პროფესორ ალექსანდრე კვაშილავას საჯარო ლექცია თემაზე: „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება“,

 

2017 წლის  3 მაისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საჯარო სამართლის ლაბორატორიაში გაიმართა შეხვედრა მწერალთა, მეცნიერთა და საზოგადო მოღვაწეთა აკადემიის აკადემიკოსთან, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორთან, პროფესორ ალექსანდრე კვაშილავასთან.

შეხვედრას ესწრებოდნენ პროფესორ-მასწავლებლები, ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტები, შეხვედრა გახსნა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ, რომელმაც ისაუბრა ალექსანდრე კვაშილავას მიერ განვლილ გზაზე და იმ ღვაწლზე, რომელიც  მას შეაქვს იურისპრუდენციის განვითარებაში.

პროფესორმა  ალექსანდრე კვაშილავამ წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე: „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება“, მან დეტალურად გაანალიზა და ისაუბრა იმ სიახლეებზე, რაც დაკავშირებულია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებასთან. მოიყვანა კონკრეტული მაგალითები ამერიკის, რუსეთისა და სხვა ქვეყნების საგამოძიებო-სასამართლო პრაქტიკიდან. ასევე, ყურადღება გაამახვილა არასრულწლოვანის ფსიქო-ფიზიკურ მდგომარეობაზე.

სტუდენტებმა დაუსვეს საინტერესო შეკითხვები, რომელსაც მან  გასცა შესაბამისი პასუხები, პროფესორმა კვაშილავამ  სწრაფად მოახერხა აუდიტორიასთან კონტაქტის დამყარება, ცხადად წარმოაჩინა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კუთხით არსებული პრობლემები და მისი აღმოფხვრის გზები.

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply