საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ინიციატივით და თვითმმართველობის ორგანიზებით ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდის მიზნით ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა სირბილის მარათონში მიიღეს მონაწილეობა.
შეჯიბრი ლისის ტბაზე გაიმართა, სადაც მონაწილეებს მიესალმა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ირაკლი გაბისონია და მადლობა გადაუხადა ყველას მოწვევისათვის და სთხოვა პროფესორ ნესტან კირთაძეს ორიოდე სიტყვით მიემართა დამსწრე საზოგადოებისათვის.
ნესტან კირთაძე მიესალმა მარათონის მონაწილეებს, შეახსენა 25 თებერვალი, ისაუბრა ამ დღის მნიშვნელობაზე საქართველოს ისტორიაში და მადლობა გადაუხადა ყველას ასეთი აქტიურობისთვის.
მარათონის ბოლოს გამოვლინდა გამარჯვებულები.
პროფესორ მამაკაცებში l-ჰენრი კუპრაშვილი, ll-ზურაბ კვეტენაძე, lll-ჯემალ ჯანაშია
პროფესორ ქალბატონებში l-ლელა წიკლაური ll-მაია ყიფიანი lll-ქეთი ქოქრაშვილი
სტუდენტ ბიჭებში- I- ჯემალ მირაზაშვილი ll- ნიკა თარაშვილი lll-გიორგი გოგინაშვილი
გოგო სტუდენტებში პირველი ადგილი აიღო ზაირა მაშალიევამ, მეორე თამარ ახვლედიანმა, მესამე ელენე ნადირაშვილმა