2️⃣0️⃣1️⃣9️⃣ წლის 10 აპრილს მულტიდისციპლინური პროექტის “პოლიტიკა სამსჯავროს” ფარგლებში ჩატარდა იმიტირებული პროცესი, სადაც სამსჯავროზე გამოტანილი იყო გიორგი სააკაძის მიერ გატარებული პოლიტიკა.
📍📍სხდომას უძღვებოდა ჟიური, რომელიც დაკომპლექტდა პროფესორებისა და პოლიტიკოსებისაგან.
‼️იმიტირებული პროცესისთვის გუნდები დაკომპლექტდა სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტისა და სხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებით.
✅✅ გუნდებს მენტორებთან ერთად ლექციები ჩაუტარეს მოქმედმა პროკურორმა ირაკლი მინაშვილმა და ადვოკატმა ლელა წიკლაურმა.
პროექტი პოლიტიკა სამსჯავროს ფარგლებში ეს რიგით მეხუთე პროცესია, უახლოეს მომავალში გაიმართება ნახევარფინალური და ფინალი, სადაც პროექტის გამარჯვებული გუნდი და მენტორები გამოვლინდებიან.
Author Archives: gabela23
გარბენი ” იცხოვრე ჯანსაღი ცხოვრების წესით”
❗️✅‼️🚭სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი აწყობს ტრადიციულ სპორტულ-გამაჯანსაღებელ გარბენს დევიზით “იცხოვრე ჯანსაღი ცხოვრების წესით”– ვემზადებით მსოფლიო რბენისათვის.
2019 წლის 14 აპრილი, 11 საათი, ლისის ტბა
მიზანია: ცოდნის დაუფლებასთან ერთად, სპორტული და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია.
მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების გარდა ყველა მსურველს 15 წლის ზევით (15-17 წლის მონაწილეებს დაჭირდება მშობლის თანხმობა).
რეგისტრაცია და სანომრე ნიშნების დარიგდება 9 საათიდან.
სტარტი – 11 საათზე.
მანძილი 3 და 10 კილომეტრიანი დისტანციები:
✅
3 კილომეტრიანი სამოყვარულო გარბენი ასაკოვანი პროფესორ-მასწავლებლებისა და სხვა მოხალისეთათვის. მონაწილეებს დაურიგდებათ სამახსოვრო მაისურები და სერტიფიკატები, ხოლო ქალებსა და კაცებს შორის საპრიზო ადგილზე გასულები დაჯილდოვდებიან სპეციალური პრიზებითა და საჩუქრებით.
✅
10 კილომეტრიან დისტანციაზე ასაკობრივ და აბსოლუტურ კატეგორიებში 1-3 ადგილზე გასულებს გადაეცემა თასები, მედლები, სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები.
ასაკობრივი კატეგორიები: 16-19, 20-29, 30-39, 40-49, 50-59, 60-69, 70+
✅
რეგისტრაცია (უფასოა):
3 კილომეტრიანი დისტანციის მონაწილეები რეგისტრაციას გაივლიან ადგილზე (9 სთ.).
✅10 კილომეტრიან დისტანციაში მონაწილების მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ
ონლაინში, სარეგისტრაციო ლინკის მეშვეობით:
https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSfSthdaUm52m4WTDjXpTvFQ0zDM5O8ihwbHKZ_IiupKiDOPVw/viewform?fbclid=IwAR0eiGAUIj2CCAOrm2lZi-1IVhIbj1WuccGBmH23fSGgL1bmW1cwsqKIjxg
გიორგი კვერენჩხილაძეს საჯარო ლექცია
2️⃣0️⃣1️⃣9️⃣ წლის 1️⃣1️⃣აპრილს #საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ, პროფესორმა გიორგი კვერენჩხილაძემ სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით სტუ-ს ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე: “ქართული კონსტიტუციური რეფორმები”📖📖
‼️შეხვედრა გახსნა სტუ-ს #სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ, რომელმაც მადლობა გადაუხადა პროფესორ კახა ძაგანიას საინტერესო ლექციის ორგანიზებისათვის და გიორგი კვერენჩხილაძეს მობრძანებისათვის. ✒️✒️
✅✅✅ლექციის თემატიკიდან გამომდინარე გიორგი კვერენჩილაძემ ისაუბრა ქართული კონსტიტუციური რეფორმების შესახებ, მიმოხილა თითოეულ რეფორმასთან დაკავშირებული სხვადასხვა ასპექტები და აქტიურად უპასუხა სტუდენტთა შეკითხვებს.
სტუდენტების მიერ ინიცირებული საკანონმდებლო წინადადება
2️⃣0️⃣1️⃣9️⃣ წლის 1️⃣1️⃣ აპრილს საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტმა განიხილა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის, მეოთხე კურსის სტუდენტების :👥👥👥 ლანა სისოშვილის, სოფიო დარჩიას, გიორგი ხვედელიძის და ამიკო ადეიშვილის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო წინადადება, რომელიც “არასრულწლოვანთა მართმსაჯულების” კოდექსში ცვლილებებსა და დამეტებებს ითვალისწინებდა.👩⚖️👩⚖️‼️სტუდენტებმა ლექტორ, ბატონ კახა ძაგანიასთან ერთად თავად წარადგინეს წინადადება იურიდიულ კომიტეტში და დეპუტატთა შეკითხვებს აქტიურად უპასუხეს. 💯💯💯
,, ევროპარლამენტის მოდელირება“
სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე 2019 წლის 14,15, 16 მაისს ტარდება,, ევროპარლამენტის მოდელირება“.
იმუშავებს 6 კომიტეტი:
- საგარეო საქმეთა;
- ადამიანის უფლებების დაცვის:
- უსაფრთხოებისა და თავდაცვის;
- იურუდიულ საქმეთა;
- სოციალურ საკითხთა;
- გენდერული თანასწორობის.
თითოეულ კომიტეტს ეყოლება ორი ხელმძღვანელი და 10 წევრი.
გთხოვთ, მსურველები მობრძანდეთ გასაუბრებაზე 2019 წლის 12 აპრილს 13 საათზე ზვიად გამსახურდიას სახელობის აუდიტორიაში.
პროფესორების ვიზიტი უკრაინაში
სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორმა კობა ჩიხლაძემ და ასისტენტმა გიორგი სვიანაძემ ფაკულტეტის დაფინანსებით მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერნციაზე თემით: ,,ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოება’’, რომელიც გაიმართა უკრაინაში, დნეპროპეტროვსკის საერთაშორისო ურთიერთოებების სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით.
კონფერენციის მონაწილეებმა, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სახელით, გააკეთეს შესაბამისი მოხსენებები. ასევე, მათი ნაშრომები დაიბეჭდა საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალში.
🏅🏅 სტუდენტების დიდი წარმატება 🏅🏅
📣📣საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტები, რომლებიც ჩინეთის კვლევითი ინსტიტუტის ფარგლებში ფაკულტეტის დაფინანსებით სწავლობდნენ ჩინურ ენას მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიეს.
📣📣2019 წლის სექტემბრიდან სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პირველი, მეორე და მესამე კურსის სტუდენტები ჩინეთის კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელის, პროფესორ ავთანდილ კიკნაძის ხელშეწყობით ჩინეთში, პრესტიჟულ უნივერსიტეტებში ერთ წლიანი პროგრამით ჩინეთის სამთავრობო და კონცუფის ინსტიტუტის სტიპენდიით ისწავლიან.
სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტებმა, რომლებიც სწავლობენ როგორც საერთაშორისო ურთიერთობების რუსულენოვან, ისე სამართლის საბაკალავრო პროგრამაზე: ნიკა გოგინაშვილმა, ლია ღვინჯილიამ, ალექსანდრა ზამულამ, ლიანა დიასამიძემ, სანდრო გოძიაშვილმა წარმატებით ჩააბარეს ჩინური ენის საერთაშორისო სასერთიფიკატო გამოცდების (HSK) მესამე დონე. სტუდენტებს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ბიუჯეტიდან სრულიად უფინანსდებოდათ ჩინური ენის სწავლება, მათ ასწავლიდნენ როგორც ჩინელი ასევე ქართველი მასწავლებლები. გამოცდა ჩააბარეს კონფუცის კლასში, მათი ნაშრომები კი გასწორდა კონფუცის ინსტიტუტის სათაო ოფისში,პეკინში.
საგამოცდო ტესტის მაქსიმალური ქულა იყო 300, ხოლო მინიმალური ქულა 180 შეადგენდა. ჩვენმა სტუდენტებმა მიიღეს შემდეგი ქულები:
ნიკა გოგინაშვილმა-296 (საერთაშორისო ურთიერთობები)
ლია ღვინჯილიამ-263. (საერთაშორისო ურთიერთობები)
ალექსანდრა ზამულამ-243. (საერთაშორისო ურთიერთობები)
ლიანა დიასამიძემ-227. (საერთაშორისო ურთიერთობები)
სანდრო გოძიაშვილმა-215.(სამართალი) .
სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი,პროფესორი ირაკლი გაბისონია ულოცავს სტუდენტებს ამ წარმატებებს და გამოხატავს მზადყოფნას სამომავლოდაც დააფინანსოს ჩინური ენის სწავლება და ხელი შეუწყოს სტუდენტების საერთაშორისო ინტეგრაციას.
“პოლიტიკა სამსჯავროზე” ინგლისურენოვანი პროცესისთვის მონაწილეთა შერჩევას იწყებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი აცხადებს სტუდენტების მიღებას პროექტში „პოლიტიკა სამსჯავროზე“.
პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამის სტუდენტებს, რომლებიც ფლობენ ინგლისურ ენას.
პროექტის სამუშაო ენა – ინგლისური.
მონაწილეობის მიღების მსურველებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელ-ფოსტაზე: publiclaw@gtu.ge
რეგისტრაციის ბოლო ვადა – 28 მარტი, 2019.
სტუდენტური კონფერენცია „კავკასია დასავლურ სივრცეში- – გამოწვევები, პერსპექტივები“
სტუდენტური კონფერენცია
„კავკასია დასავლურ სივრცეში- – გამოწვევები, პერსპექტივები“.
2019 წლის ივნისში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, საერთაშორისო ურთიერთობების ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის „საქართველოს სამეზობლოს კვლევის ინსტიტუტი“ ატარებს სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციას „კავკასია დასავლურ სივრცეში- – გამოწვევები, პერსპექტივები“. მოხსენებები უნდა ეხებოდეს აღნიშნული თემატიკის – პოლიტიკურ, სამართლებრივ, ისტორიულ, რელიგიურ თუ კულტურულ ასპექტებს.
კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბაკალავრებს, მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს. ბაკალავრის და მაგისტრანტის შემთხვევაში წარმოდგენილ განაცხადს, თან უნდა ახლდეს სამეცნიერო ხელმძღვანელის სარეკომენდაციო წერილი.
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა მიმდინარე წლის 15 მაისამდე უნდა წარმოადგინონ მოხსენებათა თეზისები, რომლის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 2 გვერდს. ფონტი სილფაენი, ინტერვალი 1, შრიფტი 12.
შერჩეული თეზისების ავტორებს, მოხსენების პროგრამაში ჩართვის შესახებ, ეცნობებათ მიმდინარე წლის 31 მაისამდე.
კონფერეცნიაზე წაკითხული მოხსენებები ელექტრონული სახით განთავსდება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე, ხოლო საუკეთესო მოხსენებები, სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დაფინანსებით, გამოიცემა საკონფერენციო მასალების ელექტრონულ და ფიზიკურ კრებულში.
მოხსენებათა თეზისები გადმოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: nato.songuli@yahoo.com
ასოც. პროფესორის გიორგი გორაძის მივლინება სტრასბურგში
2019 წლის 25 თებერვლიდან 3 მარტის ჩათვლით სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი გიორგი გორაძე ფაკულტეტის დაფინანსებით მივლინებით იმყოფებოდა სტრასბურგსა და პარიზში (საფრანგეთი). მივლინება მიზნად ისახავდა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში, ევროსაბჭოსა და ევროკავშირის პარლამენტში, აგრეთვე ევროსაბჭოში საქართველოს წარმომადგენლობაში ვიზიტს.