2018 წლის 5 ივლისს 13:00 საათზე სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით საჯარო სამართლის ლაბორატორიაში გაიმართება იურიდიული დახმარების სამსახურის იურისტის მარიკა გერსამიას საჯარო ლექცია თემაზე: „პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა და გამოხატვის თავისუფლება“
Author Archives: gabela23
პროკურორ არჩილ ტყეშელაშვილის საჯარო ლექცია
სტუ-ს სამართლის სკოლის კურსდამთავრებულთა კლუბის ორგანიზებით საჯარო ლექციების ციკლის ” ინსტიტუციური გაძლიერების პროცესი საქართველოში” ფარგლებში საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის პროკურორი არჩილ ტყეშელაშვილი ჩაატარებს საჯარო ლექციას თემაზე სასამართლოში გამოსვლის ხელოვნება და ტაქტიკა
შალვა ქურდაძის საჯარო ლექცია
2018 წლის 29 ივნისს 15:00საათზე სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის კერძო სამართლის დეპარტამენტის ორგანიზებით პროფესორი შალვა ქურდაძე საჯარო სამართლის ლაბორატორიაში წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „მატერიალური ნორმების გავლენა სამოქალაქო პროცესებზე“
პირველი ადგილი ეროვნულ შეჯიბრში
USAID- ის კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში EAST WEST MANAGEMENT INSTITUTE ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრის და თავისუფალი უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა ყოველწლიური ეროვნული ჩემპიონატი “სისხლის სამართლის პროცესში ადვოკატირების უნარ-ჩვევების სტუდენტურ ტრენინგსა და შეჯიბრში ” . მონაწილეობისთვის შეირჩა რვა საუკეთესო უნივერსიტეტის გუნდი. თითოეულ უნივერსიტეტს ერთი გუნდის წარდგენის უფლება ჰქონდათ.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით მონაწილეობას იღებდა სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტები: სოფიკო დარჩია, ნანა ტყაბლაძე, გიორგი გელაშვილი, ბექა ჯანელიძე და გუგა მაღულარია, რომლებსაც ტრენერობა გაუწია ფაკულტეტის მოწვეულმა უფროსმა მასწავლებელმა, ადვოკატმა თორნიკე გვენეტაძემ.
23ივნისს საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაიმართა პროცესი, სადაც კენჭისყრის საფუძველზე გადანაწილდა როგორც პოზიციები ასევე ის თუ რომელი უნივერსიტეტის გუნდები შეხვდებოდნენ ერთმანეთს, ნახევარ ფინალში გადავიდა ოთხი საუკეთესო გუნდი ქულების რაოდენობით. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდი შეხვდა საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის და ილიას სახელმწიფო უნივრსიტეტის გუნდებს სადაც ჯერ იყო ბრალდების, ხოლო მერე დაცვის მხარე. ნახევარფინალი გაიმართა 24 ივნისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, მათთან გამარჯვების შემდგომ კი ფინალში შეხვდნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდს. ფინალში გამარჯვება მოიპოვა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის გუნდმა. აღსანიშნავია რომ შეჯიბრში ჟიური დაკომპლექტებული იყო უცხოელი და ქართველო ექსპერტებით, მათ შორის, მაიკ გრანტი, მოსამართლე ეკა არეშიძე, პროკურორი ნინო აღლემაშვილი და სხვა.
დავით ნეფარიძის საჯარო ლექცია
2018 წლის 23 ივნისს სტუ-ს სამართლის სკოლის კურსდამთავრებულთა ორგანიზებით სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საჯარო სამართლის ლაბორატორიაში საჯარო ლექციათა ციკლის „ინსტიტუციური გაძლიერების პროცესი საქართველოში“ ფარგლებში საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს პროკურორმა დავით ნეფარიძემ ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე: „ნაფიც მსაჯულთა სასამართლო“
ლექცია გახსნა სტუ-ს სამართლის სკოლის კურსდამთავრებულთა კლუბის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა გიორგი მთიულიშვილმა, რომელმაც წარადგინა სტუმარი და ისაუბრა კლუბის საქმიანობის გარკვეულ ასპექტებზე.
მოხსენებისას დავით ნეფარიძემ ისაუბრა ნაფიც მსაჯულთა სისტემის საქართველოში დანერგვაზე, ყურადღება გაამახვილა პროცესუალურ მხარეზე, განუმარტა სტუდენტებს ნაფიც მსაჯულთა შერჩევა და უშუალოდ პროცესი.
საჯარო ლექცია ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა, რომელიც შეაჯამა დეკანის მოადგილემ, პროფესორმა ჯემალ გაბელიამ.
პროფესორ ვალერი ვაშაკიძის საჯარო ლექცია
2018 წლის 22 ივნისს სტუ–ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მოწვევით ისტორიის დოქტორმა, პროფესორმა ვალერი ვაშაკიძემ საჯარო სამართლის ლაბორატორიაში წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე: „სახელმწიფო ტერიტორიები შუა საუკუნეების ქართულ ცნობიერებაში“
ლექცია გახსნა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ, რომელმაც წარადგინა სტუმარი და მადლობა გადაუხადა მობრძანებისთვის.
პროფესორმა ვალერი ვაშაკიძემ ისაუბრა ქართულ ცნობიერებაში დამკვიდრებულ ზოგიერთ ტერმინოლოგიურ რეალობაზე, განმარტა ძველ ბერძნული სახელმწიფოების შეხედულებანი შიდა და საგარეო პოლიტიკასთან მიმართებაში და ყურადღება გაამახვილა სახელმწიფო ტერიტორიების შესახებ შუა საუკუნეებში.
საჯარო ლექცია ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა, რომელიც შეაჯამა დეკანის მოადგილემ, პროფესორმა ჯემალ გაბელიამ.
ფაკულტეტის პროფესორები საერთაშორისო კონფერენციაში იღებენ მონაწილეობას
2018 წლის 17-22 ივნისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორმა კობა ჩიხლაძემ და ამავე ფაკულტეტის ასისტენტმა გიორგი სვიანაძემ მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში ,,ნარკოტიკულ დანაშაულთან ბრძოლა და მათი გადაჭრის გზები უკრაინასა და მსოფლიოში.
კონფერენცია გაიმართა უკრაინაში ქალაქ დნეპრში, სადაც ფაკულტეტის წარმომადგენლებმა გააკეთეს მოხსენება და სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს გაუზიარეს საქართველოს გამოცდილება ნარკოდანაშაულთან ბრძოლის შესახებ.
კონფერენციის დასასრულს ფაკულტეტის წარმომადგენლებს – კობა ჩიხლაძეს და გიორგი სვიანაძეს გადაეცათ შესაბამისი სერთიფიკატები და მათი საკონფერენციო მოხსენება დაიბეჭდა საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალში.
აღნიშნული ვიზიტი სრულად დაფინანსდა ფაკულტეტის ბიუჯეტიდან.
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის მართლმსაჯულების და დემოკრატიის პროგრამის დირექტორი სოფო ვერძეულის საჯარო ლექცია
სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამართლის კლინიკის ორგანიზებით 2018 წლის 28 ივნისს ფაკულტეტის საჯარო ლაბორატორიაში 15:00 საათზე საჯარო ლექციას თემაზე „ნარკოპოლიტიკა საქართველოში“ წაიკითხავს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) მართლმსაჯულების და დემოკრატიის პროგრამის დირექტორი სოფო ვერძეული
როინ მიგრიაულის საჯარო ლექცია
2018 წლის 21 ივნისს სტუ–ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მოწვევით საჯარო სამართლის ლაბორატორიაში პროფესორმა როინ მიგრიაულმა წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე: “სამეწარმეო საზოგადოების სამართლებრივი დასრულება: ნებაყოფლობითი და იძულებითი ლიკვიდაცია“
ლექცია გახსნა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამოქალაქო სამართლის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ციალა გლოველმა.
მოხსენებისას როინ მიგრიაულმა ისაუბრა სამეწარმეო სამართლის მნიშვნელოვან საკითხებზე, კერძოდ განმარტა ლიკვიდაციასთან დაკავშირებული ასპექტები, მომიხილა მსოფლიოში დამკვირდებული პრაქტიკა და უშუალო მაგალითებზე დაყრდნობით გააკეთა განმარტებები.
შეხვედრა შეაჯამა სამოქალაქო სამართლის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ციალა გლოველმა, რომელმაც მადლობა გადაუხადა სტუმარს მობრძანებისთვის და საინტერესო ლექციის ჩატარებისთვის.
სტუ-ს 86-ე სტუდენტთა ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია
2018 წლის 19 ივნისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო, ღია სამეცნიერო-პრაქტიკული 86-ე კონფერენციის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების სამუშაო სექცია ჩატარდა.
სამართლის სექცია გახსნა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ.
სამართლის სექციაზე წარმოდგენილი იყო შემდეგი თემები: უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების წარმოშობის გზები საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, პირადი არაქონებრივი უფლებების ხელუყოფით ასევე დელიქტური ვალდებულებების დარღვევით მიყენებული ზიანის სახეები, აღსრულების როლი და მნიშვნელობა-ზოგადი მიმოხილვა, საკონსტიტუციო სასამართლოთა გადაწყვეტილებათა ეფექტი საერთო სასამართლოების პრაქტიკაში, გირავნობა, როგორც მოტხოვნის უზრუნველყოფის საშუალება, კომპენსაცია, როგორც შრომით ურთიერთობის აღდგენის ალტერნატივა, ოჯახის წევრთა საალიმენტო ვალდებულებები, მფლობელობა ქართულ სანივთო სამართალში, საჯარო ინფორმაცია და მისი გამიჯვნა პირადი,კომერციული და სახელმწიფო საიდუმლოებისაგან და სხვა.
კონფერენციის ჟიურის წევრებმა შეაფასას მომხსენებლები დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით და გამოავლინეს გამარჯვებული როგორც სამართლის სექციაზე ასევე საერთაშორისო ურთიერთობების სამუშაო სექციაზე.