დასრულებული პროექტის „დანაშაულიდან სასჯელამდე“ ანგარიში

 სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროექტი „დანაშაულიდან სასჯელამდე“ წარმოადგენდა სასწავლო-პრაქტიკულ პროექტს, რომელშიც ჩართულნი იყვნენ სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის  მესამე, მეოთხე კურსისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტები. პროექტი აერთიანებდა ორ უმნიშვნელოვანეს, გამოძიებისა და საქმის სასამართლოში არსებითად განხილვის სტადიას, რამაც სტუდენტებს მისცა შესაძლებლობა რეალურ ქეისზე დაყრდნობით შეესწავლათ გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების საფუძვლები, მტკიცებულებათა მოპოვების, მათი საპროცესო დამაგრების, შემოწმებისა და შეფასების კანონით დადგენილი წესები.  ჩაერთვნენ შეჯიბრებით პროცესში, როგორც მხარეები და საკუთარი უფლებამოვალეობების ფარგლებში, პროცესუალური თანმიმდევრობის დაცვით თავად დაგეგმეს და განახორციელეს ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. წარადგინეს საქმე სასამართლოში ნაფიც მსაჯულთა წინაშე და მიაღწიეს წინასწარ დასახულ მიზანს.

პროექტმა მასში ჩართულ სტუდენტს მისცა შესაძლებლობა გაეღრმავებინათ თეორიული ცოდნა, კრიტიკულად დაენახათ ის სირთულეები და საკანონმდებლო ხარვეზები, რომლებიც ხელს უშლის მართლმსაჯულების სწრაფად და ხარისხიანად განხორცილებას, იგი დაეხმარა სტუდენტებს პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებაში და გაზარდა მათი აქტივობა საფაკულტეტო ცხოვრებაში.

პროექტის „დანაშაულიდან სასჯელამდე“ განხორციელების იდეა, ეფუძნებოდა სტუდენტთა სურვილებს, ჰქონოდათ პრაქტიკულ საქმიანობასთან სინტეზში მყოფი თეორიული ცოდნა და დამსაქმებელთა შენიშვნებს – იმ პრობლემებთან დაკავშირებით, რომლებიც ხვდებათ კურსდამთავრებულებს, რეალურ სამუშაო გარემოში საქმიანობის განხორციელების დაწყების შემდგომ.

პროექტში ჩართულმა სტუდენტებმა 6 თვიანი სასწავლო-პრაქტიკული პროექტის ფარგლებში მოახდინეს ზუსტი საკანონმდებლო ნორმის მოძიება, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებათა თანმიმდევრობის ლოგიკურად განსაზღვრა, აღნიშნულ მოქმედებათა დაგეგმვა და წარმოება ზუსტად, პროცედურების დაცვით, საპროცესო დოკუმენტების შევსება, შესავალი და დასკვნითი სიტყვების მომზადება, მათი წარდგენა სასამართლოს წინაშე და სხვა საკითხები, რომლებიც არსებითად დაკავშირებულია გამოძიებასა და საქმის განხილვასთან.

პროექტის შესრულება და მიღებული შედეგები სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საბჭოს მიერ სრულად შეფასდა დადებითად და გაეწია რეკომენდაცია მის შემდგომში განხორციელებას.

დასრულებული პროექტის „სასამართლო მჭევრმეტყველების“ ანგარიში

 

სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის და საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურმეცნიერებათა ფაკულტეტის ერთობლივი სამეცნიეროკვლევითი
პროექტისამოსამართლო მჭევრმეტყველება“  2018 წლის  მაისში დასრულდა.

პროექტის ამოცანა მდგომარეობდა რიტორიკისა და ორატორული ხელოვნების სფეროებში დაგროვილი თანამედროვე კვლევების ანალიზის გაცნობაში, თანამედროვე სტანდარტებით სწავლების მეთოდიკის გაცნოებირებასა და აღნიშნულის საფუძველზე ქართული იურიდიული მჭევრმეტყველების სახელმძღვანელოსა და ქრეტომათია-პრაქტიკუმის დამუშავება-შედგენის კონცეფციის განსაზღვრაზე.

პროექტის ფარგლებში მოხდა სპეციალური სამეცნიერო ლიტერატურის მოძიება, დამუშავება, უცხოენოვანი ტექსტების თარგმნა, სასწავლო, სამეცნიერო და მეთოდური ლიტერატურის ანალიზი და კონცეპტუალური დალაგება შერჩეული პრინციპის მიხედვით,  გამოვლინდა ქართული იურიდიული მჭევრმეტყველების ტექსტები,  განხორციელდა თანამედროვე იურიდიული პროფესიული მეტყველების ბუნებისა და სტილის კვლევა და აღნიშნული მიზნით  შემუშავდა სახელმძღვანელოები დაგარკვეული რეკომენდაციები.

პროექტის ფარგლებში გამოიცა სახელმძღვანელო ახალი რიტორიკა-საჯარო კამათის ტექნოლოგიები, რომლის ავტორები არიან თემურ ჯაგოდნიშვილი, ირაკლი გაბისონია და ივანე ჯაგოდნიშვილი და  მათივე ავტორობით დამხმარე სახელმძღვანელო „რიტორიკის ქრესტომათია“ ასევე,  ერთი მონოგრაფია დავით სოლომნიშვილის ავტორობით „ლუარსაბ ანდრონიკაშვილი“.

სასამართლო მჭევრმეტყველების სახელმძღვანელოსა და რიტორიკის ქრესტომათიაში გაშუქებულია ქართული სამოსამართლო მჭევრმეტყველების ისტორიის, თეორიის, მეტყველების სტილის საკვანძო საკითხები, ასევე, ორატორული ხელოვნების სწავლების მეთოდოლოგიის ზოგიერთი ასპექტი.  აღნიშნული უმთავრესად სამართალმცოდნეების  სპეციალობის სტუდენტებისთვის არის განკუთვნილი, მაგრამ ასევე დიდად დაეხმარება ქართული ორატორული ხელოვნებით დაინტერესებულ სხვა პირებსაც.

წარმოდგენილი ნაშრომები განიხილა ორივე ფაკულტეტის საბჭომ და თითოეულ მათგანი შესრულებული კვლევის ფარგლებში შეფასდა დადებითად და ავტორებს მიეცათ რეკომენდაცია ნაშრომები გამოიყენებოდეს როგორც დამხმარე სახელმძღვანელოები.

 

 

დასრულებული პროექტის „საგამოძიებო სამართლის“ ანგარიში

სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე 2017 წლის 1 აპრილიდან  ხორციელდებოდა სამეცნიერო-კვლევითი პროექტი „საგამოძიებო სამართალი“, რომელიც დასრულდა 2018 წლის 1 აპრილს.

პროექტს თანახელმძღვანელობდნენ პროფესორები: ირაკლი გაბისონია და ჯემალ გახოკიძე, ხოლო წევრები იყვნენ: ჯემალ გაბელია, მიხეილ მამნიაშვილი, ლია მეტრეველი, გიორგი ტაკაშვილი, თემურ მონიავა, პაატა კობალაძე, და სხვები.

პროექტი მიზნად ისახავდა შექმნილიყო სახელმძღვანელო „საგამოძიებო სამართალი“, რომლის ანალოგიაც ქართულ იურიდიულ ლიტერატურაში არ მოგვეპოვებოდა, ასევე გამოქვეყნებულიყო სამეცნიერო პუბლიკაციები საგამოძიებო სამართლის კუთხით.

პროექტის ფარგლებში გამოიცა პაატა კობალაძის მონოგრაფია“ პროკურორი, როგორც სახელმწიფო ბრალმდებელი“ და  წიგნი „საგამოძიებო სამართალი“ პროფესორების: ჯემალ გახოკიძის, ირაკლი გაბისონიას, მიხიელ მამნიაშვილისა და თემურ მონიავას ავტორობით.

პროექტის შედეგებმა ასახვა ჰპოვა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სასწავლო საგანმანათლებლო პროგრამაში და  არჩევით საგნად  დაემატა საგამოძიებო სამართალი.

პროექტის ფარგლებში გამოცემული სახელმძღვანელოები 2018 წლის 13 იანვარს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით საქართველოს მთავარი პროკურატურის 25-მდე პროკურორს წარედგინა საჯარო განხილვისთვის. პრეზენტაცია-განხილვაზე ავტორებმა მათ შორის, ჯემალ გახოკიძემ და ირაკლი გაბისონიამ ისაუბრეს წიგნის მნიშვნელობაზე, ხაზი გაუსვეს ნაშრომზე მუშაობისას გამოვლენილი სამართლებრივი ხარვეზების აღმოფხვრის მექანიზმებს.

პროკურორების მიერ განხილვაზე ყურადღება გამახვილდა ნაშრომის სტრუქტურაზე და ხაზი გაესვა ავტორთა მიგნებებს კვლევის პროცესში. პროკურორებმა,  ისაუბრეს სახელმძღვანელოში განხილულ კონცეპტუალურ საკითხებზე, კერძოდ, რომლებიც გამოძიების ორგანიზაციისა და გამომძიებლის უფლებამოსილებას შეეხება, მათი აზრით, აღნიშნული შესაძლოა გახდეს საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატანი ცვლილებების კანონპროექტის საფუძველი.

 

დასრულებული პროექტის „საქართველოს ტერიტორიული და სახელმწიფოებრივ-პოლიტიკური მოწყობის, მმართველობისა და თვითმმართველობის ასპექტების“ ანგარიში

 

სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე 2018 წლის 1 მარტს  დასრულდა  ერთწლიანი სამეცნიერო-კვლევითი პროექტი „საქართველოს ტერიტორიული და სახელმწიფოებრივ-პოლიტიკური მოწყობის, მმართველობისა და თვითმმართველობის ასპექტები“, რომელსაც ხელმძღვანელობდა  პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის  უფროსი, პროფესორი იგორ კვესელევა.

პროექტი დაკომპლექტებული იყო შემდეგი შემადგენლობით: პროფესორები: ჯ.გახოკიძე და ე.გვენეტაძე, ტექნიკური უზრუნველყოფა: ნ. ცაბაძე და ნ.ჯაშიაშვილი.

პროექტი მიზნად ისახავდა სრულად წარმოეჩინა საქართველოს ტერიტორიული და სახელმწიფოებრივი მოწყობის ისტორიული, პოლიტიკური და სამართლებრივი ასპექტები. წამოყენებული საკითხების კომპლექსურად შესწავლა მოითხოვდა ისტორიული პოლიტიკური, იურიდიული სამეცნიერო ლიტერატურის სრულყოფილად დამუშავებას და გაანალიზებას, ცალკეულ მოვლენათა თუ ფაქტთა მიზეზ-შედეგობრივ კავშირის გათვალისწინებით. პროექტის წევრებმა მოიძიეს წყაროები საქართველოს ცენტრალური არქივიდან, საქართველოს პარლამენტიდან, გამოიყენეს ქართული და უცხოური პუბლიკაციები.

ჩატარებული სამეცნიერო სამუშაოს შედეგად პროექტის ფარგლებში გამოიცა  დამხმარე სახელმძღვანელო სახელწოდებით: „საქართველოს ტერიტორიული და სახელმწიფოებრივ-პოლიტიკური მოწყობის, მმართველობისა და თვითმმართველობის ასპექტები“,. სადაც  სრულყოფილად განხილულ იქნა შემდეგი თემები: ქართული სახელმწიფოებრიობა და ფედერალური მოწყობის ცალკეული ასპექტები, აფხაზეთი და საქართველოს ტერიტორიულ-სახელმწიფოებრივი მოწყობის საკითხები, საქართველოში თვითმმართველობის ისტორია,  სახელმწიფო მოწყობა, თვითმმართველობა 1990-2003 წლებში, მართველობის პრობლემები და სხვა.  სახელძღვანელო სამეცნიერო წრისა და სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საბჭოს წევრების მიერ შეფასდა დადებითად.

სახელმძღვანელო  განთავსებულია სტუ-ს ბიბლიოთეკაში და  სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამკითხველოში.

დასრულებული პროექტის „ოჯახური ძალადობის პრობლემები საქართველოში“ ანგარიში

სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დაფინანსებით 2017 წლის 1 მარტიდან 2018 წლის 1 მარტამდე ხორციელდებოდა პროექტი „ოჯახში ძალადობის პრობლემები საქართველოში“,რომელსაც ხელმძღვანელობდა პროფესორი მაია ყიფიანი, პროექტის წევრები იყვნენ: პროფესორები ირაკლი გაბისონია და ციალა გლოველი, ტექნიკური უზრუნველყოფა კი: მარინა ჩხარტიშვილი და დავით სამარღანიშვილი.

პროექტის ხელმძღვანელის შეფასებით პროექტის ფარგლებში განხორციელდა კომპლექსური მეცნიერული კვლევა, საჭირო მასალის მოძიება-გადამუშავება, დამხმარე სახელმძღვანელოს ,,ოჯახში ძალადობის პრობლემები საქართველოში“ შექმნა და გამოცემა. აგრეთვე, საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენციის ,,მსოფლიო და გენდერის“ ჩატარება, რომელშიც 72 მეცნიერ-მკვლევარმა მიიღო მონაწილეობა, როგორც საქართველოდან ასევე უცხოეთიდან.  გამოიცა კონფერენციის შრომების კრებული, რომელშიც დაიბეჭდა 45 სამეცნიერო სტატია. სამეცნიერო მუშაობის გარდა, ცნობიერების ამაღლების მიზნით განხორციელდა სხვა ღონისძიებებიც: სტუდენტური ვორქშოფები თემაზე-,,გენდერი და მსოფლიო“ და ,,დისკრიმინაცია“, სტუდენტებს გადაეცათ სერტიფიკატები; საიას წარმომადგენელმა სტუდენტებს წაუკითხა ლექცია თემაზე ,,ფემიციდი“;  ბაკურიანში გაიმართა ზამთრის სკოლა ,,ადამიანის ძირითადი უფლებები და XXI-ე საუკუნის გამოწვევები“.

პროექტის ამოცანა მდგომარეობდა საქართველოს მაგალითზე ოჯახის ინსტიტუტის ტრანსფორმაციის შესწავლაში, სამოქალაქო განათლების ამაღლების მიზნით, ოჯახური ძალადობის შემთხვევების შესამცირებლად შესაბამისი ცოდნის მიწოდება-განმტკიცებაში. პროექტი კი მიზნად ისახავდა ისტორიის ჭრილში ოჯახური ძალადობის საკითხების შესწავლას, თანამედროვე ეპოქაში აღნიშნული პრობლემის რეალური სურათის წარმოჩენას.  სტუ-ს სტუდენტთა შორის მოქალაქის როლისა და ადამიანის უფლებების გაცნობიერებას.

აღნიშნული ამოცანებისა და მიზნების შესასრულებლად პროექტის მონაწილე პირებმა  მოიძიეს ქართული და უცხოენოვანი ლიტერატურა და შესაბამისი საკანონმდებლო აქტები, მოახდინეს  კლასიფიცირება, შესწავლა, დამუშავება, დახარისხება და სახელმძღვანელოს სახით გამოცემა.

პროექტის დასასრულს გამოცემული დამხმარე სახელმძღვანელო ,,ოჯახში ძალადობის პრობლემები საქართველოში“,  2018 წლის 13 აპრილს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში  სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის გაფართოებულ საბჭოს სხდომაზე განიხილეს.  პროფესორებმა  ხმათა უმრავლესობით მოიწონეს წარმოდგენილი ნაშრომი, დადებითად შეაფასეს პროექტის ფარგლებში განხორციელებული კვლევა და ავტორებს უსურვეს შემდგომი საქმიანობის განხორციელება აღნიშნული მიმართულებით.

ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოს სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა თეა შაყულაშვილმა გამოცემულ წიგნს მისცა რეკომენდაცია სასწავლო პროგრამაში გამოიყენებოდეს როგორც  დამხმარე სახელმძღვანელო.

 

საბუთების მიღებას პრაქტიკის გასავლელად

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამართლის კლინიკის უფასო იურიდიული კონსულტაცია აცხადებს საბუთების მიღებას პრაქტიკის გასავლელადსაბუთების მიღება იწარმოებს 8 ოქტომბრიდან 23 ოქტომბრის  ჩათვლით.
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ სამართლის საბაკალავრო პროგრამის მე-3 და მე-4 აგრეთვე სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს.
დარეგისტრირებული სტუდენტების შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.

კონკურსის გზით შერჩეული სტუდენტები გაივლიან სამ თვიან პრაქტიკას სამართლის კლინიკაში.
პრაქტიკის წარმატებით გავლის შემთხვევაში სტუდენტებს გადაეცემათ სერტიფიკატები.
პრაქტიკის გავლის მსურველმა სტუდენტებმა ელექტრონულად შევსებული განაცხადის ფორმა უნდა გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: iuridiuliganatleba@yahoo.com
დამატებითი კითხვებისა და ინფორმაციის შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ.
საკონტაქტო პირიმაკა აბულაძე -595961900

Download (DOCX, 38KB)

მედიასამართლის  სასწავლო კურსი

 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამართლის კლინიკა 8 ოქტომბრიდან 23 ოქტომბრის ჩათვლით იწყებს საბუთების მიღებას მედიასამართლის სასწავლო კურსზე.

  • კურსის განმავლობაში სტუდენტებს მიეცემათ შესაძლებლობა მიიღონ ცოდნა დემოკრატიულ სახელმწიფოში მედიასამართლის როლსა და მნიშვნელობაზე
  • მედიასამართლის პრინციპებზე,
  • სუბიექტებზე (ბეჭდური მედია, მაუწყებლობა, ინტერნეტი) და მათ რეგულირებაზე.

ამასთან მიმოხილული იქნება მედიასამართლის ობიექტები – ინფორმაციის მიმღები პირები და მათი უფლებები. აღნიშნული საკითხები საკანონმდებლო რეგულაციებითან ერთად  განხილული იქნება პრაქტიკული მაგალითებით, მათ შორის ევროპული სასამართლოს, საკონსტიტუციო სასამართლოსა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებებით.

კურსის შემდგომ სტუდენტებს გაანალიზებული ექნებათ მედიასამართლის არსი და მიღებული ცოდნა შეეძლებათ გამოიყენონ პრაქტიკაში.

 

სასწავლო კურსის დასასრულს გაიმართება დისკუსია განვლილი მასალიდან სტუდენტების მიერ შერჩეულ თემატიკაზე.

კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში სტუდენტებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

კურსის ხანგრძლივობა- 20 საათი.

დარეგისტრირებული სტუდენტების შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.

გასაუბრების თემატიკა: საქართველოს კონსტიტუცია; ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.

სასწავლო კურსს გაუძღვება – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მედია მიმართულების პროექტის ხელმძღვანელი მარიამ გოგოსაშვილი.

 

პრაქტიკის გავლის მსურველმა სტუდენტებმა ელექტრონულად შევსებული განაცხადის ფორმა უნდა გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: iuridiuliganatleba@yahoo.com

დამატებითი კითხვებისა და ინფორმაციის შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ.
საკონტაქტო პირი: მაკა აბულაძე -595961900;

Download (DOCX, 38KB)

დეკანის შეხვედრა ფაკულტეტის პირველკურსელებთან

სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ირაკლი გაბისონია ფაკულტეტის კურსდამთავრებულებს შეხვდა და სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.

დეკანმა სტუდენტებს გააცნო დეკანის მოადგილე, საგანმანათლებლო პროგრამების კურატორი, აკადემიური დეპარტამენტის ხელმძღვანელები, სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარე და განუმარტა მათ ფაკულტეტის სასწავლო  პროცესთან დაკავშირებული საკითხები .

პირველკურსელემა სიმბოლური საჩუქრები მიიღეს ფაკულტეტის ადმინისტრაციისგან, ასევე, სახელმწიფო გრანტით ჩარიცხულ სტუდენტებს დეკანის ინიციატივით გადაეცათ საჩუქრად წიგნები.

 

 

 

იურიდიულ მეცნიერებათა აკადემიის სხდომა

 2018 წლის 5 ოქტომბერს საქართველოს იურიდიულ მეცნიერებათა აკადემიის სხდომა გაიმართა, სადაც სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი და აკადემიკოსი ირაკლი გაბისონია დაჯილდოვდა ნაყოფიერი და აქტიური  შემოქმედებითი საქმიანობისთვის.

პრეზიდიუმის გადაწყვეტილებით წევრობის დიპლომი გადაეცა ფაკულტეტის სისხლის სამართლის დეპარტამენტის ხელმძღვანელს,  პროფესორს ჯემალ ჯანაშიას, ასევე პროფესორებს: მიხეილ მამნიაშვილს, კარლო ბზიშვილს და გიმზერ ალანიას.

იურიდიულ მეცნიერებათა აკადემიის წევრებმა წარმოადგინეს სამომავლო თანამშრომლობის ასპექტები სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობის ფაკულტეტის ხელმძღვანელობასთან ერთად.

ფაკულტეტის საბჭოს სხდომა

2018 წლის 5 ოქტომბერს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საბჭოს სხდომა გაიმართა.

ფაკულტეტის დეკანმა ირაკლი გაბისონიამ, რომელიც უძღვებოდა საბჭოს სხდომას  მიულოცა პროფესორ-მასწავლებლებს სტუ-ს მიერ ავტორიზაციის მოპოვება. ისაუბრა ავტორიზაციის სტანდარტების სრულად დაკმაყოფილებაზე და ხაზი გაუსვა იმას, რომ ავტორიზაცია მოგვენიჭა ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე.

დეკანმა ასევე ყურადღება გაამახვილა სასწავლო პროცესის სრულყოფილად წარმართვაზე და ფაკულტეტის მენეჯერ ანა ფუტკარაძესთან ერთად ისაუბრა სხვა მიმდინარე საკითხებზე.