ეროვნული სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია თემაზე: „იურიდიული მეცნიერებისა და პრაქტიკის აქტუალური საკითხები“

2022 წლის 28 აპრილს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტმა იურიდიულ მეცნიერებათა აკადემიასთან ერთობლივათ ჩაატარა ეროვნული სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია თემაზე: „იურიდიული მეცნიერებისა და პრაქტიკის აქტუალური საკითხები“.
კონფერენცია გახსნა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ, პროფესორმა ჯემალ გაბელიამ. კონფერენციას უძღვებოდა პროფესორი შოთა ფაფიაშვილი.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორებმა და ასოცირებულმა პროფესორებმა, რომლებმაც წარმოადგინეს მოხსენებები სისხლის სამართლის აქტუალურ საკითხებზე.
კონფერენციას ესწრებოდნენ პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply