სტუდენტები პარლამენტის საშემოდგომო სესიის სხდომაზე

2022 წლის 14 დეკემბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა დ საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები დაესწრნენ საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესიის სხდომას და დაათვალიერეს ექვთიმე თაყაიშვილი სახელობის პარლამენტარიზმის მუზეუმი. სტუდენტებს გულთბილად მიესალმნენ პარლამენტის თავმჯდომარე და დეპუტატები.
გვსურს დიდი მადლობა გადავუხადოთ ჩვენი ფაკულტეტის პროფესორს, ქალბატონ მაია მანჩხაშვილს სტუდენტებისთვის აღნიშნული აქტივობის ორგანიზებისთვის.

„შეხვედრა ფაკულტეტის წარმატებულ კურსდამთავრებულებთან“ – ვაჟა გეწაძე და ხატია რაფავა

2022 წლის 20 დეკემბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი პროექტის „შეხვედრა ფაკულტეტის წარმატებულ კურსდამთავრებულებთან“ ფარგლებში სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტს სტუმრად ეწვივნენ ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე ვაჟა გეწაძე და ვაკე-საბურთალოს მესამე სამმართველოს მართლწესრიგის უფროსი ოფიცერი ხატია რაფავა. ფაკულტეტის წარმატებულმა კურსდამთავრებულებმა სტუდენტებს გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება, მისცეს პროფესიული რჩევები და ესაუბრეს „წარმატების ფორმულაზე“.
შეხვედრამ ჩაიარა ინტერაქტიულ რეჟიმში.
შეხვედრის ორგანიზებისთვის მადლობას ვუხდით ფაკულტეტის დეკანის მოადგილეს, პროფესორ ჯემალ გაბელიას.

ვალერი მოდებაძის საჯარო ლექცია

2022 წლის 13 დეკემბერს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის „ზოგადი განათლების კურსის“ ფარგლებში სტუდენტებს წაუკითხა ლექცია პროფესორმა ვალერი მოდებაძემ.
ლექციის თემა იყო „ძალის როლი ანარქიულ საერთაშორისო ურთიერთობების სისტემაში“.
პროფესორმა სტუდენტებს ესაუბრა საერთაშორისო ურთიერთობების სისტემის მოწყობაზე, სახელმწიფოების გრადაციაზე სიძლიერის მიხედვით და თანამედროვე რეალპოლიტიკის პარადიგმაზე.
ლექციამ ჩაიარა საინტერესოდ. სტუდენტების მხრიდან დაისვა არაერთი კითხვა, რომლებზეც ბატონმა ვალერიმ ამომწურავად უპასუხა.

სტუდენტური კონფერენცია “დიპლომატები”

2022 წლის 20 დეკემბერს სტუ-ის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე ჩატარდა სტუდენტური კონფერენცია სახელწოდებით „დიპლომატები“, რომლის თემატიკა იყო კაცობრიობის ისტორიაში გამოჩენილი დიპლომატების, პოლიტიკოსებისა და სახელმწიფო მოღვაწეების საქმიანობის შესწავლა და შეფასება. კონფერენცია გახსნეს და მონაწილეებს წარმატებები უსურვეს ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა თამარ კიკნაძემ.
კონფერენციაზე მოხსენებები წარადგინეს ჩვენი ფაკულტეტის ბაკალავრიატის სტუდენტებმა. მათ მოიცვეს, როგორც უახლესი დროის გამოჩენილი დიპლომატების ბიოგრაფია და საქმიანობა, აგრეთვე ძველი ეპოქების „დიპლომატიის კორიფეები“.
კონფერენციამ ჩაიარა უაღრესად საინტერესოდ.
გვსურს დიდი მადლობა გადავუხადოთ პროფესორ მაია მანჩხაშვილს აღნიშნული კონფერენციის ორგანიზებისათვის და სტუდენტებთან აქტიური მუშაობისთვის.

წარჩინებულთა სია

გთხოვთ, დაუყოვნებლივ გადაამოწმოთ თქვენი საშუალო რეიტინგი. შეკითხვის
შემთხვევაში დაუკავშირდით თამარ ბარამიას, ან მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე Law@gtu.ge

Download (PDF, Unknown)

ვიქტორ ყიფიანის საჯარო ლექცია

2022 წლის 15 ნოემბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით სტუ-ის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი 100 საჯარო ლექციის ციკლის ფარგლებში საჯარო ლექცია წაიკითხა ანალიტიკური ცენტრი „ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ, ცნობილმა ადვოკატმა, ბატონმა ვიქტორ ყიფიანმა თემაზე: „თანამედროვე უსაფრთხოების დილემა: ქართული მრავალწახნაგა“.
ლექციამ ჩაიარა საინტერესოდ, დამსწრე საზოგადოებამ გამოთქვა საკუთარი მოსაზრებები და დასვა არაერთი კითხვა.
გვსურს დიდი მადლობა გადავუხადოთ ბატონ ვიქტორს ასეთი საინტერესო ლექციის ჩატარებისთვის და მოწვეულ პროფესორს ამირან ხევცურიანს ლექციის ორგანიზებისთვის.

“გაიცანი შენი ლექტორი” – ნინო ხოლუაშვილი

სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროექტი “გაიცანი შენი ლექტორი”.
💯💯💯💯💯💯
წარმოგიდგენთ ასოცირებულ პროფესორს, ქალბატონ ნინო ხოლუაშვილს, რომელიც უძღვება სასწავლო კურსს „სამეწარმეო სამართალი“.
ქალბატონი ნინო გახლავთ მაღალკვალიფიციური ლექტორი, აქვს მრავალწლიანი სამეცნიერო და პრაქტიკული გამოცდილება, იკავებდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში იურისტის პოზიციას, დღეს კი გახლავთ საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის იურიდიული სამსახურის უფროსი.

ნინო ნიშნიანიძის საჯარო ლექცია

2022 წლის 18 ნოემბერს სტუ-ის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის „განათლების ზოგადი კურსის“ ლექციათა ციკლის ფარგლებში სტუდენტებს საჯარო ლექცია წაუკითხა პროფესორმა ნინო ნიშნიანიძემ.
ლექციის თემა იყო “სასამართლო ხელისუფლების ინსტიტუციური მოწყობის საკითხები”. ქალბატონი ნინო სხვადასხვა მიმართულების ბაკალავრიატის სტუდენტებს ესაუბრა თანამედროვე ქართული სასამართლოს ჩამოყალიბების ისტორიაზე.
ლექციამ ჩაიარა ინტერაქტიულ რეჟიმში, სტუდენტებმა დასვეს არაერთი კითხვა და მიიღეს ამომწურავი პასუხები.

გია გვასალიას საჯარო ლექცია

2022 წლის 18 ნოემბერს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ეჟენ ფრანსუა ვიდოკის სახელობის ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობისა და პერსონალური უსაფრთხოების ლაბორატორიის ორგანიზებით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი 100 საჯარო ლექციის ციკლის ფარგლებში საჯარო ლექცია ჩაატარა პოლკოვნიკმა, შსს და სახელმწიფო დაცვის ვეტერანმა, მხედრული მამაცობისთვის სახელმწიფო მედლის კავალერმა გია გვასალიამ თემაზე: “პიროვნების დაკავება და წარდგენა”. ლექცია შეაჯამა იურისტმა, სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის ვეტერანმა, ბატონმა ზაალ სარაჯიშვილმა. ლექცია ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა. მადლობას ვუხდით ბატონ გია გვასალიას და ბატონ ზაალ სარაჯიშვილს ასეთი საინტერესო საჯარო ლექციის ჩატარებისთვის.

იძულებით გადაადგილებული სტატუსის მქონე სტუდენტებთან შეხვედრა

ფაკულტეტის დეკანის ინიციატივით დაიგეგმა ინდივიდუალური შეხვედრები სტუდენტებთან. თავდაპირველად სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ირაკლი გაბისონია და დეკანის მოადგილე, პროფესორი ჯემალ გაბელია ფაკულტეტის იძულებით გადაადგილებული სტატუსის მქონე სტუდენტებს შეხვდნენ. შეხვედრის მიზანი იყო სტუდენტთა ინტერესების გაანალიზება და მათი საჭიროებების უზრუნველყოფა. შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. ფაკულტეტის ადმინისტრაციამ უპასუხა სტუდენტთა შეკითხვებს სასწავლო პროცესზე, დახმარება აღუთქვეს წამოჭრილ პრობლემატურ საკითხებთან დაკავშირებით და
წარმატებები უსურვეს.