საზაფხულო სკოლის მეორე დღე

14 ივლისს 11:00 სთ-ზე საზაფლო სკოლის მონაწილე სტუდენტებს შეხვდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მთავარი მრჩეველი გიორგი ლომთაძე, რომელმაც წაიკითხა ლექცია: „საკონსტიტუციო სასამართლოში სამართალწარმოების პრაქტიკული ასპექტები“. სტუდენტებთან მიმოიხილა  ყველა აქტუალური  საქმე, რომელიც საზოგადოების ინტერესის საგანს წარმოადგენს.

112550a ,112550B, 112550C , 112450a, 112450B, 112450C ჯგუფის სტუდენტების საყურადღებოდ!!!

112550a ,112550B, 112550C , 112450a, 112450B, 112450C ჯგუფის სტუდენტების საყურადღებოდ  საგანში “სახელშეკრულებო სამართალი“ და „სამოქალაქო საქმეთა განხილვა სასამართოლოში“ ჩატარდება დამატებითი გამოცდა 19 ივლისს 11:00სთზე- პირველ კორპუსში მე-5 სართული.

სტუ-ს სტუდენტებისთვის დაიწყო საზაფხულო სკოლა ქ. ბათუმში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, უკვე მეხუთედ 13-18 ივლისს ტარდება საზაფხულო სკოლა. ლექცია-სემინარებს გაუძღვებიან როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები  და თანამშრომლები. ასევე, სტუ-ს პროფესორები.

პირველ დღეს სტუდენტებს  შეხვდა  საკონსტიტუციო სასამართლოს მთავარი მრჩეველი გიორგი სულხანიშვილი, რომელმაც წაიკითხა ლექცია თემაზე: „საკონსტიტუციო კონტროლისა და გადაწყვეტილების აღსრულების მეთოდები“. სტუდენტები  ასევე დაესწრნენ სასამართლო პროცესს.

საზაფხულო სკოლის მსმენელთათვის დაგეგმილია შემდეგი საკითხის განხილვა: საკონსტიტუციო სამართალწარმოების პროცედურები, ადამიანის უფლებები სისხლის სამართალში და მიმდინარე აქტუალური სამართლებრივი საკითხების განხილვა.

პროექტში გამარჯვებულ სტუდენტებს გადაეცემათსერთიფიკატები.

პროფესორი გიორგი გორაძე ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ხელშეწყობით ამავე უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ასოცირებული პროფესორი გიორგი გორაძე 2017 წლის 27 ივნისიდან 7 ივლისამდე სამსახურებრივ მივლინებაში იმყოფებოდა ქალაქ ჰააგაში (ნიდერლანდების სამეფო) სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს საქმიანობის გაცნობის მიზნით.

გიორგი გორაძეს ჰააგაში თან ახლდა სტუდენტთა შვიდკაციანი ჯგუფი. ჯგუფმა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში განახორციელა რამდენიმე ვიზიტი. ვიზიტის ფარგლებში სასამართლოს მიერ სპეციალურად გამოყოფილმა თანამშრომლებმა ჯგუფს მოუწყვეს დახვედრა და გააცნეს სასამართლოს ისტორია და სპეციფიკა.

ჯგუფს მიეცა შესაძლებლობა გაცნობოდა სასამართლოს ცალკეულ ქეისებსა და ტექნიკურ მხარეს სპეციალური აუდიო და ვიდეო გიდის, ასევე ცალკეული ექსპონატების მეშვეობით, რომლებიც გამოფენილი იყო სადემონსტრაციო დარბაზში.

ჯგუფი დაესწრო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წარმომადგენლის გრეტა კარბონეს ლექციას, რომელიც ეხებოდა როგორც აღნიშნული სასამართლოს სპეციფიკას და სასამართლოს წარმოებაში არსებულ საქმეებს. მიმოხილული იქნა პრაქტიკულად ყველა  აქტუალური ქეისი. ქალბატონმა კარბონემ განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო და ვრცლად ისაუბრა საქართველოს საქმეზე. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ზედამხედველობით მიმდინარეობს გამოძიება საქართველოში 2008 წელს რუსული აგრესიის შედეგად ჩადენილ სამხედრო დანაშაულთან დაკავშირებით, რომლის ინიციატორიც იყო საქართველო. მომხსენებლის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი არ წარმოადგენს რომის სტატუტის ხელმომწერ ქვეყანას და მასზე, როგორც სახელმწიფოზე არ ვრცელდება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქცია, სავარაუდო სამხედრო დანაშაულის ჩადენის ადგილი, რადგანაც იყო საქართველოს ტერიტორია, სამხედრო დანაშაულის დადგენის შემთხვევაში პასუხისმგებლობა მაინც დაეკისრებათ მოცემული დანაშაულის ჩამდენ პირებს, მიუხედავად მათი მოქალაქეობრივი კუთვნილებისა. როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, მოცემულ საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, თუმცა მისი დასრულების კონკრეტული ვადა უცნობია.

ჯგუფი დაესწრო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში მიმდინარე ორ სხვადასხვა პროცესს ორი სხვადასხვა ბრალდებულის მიმართ: 1. კოტ დივუარის ყოფილი პრეზიდენტის ლორან გბაგო, რომელსაც ბრალად ედება 2010-2011 წლებში კაცობრიობის წინააღმდე მიმართული დანაშაულების ჩადენა (მკვლელობები, გაუპატიურება, თავდასხმა და დევნა); 2. ბოსკო ნტაგანდას – კონგოლეზიური ჯარების/კონგოს განმანთავისუფლებელი პატრიოტთა ძალების შტაბის უფროსის მოადგილე და ოპერაციების ხელმძღვანელი. მას ბრალად ედება კონგოში სამხედრო (მკვლელობა, მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმა, გაუპატიურება, სექსუალური მონობა, 15 წლამდე არასრულწლოვანთა ჯარში გაწვევა და სხვა) და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების (მკვლელობა, გაუპატიურება, სექსუალური მონობა, დევნა, მოსახლეობის იძულებით გადაცემა და სხვა) ჩადენა.

საბაკალავრო ნაშრომების დაცვა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების  ფაკულტეტის დეკანის  ირაკლი გაბისონიას ბრძანებით   შექმნილი კომისიის წინაშე საბაკალავრო ნაშრომების დაცვის მიზნით წარდგნენ ბაკალავრიატის მეოთხე კურსის სტუდენტები.

სტუდენტების ნაშრომები შეეხებოდა ისეთ პრობლემურ და აქტუალურ საკითხებს, როგორიცაა: არასრულწლოვანის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა და დასჯის თავისებურებანი; ტერორიზმი; ნაფიც მსაჯულთა სასამართლო; ადამიანის ორგანოებით უკანონო ვაჭრობა; პენიტენციარული დანაშაულობა; ოჯახში ძალადობის პრობლემატიკა; დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ; შრომითი ხელშეკრულების რეგულირება; ანდერძისმიერი მემკვიდრეობა; კეთილსინდისიერების პრინციპი; სამეზობლო სამართლის შედარებითი სამართლებრივი კვლევის ანალიზი; გენოციდი საერთაშორისო სამართალში;თავდებობა-როგორც საბანკო გარანტია; ჩუქების სამართლებრივი ბუნება; საჯარო ინფორმაცია და მისი მოთხოვნის თავისებურებანი; ქმედუნარიანობა და მრავალი სხვა.

წარმოდგენილი ნაშრომების შეფასების დროს გათვალისწინებულ იქნა  როგორც შინაარსობრივი, ასევე ტექნიკური მხარე, თემის აქტუალობა, წამოჭრილი პრობლემების გადაჭრის გზები  და სხვა კრიტერიუმები.

სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი ირაკლი გაბისონია შეხვდა სტუდენტებს და უსურვა მათ შემდგომი წარმატებები.

112450 D E F- ჯგუფის სტუდენტთათვის

112450 D E F- ჯგუფის სტუდენტთათვის
დამატებითი გამოცდა საგანში „სამოქალაქო საქმეთა განხილვა სასამართლოში“ გაიმართება 18.07.2017-ში 13:00 სთ-ზე.
პროფესორი ირმა მერებაშვილი

სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტი “კავკასიური დიალოგი 2017”-ზე

Выпускник Грузинского технического университета, факультета «Право и международные отношения» – Артур Лукава, с 3 по 7 июля 2017 года в городе Пятигорск, Россия принял участие в крупном научно-образовательном проекте «Кавказский диалог – 2017», организованный Фондом поддержки публичной дипломатии им. А.М. Горчакова совместно с Институтом международных отношений, Пятигорского государственного университета, где был делегатом из Грузии, а так же представлял Грузинский технический университет.

 

Более 40 участников из России, Грузии, Армении, Азербайджана и Абхазии принимали участие и обсуждали проблемы Кавказского региона.

 

Официальное открытие одного из ведущих научно-образовательных программ Фонда Горчакова провели советник исполнительного директора Фонда В.Ф. Канторов, помощник полномочного представителя Президента Российской Федерации в Северо-Кавказском федеральном округе Т.А. Шершнева и директор Института международных отношений ПГУ профессор В.Н. Панин. Они поприветствовали участников и выразили надежду на плодотворную работу «Кавказского диалога».

 

В рамках «Кавказского диалога» участники и эксперты были разделены на три секции:

  1. Современные геополитические процессы и экономическое сотрудничество на Кавказе.
  2. Выработка и координация единой медийной политики на Кавказе.
  3. Роль публичной дипломатии на Кавказе.

 

Представитель Грузинского технического университета – Артур Лукава, попал в третью секцию, где совместно с остальными участниками и экспертами разобрали следующие темы:

  1. Второй канал дипломатии в международных отношениях на Кавказе.
  2. Возможные направления сотрудничества на Кавказе.

Так же принял участие в деловой игре “Публичная дипломатия на Кавказе”, которую проводил сам директор Института международных отношений, заведующий кафедрой международных отношений – Панин Виктор Николаевич.

 

Артур Лукава совместно с представителями молодежных организаций ПГУ, занимался разработкой и созданием “Инициативного молодёжного комитета по делам Кавказа” и был выбран в качестве представителя своей страны.

 

По итогам трёх секций, делегаты пришли к единому мнению, что в активной форме нужно направлять свои усилия на стабилизацию ситуации в Кавказском регионе, а так же отметили, что выработка мер доверия является ключом ко всем неразрешенным проблемам в регионе, и что вовлечение молодёжи из всех регионов Кавказа уже является верным шагом на пути к правильным и грамотным решениям.

 

Помимо основной работы в рамках «Кавказского диалога», участникам также проводили экскурсии по курортным городам Ставропольского края, что бы участники могли поближе познакомиться в неформальной обстановке.

 

В последний день форума, состоялась церемония награждения участников мероприятия почетными грамотами.

 

Всё это время участников курировал представитель Фонда Горчакова – Зарянов Евгений Павлович и волонтеры Пятигорского государственного университета.

 

Декан Грузинского технического университета, факультета «Право и международные отношения» – Ираклий Габисония, приветствует студента – Артура Лукава из научно-образовательного проекта «Кавказский диалог – 2017», и выражает благодарность за проведённую работу! В свою очередь он надеется, что на примере Артура Лукава, другие студенты так же будут представлять Грузинский технический университет в различных проектах, конференциях и форумах за рубежом.

 

საზაფხულო სკოლა ქ. ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში თემაზე: „საკონსტიტუციო სამართალწარმოება“

გაცნობებთ, რომ ა.წ. 12-18 ივლისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის  ორგანიზებით იგეგმება საზაფხულო სკოლა ქ. ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში, თემაზე: „საკონსტიტუციო სამართალწარმოება“.

პროექტში მონაწილეობის მსურველებისთვის გასაუბრება ჩატარდება 10 ივლისს, პირველ კორპუსში, 545 აუდიტორიაში, 16:00 სთ-ზე.

გასაუბრების თემატიკა იქნება-საქართველოს კონსტიტუცია და საქართველოს ორგანული კანონი „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“.

გისურვებთ წარმატებებს.

 

ფინალური გამოცდების მიმდინარეობის პროცესი

2017 წლის 3-15 ივლისს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ტარდება ფინალური გამოცდები. ხოლო 17-22 ივლისს ჩანიშნულია დამატებითი გამოცდები. აღნიშნული პროცესი მეტად გამჭვირვალე, ობიექტური და სამართლიანია.

სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანის ირაკლი გაბისონიას გადაწყვეტილების თანახმად, შექმნილია საგამოცდო ცენტრი, რომელიც უზრუნველყოფს მაქსიმალურად ობიექტურად გამოცდების ჩატარებას, ამავე დროს, სრულიად არის დაცული ყველა სტუდენტის უფლება.

აღნიშნული ემსახურება იმ მიზანს, რომ სტუდენტმა შეძლოს მშვიდ გარემოში, თანაბარ პირობებში დაწეროს საგამოცდო საკითხები.

სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ფინალური გამოცდები ტარდება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის I კორპუსში, V სართულზე დადგენილი ცხრილის მიხედვით. სტუდენტებს საკუთარი საგამოცდო ცხრილის ნახვა შეუძლიათ www. Law.gtu.ge-ზე.

სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანის ირაკლი გაბისონიას და ფაკულტეტის აკადემიური საბჭოს მიერ ფაკულტეტზე დამტკიცებულია გამოცდის მსვლელობისას სტუდენტთა ქცევის წესები:

  1. სტუდენტი ვალდებულია ცხრილში მითითებული განრიგის მიხედვით, გამოცხადდეს საგამოცდო ოთახში. დაგვიანების შემთხვევაში სტუდენტი გამოცდაზე არ დაიშვება. სტუდენტის დაგვიანების ფაქტი ფიქსირდება სტუდენტის მიერ საგამოცდო წესების დარღვევის უწყისში;
  2. სტუდენტი ვალდებულია, იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან /და სტუდენტის ბარათი, წინააღმდეგ შემთხვევაში, სტუდენტი გამოცდაზე არ დაიშვება;
  3. აკრძალულია გამოცდაზე ნებისმიერი ნივთის შეტანა, გარდა საწერი კალმის, სასმელი წყლისა და ჯანმრთელობისათვის აუცილებელი ნივთებისა;
  4. წერის დაწყებამდე სამუშაო მაგიდაზე რაიმე სხვა ფურცლის აღმოჩენის შემთხვევაში სტუდენტი მიიღებს გაფრთხილებას, გამოცდის დაწყების შემდეგ ნებისმიერი სხვა დარღვევის შემთხვევაში მოიხსნება გამოცდიდან, გადალაპარაკებისა და გადაწერის მცდელობის დაფიქსირებისთანავე სტუდენტი მოიხსნება გამოცდიდან;
  5. საგამოცდო დროის ათვლის დაწყების შემდეგ აკრძალულია აუდიტორიიდან გასვლა წერის სრულად დამთავრებამდე;
  6. საგამოცდო წესების დამრღვევი სტუდნეტისათვის გამოცხადებული თითოეული ზეპირი გაფრთხილება ფორმდება საგამოცდო წესების დარღვევის შესაბამის უწყისში, ხოლო სტუდენტის გამოცდიდან მოხსნა ფორმდება შესაბამისი ოქმით.

მნიშვნელოვანია, რომ ყველა სტუდენტს აქვს შესაძლებლობა გამოთქვას პრეტენზია, დამკვირვებლის, საგამოცდო საკითხების და გამოცდის მსვლელობის მიმართ, მსგავსი შემთხვევის დაფიქსირების შემთხვევაში, სტუდენტის საჩივარს განიხილავს შესაბამისი საგამოცდო კომისია და გამოიტანს გადაწყვეტილებას, დაკმაყოფილების შემთხვევაში კი სტუდენტს მიეცემა შესაძლობლობა დამატებით დაწეროს გამოცდა.

სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანის ირაკლი გაბისონიას დამოკიდებულება მკაფიო და ცალსახაა. დაცული უნდა იყოს როგორც სტუდენტების, ასევე ლექტორების უფლებები. აუცილებელია ყველა სტუდენტი იმყოფებოდეს თანაბარ და სამართლიან გარემოში. ლექტორის შეფასება პირდაპირპროპორციული უნდა იყოს სტუდენტის ნაშრომისა.

ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის ჩართულობა საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებში

სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის  ასოცირებული პროფესორი მანანა დარჩაშვილი და ასისტენტ პროფესორი ემილია ალვერდოვა 2017 წლის 30ივნისი-2ივლისს იმყოფებოდნენ საბერძნეთის ქალაქ პეტრაში განათლების საკითხებზე გამართულ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე.

კონფერენცია პატრას უნივერსიტეტის განათლების დეპარტამენტის ორგანიზებით ჩატარდა და მასპინძლობდა განათლების თემაზე მომუშავე საერთაშორისო და ადგილობრივ მკვლევარებს, რომელთა კონფერენციაზე მიწვევა წინასწარი კონკურსის წესით, აბსტაქტების შერჩევის საფუძველზე მოხდა. კონფერენციაზე წარმოდგენილი თემები საკმაოდ განსხვავდებოდა ერთმანეთისგან. ამიტომ კონფერენცია, სამი დღე, სხვადასხვა თემატურ პანელად იყო დაყოფილი.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა მანანა დარჩაშვილმა და ასისტენტ პროფესორმა ემილია ალვერდოვამ პანელში – „განათლება და პოლიტიკა“ წარმოადგინეს საკითხი – „განათლების საკითხი ქართულ პოლიტიკაში (პარტიების საპროგრამო დოკუმენტების მიხედვით 2012- 2016 საარჩევნო ციკლში)“. კონფერენციის დასრულებისთანავე პატრას უნივერისიტეტის  კონფერენციის სპეციალულ ვებ-გვერდზე განთავსდა ინფორმაცია მომხსენებლების გამოსვლის შესახებ. ამასთან, მათ მიიღეს შემოთავაზებები არაერთი უნივერსიტეტის წარმომადგენელისგან სხვადასხვა სახის სტუდენტთა გაცვლითი პროგრამების, საერთშორისო კონფერენციებში მიწვევის, საერთო პროექტებში თანამშრომლობის შესახებ.

 

სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი ირაკლი გაბისონია მიესალმება ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლების მხრიდან საერთაშორისო კონფერენციებში, სამეცნიერო პროგრამებსა და ღონისძიებებში  მონაწილეობას.  ასევე, იმედოვნებს, რომ ფაკულტეტის  სხვა პროფესორ-მასწავლებლებიც გამოთქვამენ სურვილს და გამოიჩენენ ინიციატივას, რათა განახორციელონ მსგავსი საერთაშორისო ვიზიტები.