სახალხო დამცველის მოადგილის გიორგი ბურჯანაძის საჯარო ლექცია

2018 წლის 4 ივნისს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთერთობების ფაკულტეტის სამართლის კლინიკის მოწვევით საჯარო სამართლის ლაბორატორიაში საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე ჩაატარ საჯარო ლექცია თემაზესახალხო დამცველის კომპეტენცია სისხლის სამართლის საქმეებზე

საჯარო ლექცია გახსნა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ, რომელმაც მადლობა გადაუხადა საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილეს მობრძანებისთვის და საინტერესო ლექციის ჩატარება უსურვა.

საქართველოს სახალხო დამცველის მაოდგილემ გიორგი ბურჯანაძემ თავდაპირველად ისაუბრა საქართველო სახალხო დამცველის აპარატის შესახებ, განმარტა გარკვეული ფუნქციები და კომპეტენციის სფეროები. ასევე, მოხსენებისას უშუალოდ შეეხო სისხლის სამართლის საქმეთა განხილვის ასპექტებს, მასთან დაკავშირებულ პროცესუალურ მხარეებს და განმარტა კომპეტენციის შედეგები.

შეხვედრა წარიმართა ინტერაქტიულ რეჟიმში,  სტუმარმა არაერთ  საინტერესო შეკითხვას უპასუხა. შეხვედრა შეაჯამა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამების  კურატორმა, პროფესორმა მაია ყიფიანმა.

ჰააგის სისხლის სამართლის იმიტირებული პროცესები გრძელდება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დაფინანსებით ასისტენტ-პროფესორი ანა ფუტკარაძე და სტუდენტები: გიგა ძირკველიშვილი, ბორენა ყურაშვილი, ანა ტაკაშვილი და თეიმურაზ სულაძე ჰააგაში სისხლის სამართლის იმიტირებულ პროცესში მონაწილეობის მისაღებად იმყოფებიან. 28 მაისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის გუნდმა პირველ იმიტირებულ პროცესში მიიღო მონაწილეობა, სადაც იტალიისა და გერმანიის უნივერსიტეტის გუნდებს შეხვდნენ, 29 მაისს ფაკულტეტის გუნდი დაუპირისპირდა ინდოეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების უნივერსიტეტს. 30 მაისს კი თურქეთისა და საბერძნეთის უნივერსიტეტებთან ერთად იასპარეზეს. გუნდიდან თითო სპიკერს ორი გამოსვლა ჰქონდა და მათ რამდენჯერმე გადაინაწილეს პოზიციები, დაცვის მხარეს წარმოადგენდა სტუდენტი გიგა ძირკველიშვილი, პროკურორს ბორენა ყურაშვილი, მსხვერპლის წარმომადგენელი სტუდენტი თეიმურაზ სულაძე, ხოლო სტუდენტი ანა ტაკაშვილი იყო მკვლევარი. სტუდენტებს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროცესი დარჩათ, რის შემდგომაც გახდება მათი შეფასება ცნობილი.

პროფესორი მანანა დარჩაშვილი პარიზში სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობდა

სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის  პროფესორი მანანა დარჩაშვილი 2018 წლის 16-18 მაისს საფრანგეთში საქართველოს საელჩოს მიერ საქართველოდან მეცნიერთა მცირე ჯგუფთან ერთად პარიზში იყო მიწვეული, პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად.

17 მაისს საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობის გამოცხადებისა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავთან დაკავშირებით, საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს და პარიზის აღმოსავლურ ენათა და ცივილიზაციათა ეროვნული ინსტიტუტის (INALCO)  თანამშრომლობით ჩატარდა სამეცნიერო კონფერენცია.

პროფესორმა მანანა დარჩაშვილმა კონფერენციაზე გააკეთა მოხსენება – „მიხაკო წერეთლის მოღვაწეობის ისტორიიდან  საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში“. ასევე მონაწილეობდა საფრანგეთში საქართველოს საელჩოს და ნოე ჟორდანიას ინსტიტუტის თანამშრომლობით, კონფერენციის წინა დღეს, 16 მაისს ლევილის ქართულ მამულში, პირველი რესპუბლიკის დარბაზში  საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის თემაზე ბოლო პერიოდში გამოცემული წიგნების პრეზენტაციაში და ქართველ ემიგრანტებთან შეხვედრაში.

პროფესორ მანანა დარჩაშვილის ვიზიტი სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დაფინანსებით განხორციელდა. ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი  ირაკლი გაბისონია მიესალმება  პროფესორ-მასწავლებლების მხრიდან საერთაშორისო კონფერენციებში, სამეცნიერო პროგრამებსა და ღონისძიებებში  მონაწილეობას. 

 

ბექა ძამაშვილის საჯარო ლექცია

2018 წლის 5 ივნისს 11:00 საათზე სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთერთობების ფაკულტეტის სამართლის კლინიკის მოწვევით სტუ-ს საჯარო სამართლის ლაბორატორიაში იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფოს წარმომადგენლის დეპარტამენტის უფროსი ბექა ძამაშვილი ჩაატარებს საჯარო ლექციას თემაზე „საქმე საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“.

ჯემალ გახოკიძის საჯარო ლექცია

2018 წლის 29 მაისს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერმა, სამართლისა და პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ჯემალ გახოკიძემ წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე: „9 აპრილი და ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის“

საჯარო ლექცია გახსნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას გააცნო ჯემალ გახოკიძის მოღვაწეობის ზოგიერთი ასპექტი და მის დამსახურებებზე ისაუბრა.

მოხსენებისას პროფესორმა ჯემალ გახოკიძემ  პოლიტიკურ-სამართლებრივ ჭრილში შეაფასა 1989 წლის 9 აპრილის მოვლენები, მიმოიხილა შეიარაღებული ძალების ფორმირების ეპოქა და ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის ასპექტები,  განმარტებები გააკეთა  ვარდების რევოლუციისა და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის  შესახებ.

შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა, სტუდენტებმა აქტიურად დაუსვეს შეკითხვები მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით. საჯარო ლექცია შეაჯამა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა , პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ.

 

 

 

სახალხო დამცველის მოადგილის  გიორგი ბურჯანაძის საჯარო ლექცია

2018 წლის 4 ივნისს 12:00 საათზე სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთერთობების ფაკულტეტის სამართლის კლინიკის მოწვევით  საჯარო სამართლის ლაბორატორიაში საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე ჩაატარებს საჯარო ლექციას თემაზე „სახალხო დამცველის კომპეტენცია სისხლის სამართლის საქმეებზე“

სტუდენტები ჰააგაში სისხლის სამართლის იმიტირებულ პროცესში მონაწილეობენ

2018 წლის 27-30 მაისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის   ასისტენტ-პროფესორი ანა ფუტკარაძე და სტუდენტები: გიგა ძირკველიშვილი, ბორენა ყურაშვილი, ანა ტაკაშვილი და თეიმურაზ სულაძე ჰააგაში სისხლის სამართლის იმიტირებულ პროცესში მონაწილეობის მისაღებად იმყოფებოდნენ. 27 მაისს გუნდებმა გაიარეს რეგისტრაცია, ასევე ლეიდენის უნივერსიტეტში გაიმართა საჯარო ლექცია პროექტში მონაწილე სტუდენტებისათვის ხოლო, 28 მაისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის გუნდმა პირველ იმიტირებულ პროცესში მიიღო მონაწილეობა. 29 მაისს ასევე იმიტირებულ პროცესებში წარმოაჩინეს გუნდებმა საკუთარი შესაძლებლობები. 30 მაისს ღონისძიების დახურვის ცერემონიალზე მონაწილე გუნდები გაეცნენ შეფასებებ,  მიღეს საჩუქრები და საერთაშორისო დონის სერტიფიკატები.  აღნიშნული ვიზიტი სრულად დაფინანსდა სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ბიუჯეტიდან

პროფესორ ჯემალ გახოკიძეს  საჯარო ლექცია

 2018  წლის 29 მაისს 16:00 საათზე სტუ-ს ცენტრალურ ბიბლიოთეკაში სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი, სამართლისა და პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ჯემალ გახოკიძე  ჩაატარებს საჯარო ლექციას თემაზე: „9 აპრილი და ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის“

სტუდენტური კონფერენცია თემაზე: “საჯარო სამსახური საქართველოში: სინამდვილე და გამოწვევები“

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მიერ 2018 წლის 17 ივლისს ტარდება სტუდენტური კონფერენცია თემაზე: “საჯარო სამსახური საქართველოში: სინამდვილე და გამოწვევები“.

კონფერენციაზე წარსადგენი მოხსენებები შეიძლება მოიცავდეს შემდეგ საკითხებს:

  • საჯარო სამსახურში მიღების წესი;
  • საჯარო სამსახურში სამუშაოს შეფასების მეთოდები და სისტემები;
  • ანაზღაურების სისტემა საჯარო სამსახურში;
  • მამხილებლის ინსტიტუტი;
  • სამოხელეო დავის განხორციელების სპეციფიკა და სამართლებრივი პრობლემები;
  • საჯარო მოხელის დისციპლინარული პასუხისმგებლობის თავისებურებანი.

აღნიშნული ჩამონათვალი არ ზღუდავს თემატიკასთან დაკავშირებულ სხვა საკითხთა შესახებ მოხსენებების წარმოდგენას.

მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერი აკრედიტირებული უნივერსიტეტის სამართლის  სპეციალობის როგორც საბაკალავრო,  სამაგისტრო  და სადოქტორო პროგრამის სტუდენტებს.

  • ერთ ავტორს შეუძლია მხოლოდ ერთი ნაშრომის წარმოდგენა;
  • თითოეულ ნაშრომს შეიძლება ჰყავდეს ერთი ან ორი ავტორი;
  • აუცილებელია ნაშრომს ახლდეს რეზიუმე ინგლისურ ენაზე;
  • თითოეული ნაშრომი შემოწმდება პლაგიატზე.

წარმოდგენილი საკონფერენციო ნაშრომი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ ტექნიკურ მონაცემებს:

  • ნაშრომის მოცულობა: 8-10 გვერდი
  • ინგლისური რეზიუმეს მოცულობა: არაუმეტეს 250 სიტყვისა;
  • ძირითადი ტექსტისა და სქოლიოების შრიფტი: Sylfaen
  • ძირითადი ტექსტის შრიფტის ზომა – 11, სქოლიოების ტექსტი – 9;
  • ინტერვალი სტრიქონებს შორის – 1.15
  • გვერდების საზღვრები – 1.9 სმ

წარმოდგენილი ნაშრომები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:

  1. შინაარსის შესაბამისობა სათაურთან
  2. თემის აქტუალობა
  3. აზრის ჩამოყალიბებისა და გამოხატვის სტილი
  4. საკითხის ავტორისეული შეფასება (ინდივიდუალური ხედვა)
  5. ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისობა
  6. ციტირების ტექნიკა
  7. ამოყენებული ლიტერატურის მრავალფეროვნება 

ფინალურ ეტაპზე შერჩეული საკონფერენციო მოხსენებები იბეჭდება საკონფერენციო ნაშრომთა კრებულში; შესაბამისად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას, მოახდინოს ნაშრომის კორექტირება ავტორთან შეთანხმებით.

საკონფერენციო მასალების წარმოდგენის ბოლო ვადა: 10 ივნისი, 2018 წელი

დაინტერესებულმა პირებმა ნაშრომი უნდა წარმოადგინონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: publiclaw@gtu.ge

მეილის სათაურში მიუთითეთ კოფნერენციის დასახელებ: საჯარო სამსახური საქართველოში: სინამდვილე და გამოწვევები.

მეილში მიუთითეთ ავტორ(ებ)ის სახელი და გვარი, სტატუსი (თუ რომელი უსდ-ს სტუდენტია), საკონტაქტო ტელეფონი და ელ-ფოსტა.

 

ასოცირებული პროფესორის გიორგი გორაძეს საჯარო ლექცია

2018 წლის 26 მაისს საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის გამოცხადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში ასოცირებულმა პროფესორმა, საკონსტიტუციო სამართლის საერთაშორისო ასოციაციის წევრმა გიორგი გორაძემ საჯარო ლექცია ჩაატარა, თემაზე: „„საქართველოს ოკუპაციის სამართლებრივი საფუძვლები და დეოკუპაციის პერსპექტივები“ საჯარო ლექცია გახსნა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ, როგორც მან აღნიშნა „გიორგი გორაძე იმყოფებოდა სტრასბურგში, სადაც ესწრებოდა რუსეთ-საქართველოს საქმის განხილვას და ძალზედ საინტერესო იქნება სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის მისი შეხედულებების გაზიარება“. მოხსენებისას ასოცირებულმა პროფესორმა გიორგი გორაძემ მართლაც ისაუბრა სტრასბურგში გამართული პროცესის შესახებ, როგორც იურისტმა შეაფასა იქ მიმდინარე მოვლენები, ხაზი გაუსვა ორივე მხარის წარმომადგენელთა არგუმენტაციას და ყურადღება გაამახვილა მათ შეფასებაზე. ასევე, განმარტა სამომავლოდ მიღებული გადაწყვეტილების შესაძლებლობები საქართველოს ინტერესების დაკმაყოფილების კუთხით. აღნიშნული ვიზიტის განხილვის შემდგომ მომხსენებელმა აგრეთვე, ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, დეოკუპაციის პერსპექტივებზე და მისეულ კონფლიქტის მოგავრების გზებზე. აღნიშნულ თემატიკასთან დაკავშირებით აქტიური დისკუსია გაიმართა სტუ-ს მოწვეულ პროფესორ ავთანდილ დემეტრაშვილს, სხვა პროფესორებსა და მომხსენებელს შორის, დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს სტუდენტებმაც და საკუთარი მოსაზრებები დააფიქსირეს.