ქ. ნიუნბერგში კონფერენცია დასრულდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი ანა ფუტკარაძე და  სტუდენტები ბაჩო კვირკველია, ლოლიტა კაროუკინა, ანა ანდრიაძე, სალომე ნემსიწვერიძე, მარიამ ამილახვარი და თორნიკე სონღულაშვილი ქ. ნიუნბერგში კონფერენციაში მონაწილეობდნენ. 2018 წლის 23 თებერვალს BaYernMUN2018-ის გახსნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც 70 ქვეყნის დელეგატი მონაწილეობდა.

სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტებმა პირველ და მეორე სესიაზე უკვე წარადგინეს მოხსენებები, რომლებიც შეეხება ისეთ თემებს როგორიცაა: ადამიანის უფლებების დაცვის წინაშე მდგარი გამოწვევები, გენდერული თანასწორობის დაცვა და თავისუფალი წვდომა გარემოზე, კერძოდ, წყლისა და ჰაერის დაბინძურების რისკებზე.

მონაწილე სტუდენტები გადანაწილდნენ შესაბამის კომიტეტებში და  ღონისძიების დასასრულს მიიღეს რეზოლუცია. კონფერენცია დასრულდა 26 თებერვალს. ღონისძიების დასასრულს მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.

აღნიშნულ კონფერენციაში ფაკულტეტის სტუდენტებისა და ასისტენტ-პროფესორის მონაწილეობა სრულად დაფინანსდა ფაკულტეტის ბიუჯეტიდან.

Posted in Uncategorized.

gabela23

Leave a Reply