „ლიბრა“. ორივე გუნდმა გამოავლინა საკუთარი შესაძლებლობები ჩატარებული კვლევითი მუშაობის უნარ-ჩვევები, სახელმწიფო და ეროვნული ინტერესების კრიტერიუმებისა და პარამეტრების მყარად არგუმენტირება, სასამართლო პროცესზე მონაწილეობის უნარ-ჩვევა, საჯარო გამოსვლისა და დებატების ხელოვნება, ქცევისა და ურთიერთობის ეთიკა, გუნდურობა და სხვა.

 

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply