2017 წლის 10 მაისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისათვის საჯარო სამართლის ლაბორატორიაში, სტუ–ს ჟიული შარტავას სახელობის სახელმწიფო პოლიტიკისა და მართვის პრობლემების და ფაკულტეტთაშორისი კვლევითი ცენტრის დირექტორმა, სოციოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ზურაბ ჯიბლაძემ, წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე „სახელმწიფო პოლიტიკის დაგეგმვისა და სისტემური ანალიზის საკითხები“ .
შესავალ სიტყვაში სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ მადლობა გადაუხადა სტუმარს მობრძანებისათვის და დამსწრე საზოგადოებას უსურვა საინტერესო სამუშაო ატმოსფეროს შექმნა.
თავდაპირველად პროფესორმა ზურაბ ჯიბლაძემ ისაუბრა ჟიული შარტავას ღვაწლზე, გაიხსენა ჟიული შარტავას სტუდენტობა, რომელიც სტუ-ს წარჩინებული სტუდენტი გახლდათ. ასევე, დამსწრე საზოგადოებას გააცნო ჟიული შარტავას სახელობის
სახელმწიფო პოლიტიკისა და მართვის პრობლემების და ფაკულტეტთაშორისი კვლევითი ცენტრის დაფუძნების ისტორია, დღემდე განხორციელებული პროექტები და სამომავლო გეგმები. გაამახვილა ყურადღება კვლევითი ცენტრის პარტნიორებზე, მათ შორის, პოლიტიკურ მეცნიერებათა აკადემიაზე, რომლის პრეზიდენტი არის აკადემიკოსი როინ მეტრეველი, ხოლო ვიცე-პრეზიდენტი სტუ-ს რექტორი, აკადემიკოსი არჩილ ფრანგიშვილი. ასევე, სტუმარმა აღნიშნა სტუ-ს სპიკერის ჯემალ გახოკიძის როლი, კვლევით ცენტრის წინსვლის საქმეში.
საჯარო ლექციის ძირითად თემატიკას წარმოადგენდა სამართლებრივი სახელმწიფოს აღმშენებლობის მექანიზმები, საქართველოს პარლამენტის საქმიანობის ანალიზი, კანონშემოქმედებითი საქმიანობის თემატური ანალიზი, მეცნიერებისა და ექსპერტების მონაწილეობა საკანონმდებლო საქმიანობაში, პოლიტიკური კავშირები და საზოგადოებრივი ურთიერთობები. სტუმარი მოკლედ შეეხო ყველა იმ საკითხს, რომელიც აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს აღმშენებლობის საქმეში.
შეხვედრა წარიმართა ინტერაქტიულ რეჟიმში, დაისვა არაერთი კრიტიკული შეკითხვა და ასევე, გამოიკვეთა პროფესორ- მასწავლებელთა პოზიცია კვლევითი ცენტრის საქმიანობის ირგვლივ.
სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ადმინისტრაცია მხარს უჭერს მსგავსი სახის შეხვედრებს, რომელიც აამაღლებს სტუდენტთა სამართლებრივ შეგნებას.







ჩეხეთში ქალაქ პრაღაში, ჩარლზის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ბაზაზე, გაიმართა კონფერენცია „ევროპელი სტუდენტები თავისუფლებისათვის“ („Students for Liberty“).





2017 წლის 7 ივნისს 16:00 საათზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის სხდომათა დარბაზში გაიხსენება სტუდენტთა 85-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია. კონფერენციაზე მონაწილეობის უფლება აქვთ როგორც საქართველოს, ისე უცხოეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების, ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ერთ-ერთი წარჩინებული სტუდენტი, გიორგი იაკობიშვილი მონაწილეობდა ბულგარეთში, ქალაქ ვარნაში სტუდენტთა მეხუთე საერთაშორისო ევროპულ ფესტივალზე. ფესტივალში მონაწილეობდნენ ევროპის 15-ზე მეტი სახელმწიფოს, უნივერსიტეტების წარმომადგენლები. გიორგი იაკობაშვილი ხელმძღვანელობდა სტუდენტების ჯგუფს საქართველოდან.







კონკრეტული მაგალითები ამერიკის, რუსეთისა და სხვა ქვეყნების საგამოძიებო-სასამართლო პრაქტიკიდან. ასევე, ყურადღება გაამახვილა არასრულწლოვანის ფსიქო-ფიზიკურ მდგომარეობაზე.














საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ბაზეზე არსებული “ახალგაზრდა იურისტთა კლუბი” იწყებს გუნდების რეგისტრაციას სისხლის სამართლის იმიტირებული პროცესისთვის.

უნივერსიტეტის ადმინისტრაციული და მიმდებარე კორპუსების ეზოები, ასევე სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია, დევიზით “ერთად დავასუფთაოდ გარემო და ვიზრუნოთ ბუნებაზე”. 





