2022 წლის 15 ნოემბერს 13:00 საათზე სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით სტუ-ის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი 100 საჯარო ლექციის ციკლის ფარგლებში ჩვენი ფაკულტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის საჯარო ლექციას წაიკითხავს ანალიტიკური ცენტრის „ჯეოქეისის“ თავმჯდომარე, ბატონი ვიქტორ ყიფიანი.
ლექციის თემა იქნება: “თანამედროვე უსაფრთხოების დილემა: ქართული მრავალწახნაგა”
ლექციის დრო – 15 ნოემბერი, 13:00 სთ.
ჩატარების ადგილი – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის VI კორპუსი, მე-9 სართული, აუდიტორია 915ა (დიპლომატიური ლაბორატორია)