საბაკალავრო პროგრამა – „საერთაშორისო ურთიერთობები“

პროგრამის მიზანია მოამზადოს საერთაშორისო ურთიერთობის სისტემის, სტრუქტურის, თეორიების, სისტემაში მიმდინარე ინსტიტუციური, ეკონომიკური, პოლიტიკური პროცესების, დიპლომატიური და პოლიტიკური ურთიერთობების სფეროს ფართო თეორიული და პრაქტიკული უნარების მქონე სპეციალისტები.

პროგრამა კურსდამთავრებულებს მისცემს საერთაშორისო ურთიერთობებში მიმდინარე პროცესების შეფასებისა და ანალიზისათვის საჭირო მეცნიერულ და პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს. მიაწვდის სიღრმისეულ ცოდნას სპეციალობის დისციპლინათაშორის საგნებზე, როგორიცაა საგარეო პოლიტიკა, საერთაშორისო სამართალი, საერთაშორისო ორგანიზაციები, გლობალიზაცია, კონფლიქტოლოგია, მოლაპარაკებები და სხვა.

პროგრამა სტუდენტებს გამოუმუშავებს კვლევისა და კრიტიკული შეფასების უნარებს გლობალური პოლიტიკის ისეთ ასპექტებსა და საკითხებზე, როგორიცაა ანარქიულ საერთაშორისო სისტემაში წესრიგის დამყარება საერთაშორისო ინსტიტუტების, რეჟიმების, სამართლისა და ნორმების განვითარებით, საერთაშორისო პოლიტიკაში ძალის გამოყენების სამართლიანობა, ტრანსნაციონალური ტერორიზმი, ანტიტერორისტული ძალისხმევა სახელმწიფოთა მიერ და ა.შ.

პროგრამის კურსამთავრებულებს ექნებათ: თეორიული, კონცეპტუალური და ისტორიული ცოდნა გლობალური პოლიტიკისა და მის მომიჯნავე დისციპლინებში; გაცნობიერებული ექნებათ გლობალური პოლიტიკის გავლენა ადგილობრივი პოლიტიკის სხვადასხვა ასპექტებზე და მისი როლი ქვეყნის განვითარების პროცესში, ასევე დემოკრატიულ პროცესებში საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობა და საერთაშორისო ურთიერთობების ურთიერთკავშირი სხვა სოციალურ მეცნიერებებთან; შეძლებენ კონკურენტულ გარემოში საკუთარი შესაძლებლობების განვითარებას და რეალიზებას პრაქტიკულ საქმიანობაში, საერთაშორისო ურთიერთობების თანამედროვე მიდგომებზე დაყრდნობით სხვადასხვა საკითხების სწორად გაანალიზებას და შეფასებას ასევე პროფესიული, ეთიკური და სამართლებრივი (როგორც ადგილობრივი ისე საერთაშორისო) ნორმებით განსაზღვრული მოთხოვნების გათავისებას.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულს უზრუნველყოფს საქართველოს ტექნიკური უნივერიტეტის, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის, პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის აკადემიური პერსონალი, რომელიც დაკომპლექტებულია ამ სფეროს მოწინავე როგორც აკადემიური, ასევე პრაქტიკოსი სპეციალისტებით.

 

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply