ექსპერტ რეზო გელაშვილის ლექცია

გრძელდება სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პრაქტიკული პროექტი “კრიმინალისტიკური ტექნიკა თეორიასა და პრაქტიკაში”.  მორიგი ლექცია ჩაატარა სახანძრო-ტექნიკური ექსპერტიზის სამმართველოს ექსპერტმა ბატონმა რეზო გელაშვილმა (მუშაობის სტაჟი აღნიშნული სპეციალობით 40 წელი).
პროექტის მონაწილეებმა შეისწავლეს:
შემთხვევის ადგილის დათვალიერებისა და ხანძრის კერის დადგენის ძირითადი წესები; ხანძრის მიზეზების განსაზღვრისა და საგამოძიებო ვერსიების აგების პრაქტიკული ასპექტები; გამოკითხვის ჩატარებისა (შესაბამისი კითხვარის) და ექსპერტიზის წინაშე გადასაწყვეტად დასასმელი საკითხების განსაზღვრის ძირითადი პრინციპები.

 

სასწავლო-პრაქტიკული პროექტი ,,კრიმინალისტიკური ტექნიკა თეორისა და პრაქტიკაში“ დაიწყო

სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე არსებული კრიმინალისტიკის ლაბორატორიისა და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მატერიალური რესურესების გამოყენებით, ასევე, აკადემიური პერსონალისა და მოქმედი პრაქტიკოსი ექსპერტ-კრიმინალისტების ერთობლივი საქმიანობით დაიწყო სასწავლო-პრაქტიკული პროექტი ,,კრიმინალისტიკური ტექნიკა თეორისა და პრაქტიკაში“. პროექტის ფარგლებში გასაუბრების შედეგად შერჩეულ 20 სტუდენტს პირველი ლექცია კრიმინალისტიკური ტექნიკის მნიშვნელოვანი დარგის – დაქტილოსკოპიის აქტუალური საკითხების შესახებ ჩაუტარა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის სამმართველოს ექსპერტმა – ქეთევან გოგაშვილმა.

საინფორმაციო შეხვედრა პროექტთან დაკავშირებით

💯💯უნიკალური პროექტი სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე📣📣
👩‍⚖️2019 წლის 15 თებერვალს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე არსებული სასწავლო კრიმინალისტიკის ლაბორატორიისა და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ერთობლივი პროექტის ,,კრიმინალისტიკური ტექნიკა თეორიასა და პრაქტიკაში“ ფარგლებში ჩატარდა პირველი საინფორმაციო შეხვედრა, რომელსაც უძღვებოდნენ კრიმინალისტიკის ლაბორატორიის ხელმძღვანელი გიორგი მურვანიძე და პროფესორი მალხაზ ჩიტაია.
პროექტი მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ კურსს,რაც გულისხმობს კომპლექსურ მუშაობას და განხორციელდება ორ ეტაპად.

პროექტი კრიმინალისტიკური ტექნიკა თეორიასა და პრაქტიკაში

გრძელდება სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პრაქტიკული პროექტი “კრიმინალისტიკური ტექნიკა თეორიასა და პრაქტიკაში”, რომლის ხელმძღვანელია მალხაზ ჩიტაია.  2019 წლის 29 მარტს პროექტის ფარგლებში მორიგი ლექცია ჩაატარა სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის სამმართველოს უფროსმა დავით გველესიანმა.

თეიმურაზ II -ის პოლიტიკა სამსჯავროზე

გრძელდება  სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მულტიდისციპლინარული-პრაქტიკული პროექტი “პოლიტიკა სამსჯავროზე” სკოლის მოსწავლეების ფორმატში,. ნახევარ ფინალში სკოლის მოსწავლეები შეეცადნენ წარმოედგინათ თავიანთი პოზიციები  და განეხილათ  თეიმურაზ მეორის პოლიტიკა. ჟიური დაკომპლექტებული იყო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორების მიერ, რომელსაც თავმჯდომარეობდა ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამების კურატორი,  პროფესორი მაია ყიფიანი.

სკოლის ფორმატის პროცესებში სხვადასხვა სკოლის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. საბოლოოდ გაიმართება ფინალი და გამოვლინდება  გამარჯვებული  გუნდი.

თამაზ აქუბარდიას საჯარო ლექცია

2019 წლის 4 მაისს   სტუ-ს ცენტრალურ ბიბლიოთეკაში  სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის  ორგანიზებით ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა  თამაზ აქუბარდიამ ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე: „სახელისუფლებო ძალაუფლების ანატომია“ .

საჯარო ლექცია გახსნა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ. პროფესორმა თამაზ აქუბარდიამ  დამსწრე სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს წარუდგინა საკუთარი სახელმძღვანელოების სამი ნაწილი, მათ შორის “სახელისუფლებლო ძალაუფლების ანატომია”. ლექციის მიმდინარეობისას პროფესორმა მიმოხილია სახელმძღვანელობში არსებული ძირითადი საკითხები, ყურადღება გაამახვილა სხვადასხვა ასპექტებზე და აქტიურად უპასუხა სტუდენტთა შეკითხვებს.

ლექციის დასასრულს ფაკულტეტის დეკანმა ირაკლი გაბისონიამ მადლობა გადაუხადა ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორს ასეთი საინტერესო და ინტერაქტიული ლექციისთვის.

გარბენი: “იცხოვრე ჯანსაღი ცხოვრების წესით”

2018 წლის 14 აპრილს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის  სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტმა  ლისის ტბაზე ჩაატარა ტრადიციული სპორტულ-გამაჯანსაღებელ მარათონი დევიზით “იცხოვრე ჯანსაღი ცხოვრების წესით”.  მარათონმა მეორე ჯერზე უფრო დიდი სახე მიიღო და ამჯერად მონაწილეობდნენ როგორც  სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ასევე, სხვა პირები რომლებმაც წინასწარ გამოთქვეს სურვილი და გაიარეს რეგისტრაცია.

გარბენზე  კატეგორიებში გამოვლინდა გამარჯვებულები, რომლებსაც ფაკულტეტის ხელძღვანელობამ შესაბამისი სერტიფიკატები და მედლები გადასცა.

აღსანიშნავია, რომ გარბენში მონაწილეობას იღებდნენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  და სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის პირები.

სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი მომავალშიც  აქტიურად გააგრძელებს ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდას მსგავსი აქტივობების სახით.

იხილეთ გამარჯვებულები სხვადასხვა კატეგორიებში.

3 კილომეტრიანი გარბენი (კაცებში)
1 – ტარიელ კურატაშვილი  დრო 10.40 წთ
2- ირაკლი ძიგუა  დრო  10.59წთ
3- გუგა კაპანაძე  დრო 12.32წთ

ასაკობრივი კატეგორია 16-19 კაცები 9 კილომეტრიან დისტანციაზე
1- ლუკა ჩხარტიშვილი დრო 36.04 წთ
2- ჯაბა ლომინაშვილი დრო 38.53 წთ
3- გიორი ადამია დრო 43.17წთ

ასაკობრივი კატეგორია 20-29 კაცები 9 კილომეტრიან დისტანციაზე
1-გიორგი მაჭარაშვილი დრო 35.28წთ
2-ირაკლი ჯანაშია დრო 37.28წთ
3-არჩილ უნდილაშვილი დრო 39.43წთ

ასაკობრივი კატეგორია 30-39 კაცები 9 კილომეტრიან დისტანციაზე

1-გიორგი შეკრელიძე დრო 31.30 წთ

 

ასაკობრივი კატეგორია 40-49 კაცები 9 კილომეტრიან დისტანციაზე
1- გიორგი მამულაშვილი დრო 36.04წთ

ასაკობრივი კატეგორია 50-59 კაცები 9 კილომეტრიან დისტანციაზე
1-ჰამლეტ მამიკონიანი დრო 33.35წთ
2-ზურაბ კვეტენაძე დრო 58.27წთ

ასაკობრივი კატეგორია 70+კაცები 9 კილომეტრიან დისტანციაზე
1-ჰენრი კუპრაშვილი დრო 52.42წთ

შშმ პირი – 3 კილომეტრიან დისტანციაზე
1- ლევან გვიანიშვილი დრო 55.32წთ

3 კილომეტრიანი გარბენი (ქალებში)
1-მარიამ ოდიშელიძე დრო 18.21წთ
2-ნინო გიგაური დრო 20.22წთ
3-სალომე გეჯაძე დრო 21.47წთ

ასაკობრივი კატეგორია 16-19 კაცები 9 კილომეტრიან დისტანციაზე
1- მარიამ მელიქიშვილი დრო 59.07წთ

ასაკობრივი კატეგორია 20-29 კაცები 9 კილომეტრიან დისტანციაზე
1-გიუნელ კარამოვა დრო 1სთ 14წთ

ასაკობრივი კატეგორია 30-39 კაცები 9 კილომეტრიან დისტანციაზე
1- ნინო ოდიშელიძე დრო 49.06წთ

ასაკობრივი კატეგორია 50-59 კაცები 9 კილომეტრიან დისტანციაზე
1-მარიამ ვეფხვაძე დრო55.37წთ

აბსოლიტური ქალებში- გაიმარჯვა ნინო ოდიშელიძემ 49.06წთ

კაუპო კანდის საჯარო ლექცია

2019 წლის 22 აპრილს სტუ-ს ცენტრალურ ბიბლიოთეკაში სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წარმომადგენლმა, საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა კაუპო კანდიმ ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე: “საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლო, მისი მანდატი, ორგანოები და საქმიანობა საქართველოში“.

საჯარო ლექცია გახსნა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ. ლექციას ესწრებოდნენ მენეჯერი ანა ფუტკარაძე, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წარმომადგენლმა კაუპო კანდიმ ლექციის ფარგლებში მიმოიხილა  სასამართლოს საქმიანობა და მასთან დაკავშირებული ძირეული ასპექტები. საქართველოს მაგალითზე  შეეხო სასამართლოს  თანამშრომლობის საკითხებს სახელმწიფო ორგანოებთან მიმართებაში და  ზოგადად ისაუბრა სასამართლოს კომპეტენციიდან გამომდინარე განსახილველ საქმეებზე.

ვახტანგ VI -ის პოლიტიკა სამსჯავროზე

სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მულტიდისციპლინარული  პროექტის “პოლიტიკა სამსჯავროს” ფარგლებში ჩატარდა მორიგი  იმიტირებული პროცესი, სადაც სამსჯავროზე გამოტანილი იყო ვახტანგ VI მიერ წარმოებული პოლიტიკა. პროექტს უძღვებოდა მოწვეული ჟიურის წევრები: საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის ორგზის შემსრულებელი ნინო ბურჯანაძე, პარლამენტის წევრები: ზაზა ბიბილაშვილი, პაატა მხეიძე, სერგო რატიანი,   ასევე: სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორები. ჟიურს თავმჯდომარეობდა სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ირაკლი გაბისონია.

თამაზ აქუბარდიას საჯარო ლექცია

2019 წლის 4 მაისს 14:00 საათზე  სტუ-ს ცენტრალურ ბიბლიოთეკაში  სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის  ორგანიზებით ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი  თამაზ აქუბარდია ჩაატარებს საჯარო ლექცია თემაზე: „სახელისუფლებო ძალაუფლების ანატომია“ .