2017 წლის 15 ნოემბერს ქართველ სისხლის სამართლის პროფესორ-მასწავლებელთა გაერთიანების პირველი კონფერენცია გაიმართა, რომელიც ჩატარდა თემაზე: „ნარკოტიკული დანაშაულის აქტუალური საკითხები“.
აღნიშნული გაერთიანება დაფუძნებულია სამართლის დოქტორ ქეთევან მჭედლიშვილი-ფიდრიხის ინიციატივით.
კონფერენციაში მონაწილეობდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სისხლის სამართლის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პროფესორი ჯემალ ჯანაშია, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა თემა: „მსოფლიო ნარკოპოლიტიკა და საქართველოს ნარკოსტრატეგიის პრობლემები“.
კონფერენციაში ასევე მონაწილეობდნენ პროფესორები: ირაკლი ბურდული, გიორგი შარვაშიძე. მინდია უგრეხელიძე, ნინო გვენეტაძე, მერაბ ტურავა, ბერნდ ჰაინრიხი, მორის შალიკაშვილი, გიორგი ღლონტი, ჯემალ ჯანაშია, თამარ სადრაძე და სხვები.
კონფერენციაზე მიწვეული იყო სტუ-ს სპიკერი პროფესორი ჯემალ გახოკიძე და სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ირაკლი გაბისონია.