პროფესორ ავთანდილ სონღულაშვილის საჯარო ლექცია

სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის გამოცხადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში 2018 წლის 23 მაისს საჯარო სამართლის ლაბორატორიაში   სტუ-ს პროფესორმა ავთანდილ სონღულაშვილმა წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე: „გერმანელები საქართველოში 1918 წელს“.

მოხსენებისას ავთანდილ სონღულაშვილმა ისაუბრა საქართველო-გერმანიას შორის ურთიერთობის ჩამოყალიბების ისტორიაზე, ყურადღება გაამახვილა გერმანელების როლზე საქართველოსში 1918 წელს განვითარებულ მოვლენებზე, ასევე, მიმოიხილა დამოუკიდებლობის მოპოვებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ასპექტი.

შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა, პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა აქტიურად დაუსვეს შეკითხვები მოწვეულ პროფესორს.

საჯარო ლექცია შეაჯამა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ. პროფესორმა ჯემალ გაბელიამ

კონსტანტინე გამსახურდიას საჯარო ლექცია

 სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით 2018 წლის  21 მაისს  საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის გამოცხადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში სტუ-ს ცენტრალურ ბიბლიოთეკაში კონსტანტინე გამსახურდიამ წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე: „საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების საერთაშორისო ასპექტები 1918 წლის გაზაფხულზე“.

შეხვედრა გახსნა   სტუ-ს  სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ, რომელმაც მადლობა გადაუხადა სტუმარს მობრძანებისთვის.

კონსტანტინე გამსახურდიამ მოხსენებისას ისაუბრა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების მნიშვნელოვან ფაქტებზე, უშუალოდ გაიხსენა კონკრეტული ასპექტები და წარმოადგინა საკუთარი შეხედულებები 1918 წლის გაზაფხულზე განვითარებულ მოვლენებზე.

სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა მნიშვნელოვანი შეკითხვები დაუსვეს სტუმარს, სტუ-ს პროფესორმა  ვაჟა შუბითიძემ საჩუქრად  გადასცა ნიკო ნიკოლაძის პორტრეტი, ასევე მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ, პროფესორმა რევაზ მიშველაძემ კონსტანტინე გამსახურდია მწერალთა კავშირის წევრად გამოაცხადა.

საჯარო ლექცია შეაჯამა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ.

 

ევროპარლამენტის საერთაშორისო მოდელირება, თბილისი 2018

სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი სტუდენტებს ფაკულტეტის დაფინანსებით აძლევს შესაძლებლობას მონაწილეობა მიიღონ პროექტში “ევროპარლამენტის საერთაშორისო მოდელირება, თბილისი 2018”.
პროექტი აერთიანებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით 400-ზე მეტ ახალგაზრდას, რომლებსაც საშუალება მიეცემათ იმსჯელონ ევროკავშირის აქტუალურ პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ და სამართლებრივ თემებზე.
მიმდინარეობს დელეგატების რეგისტრაცია. სტუდენტებს რომლებსაც სურთ პროექტში მონაწილეობა უნდა მიმართონ  მენეჯერის აპარატს 26 მაისამდე(სავალდებულოა მენეჯერთან რესგიტრაცია), რის შემდგომაც უნდა გაიარონ რეგისტრაცია აღნიშნულ მისამართზე   https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSc716XpUwitGlpyPUg4yintIUnp_T05M5AovZ49I8BwONc9Jw/viewform    
მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ფაკულტეტის ნებისმიერი კურსის სტუდენტს,
პროექტის გამარჯვებულებს ელით თავბრუდამხვევი პრიზები:
I ადგილი – 100% დაფინანსება სასწავლო ვიზიტზე ევროპაში
II ადგილი – 50% დაფინანსება სასწავლო ვიზიტზე ევროპაში
III ადგილი – 30% დაფინანსება სასწავლო ვიზიტზე ევროპაში
პროექტის ჩატარების თარიღი: 2018 წლის 8-10 ივნისი, თბილისი

 

 

ვაჟა შუბითიძეს  საჯარო ლექცია თემაზე: „ნიკო ნიკოლაძე ქართული სახელმწიფოს მშენებლობის შესახებ“

 

2018 წლის  21 მაისს  საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის გამოცხადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში   საჯარო სამართლის ლაბორატორიაში  სტუ  პროფესორმა  ვაჟა შუბითიძე წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე: „ნიკო ნიკოლაძე ქართული სახელმწიფოს მშენებლობის შესახებ.

 ლექცია გახსნა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამების კურატორმა, პროფესორმა მაია ყიფიანმა, რომელმაც ხაზი გაუსვა  ფაკულტეტზე დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ჩატარებას და ყველას მოუწოდა აქტიურობისკენ.

პროფესორმა ვაჟა შუბითიძემ თავდაპირველად ისაუბრა ნიკო ნიკოლაძის ბიოგრაფიული მონაცემების შესახებ, დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა თავისი ნაშრომი „ნიკო ნიკოლაძე-კაცი სახელმწიფო“ და დეტალურად მიმოიხილა ნიკოლაძის დამსახურებანი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის საქმეში.

შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა და შეაჯამა პროფესორმა მაია ყიფიანმა, რომელმაც მადლობა გადაუხადა პროფესორ ვაჟა შუბითიძეს ასეთი საინტერესო საჯარო ლექციისთვის.

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კვირეული  

 

სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ კვირეულს იწყებს. კვირეულის ფარგლებში:

2018 წლის  21 მაისს 15:00 საათზე საჯარო სამართლის ლაბორატორიაში  სტუ-ს  პროფესორი ვაჟა შუბითიძე წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „ნიკო ნიკოლაძე ქართული სახელმწიფოს მშენებლობის შესახებ“,

2018 წლის 22 მაისს 15:00 საათზე  სტუ-ს ცენტრალურ ბიბლიოთეკაში კონსტანტინე გამსახურდია წაიკითხავს საჯარო ლექციას „საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების საერთაშორისო ასპექტები 1918 წლის გაზაფხულზე“

2018 წლის 23 მაისს 15:00საათზე  საჯარო სამართლის ლაბორატორიაში   სტუ-ს პროფესორი ავთანდილ სონღულაშვილი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „გერმანელები საქართველოში 1918 წელს“

2018 წლის 24 მაისს 15:00საათზე საჯარო სამართლის ლაბორატორიაში   სტუ-ს პროფესორი ნინო ნიშნიანიძე წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „საქართველოს პირველი პრეზიდენტის პოლიტიკურ-სამართლებრივი ხედვები“

2018 წლის 25 მაისს 15:00 საათზე სტუ-ს ცენტრალურ ბიბლიოთეკაში სტუ-ს მოწვეული პროფესორი დიმიტრი გეგენავა წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა: ბრძოლა სამართლებრივი სახელმწიფოსთვის“

2018 წლის 26 მაისს 15:00საათზე  საჯარო სამართლის ლაბორატორიაში  სტუ-ს ასოცირებული პროფესორი  გიორგი გორაძე წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „საქართველოს პკუპაციის სამართლებრივი საფუძვლები და დეოკუპაციის პერსპექტივები“.

გეორგ ლომანის მეორე საჯარო ლექცია

2018 წლის 18 მაისს სტუ-ს ადმინისტრაციულ კორპუსში მაგდებურგის უნივერსიტეტის ემერიტუს-პროფესორმა გეორგ ლომანმა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მოწვევით ჩაატარა საჯარო ლექცია „სამართლიანობა და დემოკრატია რონალდ დვორკინთან”. შეხვედრას ესწრებოდა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ირაკლი გაბისონია, სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები. ემერიტუს-პროფესორმა გეორგ ლომანმა თავდაპირველად ისაუბრა რონალდ დვორკინის ბიოგრაფიული მონაცემების შესახებ, შემდგომ განმარტა მისი შეხედულებები ზოგიერთ საკითხთან დაკავშირებით და ძირითადი ყურადღება გაამახვილა რონალდ დვორკინის შეხედულებაზე დემოკრატიაზე და სამართლიანობაზე. შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა, რომელიც შეაჯამა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთირთობების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ.