ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის სამმართველოს უფროსის, გური მენაბდიშვილი საჯარო ლექცია

2022 წლის 8 ივნისს, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით სტუ-ს 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი 100 საჯარო ლექციის ციკლის ფარგლებში საჯარო ლექციას წაიკითხა

და სისხლის სამართლის აკადემიური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ჯემალ ჯანაშიამ თემაზე: „ნარკოდანაშაულის კრიმინალისტიკა და კრიმინოლოგია“.
აღსანიშნავია, რომ პროფესორ ჯემალ ჯანაშიას ინიციატივით სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები ჩართულები არიან სპეციალურ სასწავლო კურსში „ნარკოტიკული დანაშაულის გამოძიებისა და პრევენციის მეთოდიკა“, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებს კურსის ხელმძღვანელ ჯემალ ჯანაშიასთან ერთად ლექციებს უტარებენ პრაქტიკოსი სპეციალისტები ისეთ სპეციფიკურ თემებზე რომელიც სპეციფიკურია და საჭიროებს პრაქტიკულ და თეორიულ გამოცდილებას.
აღნიშნული მეთოდით სასწავლო კურსის დაუფლება წარმოადგენს ინოვაციას და ფაკულტეტი სამომავლოდ აქტიურად დაგეგმავს მსგავს სწავლებას კონკრეტულ საგნებზე.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორის, ზურაბ აზნაურაშვილის საჯარო ლექცია

2022 წლის 9 ივნისს, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით სტუ-ის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი 100 საჯარო ლექციის ციკლის ფარგლებში საჯარო ლექცია წაიკითხა

თემაზე “სასამართლო ეთიკა და დისციპლინა“.
მადლობას ვუხდით ბატონ ზურაბს საინტერესო საჯარო ლექციის ჩატარებისთვის.
ლექციას მოდერატორობა გაუწია ფაკულტეტის კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომელმა ვიქტორ ჯაფარიძემ.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ექსპერტის, გია თორაძის საჯარო ლექცია

2022 წლის 10 ივნისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტებს საჯარო ლექცია წაუკითხა უშიშროებისა და სამხედრო ძალებთან მუშაობის დარგში


ლექციამ ძალიან საინტერესოდ ჩაიარა. ბატონმა გიამ ისაუბრა ომის სამართალზე, ჟენევის კონვენციაზე, სამოქალაქო და სამხედრო პირების უფლებებზე შეიარაღებული კონფლიქტის დროს. ლექცია დაგეგმილზე დიდხანს გაგრძელდა, სტუდენტებმა მომხსენებელს მრავალი კითხვა დაუსვეს.
გვსურს დიდი მადლობა გადავუხადოთ ბატონ გია თორაძეს, ასეთი საინტერესო ლექციისათვის და ვიტოვებთ იმედს, რომ სამომავლოდ ისევ ვითანამშრომლებთ. აგრეთვე დიდ მადლობას მოვახსენებთ ჩვენს პროფესორს, ქალბატონ შორენა ცინცაძეს ბატონი გიას მოწვევისთვის.

ადვოკატ გიორგი ცობეხიას საჯარო ლექცია

2022 წლის 14 ივნისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით სტუ-ის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი 100 საჯარო ლექციის ციკლი ფარგლებში სტუდენტებს საჯარო ლექცია წაუკითხა „ცობეხია და პარტიონების“ დამფუძნებელმა, დირექტორმა, მენტორმა


საჯარო ლექცია ჩატატდა თემაზე “საქართველოს ტერიტორიული მოწყობის სამომავლო პერსპექტივები”. ბატონმა გიორგი ისაუბრა ამ მხრივ ევროპის ქვეყნების, მათ შორის საქართველოს ისტორიულ გამოცდილებაზე, აფხაზეთის კონფლიქტზე, ქვეყნის ტერიტორიული მოწყობის საკონსტიტუციო ასპექტებზე და დღევანდელ პოლიტიკურ მდგომარეობაზე.
ლექციამ ძალიან საინტერესოდ ჩაიარა, ლექციის მეორე ნაწილი დისკუსიის რეჟიმში წარიმართა.
გვსურს დიდი მადლობა გადავუხადოთ ბატონ გიორგი ცობეხიას ასეთი საინტერესო ლექციისათვის.

პროფესორ ნინო ბოგვერაძის საჯარო ლექცია

2022 წლის 7 ივლისს, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით სტუ-ის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი 100 საჯარო ლექციის ციკლის ფარგლებში კორძაძის საადვოკატო ბიუროს პარტნიორმა, სამართლის დოქტორმა, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის

წაიკითხა თემაზე: „სუროგაცია: ძირითადი სამართლებრივი და ეთიკური ასპექტები“.
საჯარო ლექცია გახსნა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ, რომელმაც წარადგინა სტუმარი და მადლობა გადაუხადა ქალბატონ ნინოს ლექციის ჩატარებისთვის.
ლექცია წარიმართა ინტერაქციულ რეჟიმში, სადაც სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების შეკითხვებს ამომწურავად უპასუხა პროფესორმა ნინო ბოგვერაძემ.
ლექცია შეაჯამა ფაკულტეტის კერძო სამართლის აკადემიური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ციალა გლოველმა, რომელმაც მადლობა გადაუხადა პროფესორ ნინო ბოგვერაძეს ასეთი საინტერესო საჯარო ლექცის ჩატარებისთვის.

პროფესორ ვაჟა ოთარაშვილის ლექცია

2022 წლის 8 ივლისს, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით სტუ-ის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი 100 საჯარო ლექციის ციკლის ფარგლებში საჯარო ლექცია წაიკითხა საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრვრმა, საქართველოს მწერალთა კავშირის წევრმა, მრავალი ლიტერატურული პრემიის ლაურეატმა, საზოგადო მოღვაწემ, თეოლოგიის დოქტორმა, პროფესორმა ვაჟა ოთარაშვილმა. ლექციის თემა იყო – „სააკაძის ფენომენი და ევროპა“.
პროფესორმა ვაჟა ოთარაშვილმა ჩვენი ფაკულტეტის სტუდენტებს და პროფესორებს გააცნო მისი საფრანგეთში სამეცნიერო მოღვაწეობის შედეგად შეგროვებული უნიკალური საისტორიო მასალა გიორგი სააკაძის შესახებ.
ლექციამ ძალიან საინტერესოდ ჩაიარა. ბატონმა ვაჟამ გააჟღერა მრავალი საინტერესო ისტორიული მოვლენა და წყარო, რომლებიც, ჯერ-ჯერობით, ქართულ საისტორიო წრეებში უცნობია და მხოლოდ საფრანგეთში, დაცულ არქივებში ინახება. როგორც სტუდენტებმა, აგრეთვე პროფესორ-მასწავლებლებმა ლექციის შემდეგ მრავალი კითხვა დასვეს.
გვსურს დიდი მადლობა გადავუხადოთ ბატონ ვაჟა ოთარაშვილს აღნიშნული შეხვედრისთვის და ვიმედოვნებთ, რომ მომავალშიც ვითანამშრომლებთ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, სოლომონ პავლიაშვილის საჯარო ლექცია

2022 წლის 15 ივნისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით სტუ-ის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი 100 საჯარო ლექციის ციკლი ფარგლებში სტუდენტებს საჯარო ლექცია წაუკითხა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, აკადემიკოსმა სოლომონ პავლიაშვილმა.
ბატონი სოლომონი ბრძანდება საქართველოში ცირკულარული ეკონომიკის მიმართულების დამფუძნებელი და რაც მთავარია, ამ მიმართულების ინსტიტუციურ დონეზე განმახორციელებელი.
საჯარო ლექციის თემა იყო საქართველოს მდგრადი ორგანული დამბინძურებლები და სახიფათო ნარჩენების მართვა – საკანონდებლო რეგულაციები, ინსტიტუციური განხორციელება და ამჟამინდელი მდგომარეობა.
ლექციამ ძალიან საინტერესოდ ჩაიარა, დაისვა კითხვები ამ მიმართულებით საკანონდებლო რეგულაციებზე, სურსათის უსაფრთხოებაზე. სტუდენტების ინტერესიდან გამომდინარე, ბატონმა სოლომონმა ისაუბრა ევროკავშირის მიერ გამოგზავნილი კითხვარის შევსების პროცესზე და საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღების პერსპექტივებზე.
გვსურს დიდი მადლობა გადავუხადოთ ბატონ სოლომონ პავლიაშვილს ასეთი საინტერესო ლექციისათვის და ვიტოვებთ იმედს, რომ ისევ შევხვდებით ფაკულტეტზე. აგრეთვე დიდ მადლობას მოვახსენებთ ჩვენს პროფესორს, აკადემიური საბჭოს წევრს, ქალბატონ ნინო ნიშნიანიძეს ბატონი სოლომონის მოწვევისთვის და საჯარო ლექციის ორგანიზებისთვის.

ადვოკატ ბესიკ ქარცივაძის საჯარო ლექცია

2022 წლის 3 ივნისს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით სტუ-ის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი 100 საჯარო ლექციის ციკლის ფარგლებში საჯარო ლექცია წაიკითხა საქართველოს სისხლის სამართლის ადვოკატთა ლიგის თავმჯდომარემ, ადვოკატმა ბესიკ ქარცივაძემ თემაზე: „ბრალდებულის პირველი წარდგენა სასამართლოში – აღმკვეთი ღონისძიება”.
უღრმეს მადლობას ვუხდით ბატონ ბესიკ ქარცივაძეს საინტერესო ლექციისათვის და ბატონ ზაალ სარაჯიშვილს ლექციის ორგანიზებისთვის.

საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენცია: „თანამედროვე მსოფლიო წესრიგი – პოლიტიკურ-სამართლებრივი გამოწვევები“

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი
საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენცია:
„თანამედროვე მსოფლიო წესრიგი – პოლიტიკურ-სამართლებრივი გამოწვევები“

კონფერენცია ეძღვნება სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორების – ალფრედ კურატაშვილის, ნათელა მაისურაძის და ოთარ დავითაშვილის ხსოვნას

2022 წლის 27ივლისი / თბილისი, საქართველო

საერთაშორისო კონფერენციის მიზანია გააერთიანოს სამართალმცოდნეობის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და პოლიტოლოგიის დარგში წამყვანი მეცნიერები და მკვლევრები, რომლებიც გაუზიარებენ ერთმანეთს თავის ცოდნასდა საშუალება ექნებათ განიხილონ დღეს მსოფლიოში არსებული გამოწვევები და თანამედროვე ტენდენციები.

კონფერენციის სექციები:
• სისხლის სამართალი
• კერძო სამართალი
• საჯარო სამართალი
• საერთაშორისო სამართალი
• ისტორია
• პოლიტიკა
• საერთაშორისო ურთიერთობები
• კულტუროლოგია
კონფერენციის რეგლამენტი:
კონფერენციის სამუშაო ენებია: ქართული, ინგლისური, უკრაინული.
მოხსენების რეგლამენტი: 10-15 წუთი,
კონფერენციის მონაწილეთა დისკუსია -5 წუთი.
რეგისტრაციის და რეზიუმის წარდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის 20 ივლისი
სრულიტექსტისგაგზავნისბოლოვადა: 2022 წლის10 აგვისტო
სამეცნიეროკრებულისგამოცემა: სექტემბერი-ოქტომბერი

რეზიუმეს წარდგენის პროცესი

გამოაგზავნეთ თქვენი ნაშრომის რეზიუმე law@gtu.ge-ზე 2022 წლის 20 ივლისამდე. რეზიუმეს გამოგზავნის შემდეგ სამი სამუშაო დღის განმავლობაში ელექტრონული ფოსტით მიიღებთ დადასტურებას რეზიუმეს მიღების შესახებ;
რეზიუმე უნდა მოიცავდეს 250-300 სიტყვას. რეზიუმე, რომელიც ამ მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს, მოითხოვება, რომ იქნას გადახედილი. კონფერენციის ძირითადი ენა არის ქართული, თუმცა შეგიძლიათ რეზიუმე დამატებით წარმოადგინოთ სხვა ენებზეც;
გთხოვთ, ნაშრომის რეზიუმესთან ერთად გამოაგზავნოთ მოკლე ბიოგრაფია;
ნაშრომის მიღება ან უარყოფა გამოგიგზავნებათ რეცენზენტის კომენტარებით. თუ ნაშრომის გადახედვა გახდება საჭირო, შესწორებული ნაშრომი უნდა დაგვიბრუნდეს ერთი კვირის განმავლობაში.Law@gtu.ge

რეზიუმეს გაფორმების წესები:
რეზიუმე უნდა შედგებოდეს ქართულ და ინგლისურ ენებზე.
შრიფტი-Sylfaen; ფონტის ზომა –12.
სტრიქონებს შორის მანძილი 1,15. ველები: ზედა, და ქვედაველები – 2 სმ;მარჯვენა ველი – 1,5 სმ; მარცხენა 3 სმ.
რეზიუმე არ უნდა აღემატებოდეს 250-300 სიტყვას.
რეზიუმემ ოპტიმალურად უნდა ასახოს თემის/პრობლემის აქტუალობა, მიზნები, შინაარსი და კვლევის შედეგები. მისი წაკითხვით უნდა შეიქმნას ზოგადი წარმოდგენა კვლევის მიზნებისა და შედეგების შესახებ.
კრებულისთვის სტატიის გაფორმების წესი
სტატიის ფორმატი:
• სტატიისენა – ქართული ანინგლისური(ინგლისურდაქართულრეზეიუმესთანერთად);
• სტატია უნდაიყოს – DOC (MS-Word) ფაილის სახით;
• მინდორი: ზევით-ქვევით – 2 სმ; მარჯვნივ-მარცხნივ – 2,5 სმ.
• შრიფტიქართულიტექსტისთვის – “Sylfaen “ ,შრიფტისზომა -12;
• ინტერვალი – 1.15
• შრიფტი ინგლისური დასხვაუცხოენოვანი ტექსტისთვის – „ Sylfaen, “შრიფტისზომა -12;
• ინტერვალი -1.15
• სქოლიოსშრიფტისზომა – 9;
• ინტერვალი – 1;
• მინიმალური გვერდების რაოდენობა 7, მაქსიმალური 20
სტატიისსტრუქტურა:
თავფურცელი
• სტატიის სათაური;
• ავტორის (ავტორების) სრული სახელი, გვარი, სამეცნიერო-აკადემიური ხარისხი და ელ.ფოსტის მისამართი;
• სამი საკვანძო სიტყვა.
ტექსტისსტრუქტურა
• შესავალი;
• ძირითადი ტექსტი;
• დასკვნა.
ლიტერატურის ციტირების ფორმატი:
სტატია:
გვარი ინიციალი. [გვარი] [ინიციალი.] [ინიციალი]. სრული სათაური. ჟურნალის სრული დასახელება ან აბრევიატურა. წელი, ტომი, [ნომერი,] გვ. დასაწისიდასასრული.
ნიმუში: 8 1. Xie W., Pu J., MacKerell A.D. Developmentof a PolarizableIntermolecularPotentialFunction (PIPF) forLiquidAmidesandAlkanes. J. Chem. TheoryComput., 2007, 3, 6, 1878 1889.
წიგნი:
გვარი ინიციალი. [ინიციალი]., [გვარი] [ინიციალი.] [ინიციალი]. სრული სათაური. გამოცემის ადგილი: გამომცემლობა. წელი, [ტომი,] გვ. დასაწისი–დასასრული.
ნიმუში: 1. Bruice P. OrganicChemistry. New-York: PearsonnEducation, Inc., 2004, pp 45-46.
ინტერნეტ რესურსების მითითება:
ინტერნეტრესურსის შემდეგ უნდა მიეთითოს ამ რესურსზე წვდომის ბოლო თარიღი.
ნიმუში:Inglehart R. Integrated EVS/WVS 1981-2008 Information – http://www.worldvaluessurvey.org/WVSContents.jsp [17.06.2022]

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია
„თანამედროვე მსოფლიო წესრიგი – პოლიტიკურ-სამართლებრივი გამოწვევები“.
თბილისი,
აპლიკაცია
სახელი: _______________________
გვარი: __________________________
სტატიისსათაური: ________________________________________________
უნივერსიტეტისდასახელება: _______________________________________
სამეცნიერო-აკადემიური ხარისხი:___________________________________
ელ.ფოსტა: ________________________________________________________

სამაგისტრო დაცვების შესახებ

სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ურთიერთობების ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტთა საყურადღებოდ!
მაგისტრანტებმა სამაგისტრო ნაშრომები ხელმძღვანელის დასკვნით უნდა წარადგინონ ანტიპლაგიატის პროგრამაზე შესამოწმებლად 2022 წლის 22 ივნისის ჩათვლით, პლაგიატზე დადებითი პასუხის შემდგომ სამაგისტრო ნაშრომი უნდა გაეგზავნოს ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს და საბოლოო ვერსია დებულებით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით 2022 წლის 05 ივლისამდე უნდა წარედგინოს შესაბამის აკადემიურ დეპარტამენტს რეცენზენტის განსაზღვრის მიზნით.
სამაგისტრო ნაშრომების დაცვა ჩატარდება შემდეგი განრიგით:
• საჯარო სამართლის მიმართულება- 18 ივლისი, 14:00 საათი, 909ბ,
• სისხლის სამართლის მიმართულება- 19 ივლისი, 14:00 საათი, 909ბ,
• სისხლის სამართლის მიმართულება- 20 ივლისი, 14:00 საათი, 909ბ,
• კერძო სამართლის მიმართულება- 21 ივლისი, 14:00 საათი, 909ბ,
• კერძო სამართლის მიმართულება- 22 ივლისი, 14:00 საათი, 909ბ,
• საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულება- 23ივლისი, 14:00 საათი,611ა.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით შესაბამისი აკადემიური დეპარტამენტის ხელმძღვანელს.