ჩეხეთში ქალაქ პრაღაში, ჩარლზის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ბაზაზე, გაიმართა კონფერენცია „ევროპელი სტუდენტები თავისუფლებისათვის“ („Students for Liberty“).
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით აღნიშნულ კონფერენციაზე მონაწილეობდნენ სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორ–მასწავლებლები და სტუდენტები: ასოცირებული პროფესორი ნონა ლომიძე, ასოცირებული პროფესორი ემილია ალავერდოვი, ასისიტენტ პროფესორი ეკა რუსიეშვილი, უფროსი მასწავლებელი სალომე ფიფია და სტუდენტები ანნა ჩოგანაიძე და თეონა ბებია.
სტუდენტები თავისუფლებისათვის არის ჩეხეთის არაკომერციული ორგანიზაცია, რომლის მისიას წარმოადგენს ლიდერი სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის თავისუფლების მიმართულებით განვითარების, გაძლიერების და განათლების ხელშეწყობა.
კონფერენცია „ევროპელი სტუდენტები თავისუფლებისათვის“ იყო წლის მნიშვნელოვანი მოვლენა იმ ევროპელი და არა ევროპელი სტუდენტებისათვის და აკადემიური პერსონალისთვის, რომლებიც შეირჩნენ კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად. სტუდენტები და აკადემიური პერსონალი სამი დღის მანძილზე ეცნობოდნენ თავისუფლების შესახებ მეტ ინფორმაციას მოძრაობის ლიდერებისგან: მაგ: Matt Kibbe (აშშ-ის პოლიტიკური ორგანიზაცია „Alternative Pass“ და ორგანიზაცია „Free People“ პრეზიდენტი); Jeffrey Tucker (ამერიკის ეკონომიკური განათლების ფონდის პრეზიდენტი და ჰარკლენდის ინსტიტუტის პრეზიდენტის მრჩეველი) და ა.შ, აქტიურად ერთვებოდნენ თავისუფლების განვითარების შესახებ გამართულ პრაქტიკულ დისკუსიებში და ეძლეოდათ შესაძლებლობა თავი ეგრძნოთ თავისუფლების ფართომასშტაბიანი მოძრაობის წევრად.
აღნიშნულ კონფერენციაში მონაწილეობა დაეხმარა ჩვენი უნივერსიტეტის პროფესორ–მასწავლებლებსა და სტუდენტებს კონტაქტები დაემყარებინა ევროპის წამყვანი უნივერსიტეტების აკადემიურ პერსონალთან, გაეზიარა მათი მოსაზრებები, პრაქტიკა და გამოცდილება, რაც დაეხმარა მათ პროფესიულ განვითარებაში, რომელიც შემდგომში გამოიყენეს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში.