სტუ-ს სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველ
კანდიდატთა საყურადღებოდ!
🔺🔺🔺🔺🔺🔺🔺
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე გაიმართება სამაგისტრო პროგრამების ღია კარის დღე. ‼️‼️‼️
‼️‼️სამართლის სამაგისტრო პროგრამა 2020 წლის 4 სექტემბერი 13:00 საათი, 909ა
‼️‼️სამართლის სამაგისტრო პროგრამა 2020 წლის 5 სექტემბერი 13:00 საათი, 909ა
‼️‼️საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამა 2020 წლის 7 სექტემბერი 13:00 საათი, 611ა
მსურველებს აქვთ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ zoom-ის პლატფორმის მეშვეობით https://zoom.us/j/8656540617…
Meeting ID: 865 654 0617
Passcode: gtu2020
საკონტაქტო პირი-თამარ ბარამია, 598332205
Category Archives: Uncategorized
მიმდინარე აქტივობების აღდგენის ცხრილი
გაცნობებთ, რომ 2020 წლის 29 ივნისიდან გაქვთ შესაძლებლობა აღადგინოთ მიმდინარე სემესტრული აქტივობა წარმოდგენილი ცხრილის მიხედვით.
ცხრილთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე დაგვიკავშირდით 598332205
სამეცნიერო-კვლევითი პროექტების ანგარიშის მორიგი მოსმენა
2020 წლის 22 ივნისს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე გაიმართა სამეცნიერო-კვლევითი პროექტების შედეგების ონლაინ მოსმენა.
შეხვედრა გახსნა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ, შეხვედრას ესწრებოდნენ ფაკულტეტის სათათბიროს წევრები.
სამეცნიერო-კვლევითი პროექტის „ტურიზმის სამართლის“ ხელმძღვანელებმა: დიჟონის უმაღლესი სასამართლოს იურიდიულმა ექსპერტმა, პროფესორმა ნატო ტაბუცაძემ და იენის უნივერსიტეტის პროფესორმა ქეთევან მჭედლიშვილი-ჰედრიხმა შეაჯამეს პროექტის შედეგები და წარმოადგინეს გამოსაქვეყნებელი სახელმძღვანელოს სტრუქტურა. პროექტის კოორდინატორმა მაკა ტყებუჩავამ ყურადღება გაამახვილა პროექტის მიმდინარეობაზე და შეაჯამა ცალკეული ასპექტები.
სამეცნიერო-კვლევითი პროექტის „ელექტრონული მმართველობისა და ციფრული დემოკრატიის განვითარება საქართველოში“ ხელმძღვანელმა, პროფესორმა ქეთევან მარშავამ ისაუბრა პროექტის მიმდინარეობაზე, წარმოადგინა სამეცნიერო სტატიები და შეაჯამა პროექტის შედეგები. ასევე, ჩამოაყალიბა კვლევის სამომავლო ასპექტები.
გამოქვეყნებული ნაშრომები
სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამეცნიერო-კვლევითი პროექტების შედეგად:
1. პროფესორების ავთანდილ სონღულაშვილის, ქეთევან ჯინჭარაძის და ვახტანგ სონღულაშვილის ავტორობით გამოიცა ნაშრომი „სახალხო დიპლომატია, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები“,
2. „საინჟინრო სამართლის“ პროექტში ჩართული დოქტორანტის თამარ სისვაძის ავტორობით გამოიცა მონოგრაფია „ენერგოპოლიტიკა თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობებში“.
3. გამოიცა საერთაშორისო-რეფერირებადი სამეცნიერო პრაქტიკული ჟურნალი „იურისტი“ #9, სადაც დაიბეჭდა სამეცნიერო-პროექტის შედეგად მომზადებული სტატიები.
‼️‼️სამეცნიერო-კვლევითი პროექტების ანგარიშის მოსმენა‼️‼️
‼️‼️2020 წლის 19 ივნისს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე გაიმართა სამეცნიერო-კვლევითი პროექტების შედეგების ონლაინ მოსმენა.
‼️‼️შეხვედრა გახსნა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ, შეხვედრას ესწრებოდნენ ფაკულტეტის სათათბიროს წევრები.
‼️‼️სამეცნიერო-კვლევითი პროექტის „საქართველოს სახალხო დიპლომატია პოსტსაბჭოთა პერიოდში“ ხელმძღვანელმა, პროფესორმა ავთანდილ სონღულაშვილმა შეაჯამა პროექტის შედეგები და წარმოადგინა დასრულებული ნაშრომი „სახალხო დიპლომატია და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები“. აღნიშნა, რომ დოქტორანტებისათვის წარმოდგენილი ნაშრომი იქნება მნიშვნელოვანი მათ მიერ წარმოებული კვლევის პროცესში.
‼️‼️სამეცნიერო-კვლევითი პროექტის „გენდერული თანასწორობა და დისკრიმინაცია: პოლიტიკურ-სამართლებრივი ასპექტების” ხელმძღვანელმა მაია ყიფიანმა ისაუბრა პროექტის ფარგლებში განხორციელებულ ღონისძიებებზე და შეაჯამა პროექტის შედეგები.
‼️‼️პროექტის „საერთაშორისო საჯარო სამართლის” ფარგლებში ხელმძღვანელმა მარიამ ჯიქიამ წარმოადგინა ინგლისურენოვანი ნაშრომთა კრებული, რომელშიც შევიდა უცხოელი პროფესორების სტატიები, ჩამოაყალიბა სახელმძღვანელოს სტრუქტურაც, რომელიც მომზადებულია გამოსაცემად.
‼️‼️ პროექტის „მტკიცებითი სამართალი“ ერთ-ერთმა წევრმა პროფესორმა თეიმურაზ დარსანიამ ისაუბრა პროექტის ფარგლებში მომზადებული ნაშრომის სტრუქტურაზე და აღნიშნა მისი მნიშვნელობა სისხლის სამართლის მიმართულების სტუდენტებისათვის.
‼️‼️პროფესორმა ჯემალ გაბელიამ ისაუბრა სამეცნიერო-კვლევითი პროექტის ფარგლებში მომზადებული სახელმძღვანელოს „სისხლის სამართლის ზოგადი ნაწილის“ შესახებ და ყურადღება გაამახვილა მომზადებული სახელმძღვანელოს აუცილებლობაზე.
‼️‼️სამეცნიერო პროექტის „სამართლის ფილოსოფიის“ თანახელმძღვანელმა სალომე ხიზანიშვილმა წარმოადგინა კვლევის პროცესში შესრულებული შედეგები, სამეცნიერო-კვლევითი სტატიები, რომელიც დაიბეჭდა რეფერირებად სამეცნიერო ჟურნალებში.
‼️‼️„საინჟინრო სამართლის“ სამეცნიერო-კვლევით პროექტში ჩართულმა დოქტორანტმა თამარ სისვაძემ წარმოადგინა მონოგრაფია „ენერგოპოლიტიკა თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობებში“, რომელიც გამოიცა ფაკულტეტის მხარდაჭერით.
წარმოადგენილი ანგარიშები შეაჯამეს ფაკულტეტის დეკანმა და დამსწრე პროფესორ-მასწავლებლებმა.
„ტექნოლოგიური სამართლის“ განხორციელების შესახებ
სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი 2017 წლის 01 ნოემბრიდან ახორციელებს სამეცნიერო-კვლევით პროექტს „საინჟინრო სამართალს“, რომლის ქვედარგებს წარმოადგენს ტექნოლოგიური, სამშენებლო, ენერგეტიკის და სატრანსპორტო სამართალი. პროექტის ფარგლებში შემუშავდა რამდენიმე საგნის სილაბუსი, რომელიც მოდიფიცირების შედეგად აისახა სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებში. პროექტის შედეგად გამოქვეყნებულია სამეცნიერო ნაშრომები.
პროექტის ფარგლებში დამყარდა ურთიერთთანამშრომლობა ავსტრალიის სამხრეთ უელსის უნივერსიტეტთან, სიდნეის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან და სვინბარნის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან.
2019 წლის 11 დეკემბრის სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებით პროექტი „საინჟინრო სამართალი“ მოდიფიცირდა და იგი ხორციელდება როგორც „ტექნოლოგიური სამართალი“. სტუ-ს რექტორის ბრძანებით ტექნოლოგიური სამართალი განხორციელდება 2022 წლის 01 იანვრამდე.
ხაზგასასმელია, რომ საქართველოში სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი არის ინოვატორი, რომელსაც ექნება კომბინირებული კურსები და სასწავლო პროგრამები ამ მიმართულებით.
აღსანიშნავია, რომ ფაკულტეტზე ასევე მიმდინარეობს სამეცნიერო-კვლევითი პროექტები: „ელექტრონული მმართველობისა და ციფრული დემოკრატიის განვითარება საქართველოში“, „ხელოვნური ინტელექტის სამართლებრივი სტატუსი საქართველოში“, „ტურიზმის სამართალი“ და სხვა, რომლის ფარგლებშიც ფაკულტეტი საგანმანათლებლო პროგრამებში ასახავს ზემოაღნიშნული სასწავლო კურსებს.
კვლევითი პროექტების კონკურსი სტუდენტებისა და დოქტორანტებისათვის – “ასოცირების 6 წელი საქართველოსთვის”
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი, საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების პროექტის (AA Facility) მხარდაჭერით, აცხადებს კვლევის საპროექტო წინადადებების კონკურსს საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისთვის, თემაზე “ასოცირების 6 წელი საქართველოსთვის”.
ონლაინ კონკურსი ტარდება ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის, ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის ერთობლივი საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, რომელსაც მხარს უჭერენ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების პროექტი (AA Facility) და კონრად ადენაუერის ფონდი. კონკურსის მიზანია საზოგადოებისა და დაინტერესებული ჯგუფების ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესისა და ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების შედეგად მიღწეული პროგრესისა და ხელშესახები პოზიტიური შედეგების შესახებ.
კონკურსში მონაწილეების მსურველებმა უნდა მოამზადონ კვლევის საპროექტო წინადადება საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების მნიშვნელობის, უპირატესობისა და ჩვენი ქვეყნის განვითარების კუთხით ევროინტეგრაციის პროცესის დადებითი ზეგავლენის შესახებ, შემდეგი სპეციფიკური თემიდან ერთ-ერთზე:
COVID-19-ის შესაძლო გავლენა ევროკავშირსა და საქართველოს ურთიერთობებსა და ასოცირების შესახებ შეთანხმების შესრულებაზე
დეზინფორმაცია და ყალბი ამბები COVID-19 პანდემიის დროს.
ესეების კონკურსი
„ასოცირების 6 წელი საქართველოსთვის“ – ამ სათაურით და თემის ირგვლივ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი, საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების პროექტის (AA Facility) მხარდაჭერით, საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისთვის ესეების (ნარკვევების) კონკურსს აცხადებს.
ონლაინკონკურსი ტარდება ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის, ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის ერთობლივი საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, რომელსაც მხარს უჭერენ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების პროექტი (AA Facility) და კონრად ადენაუერის ფონდი.
კონკურსის მიზანია საზოგადოებისა და დაინტერესებული ჯგუფების ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესისა და ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების შედეგად მიღწეული პროგრესისა და ხელშესახები პოზიტიური შედეგების შესახებ.
გამოიცა ინგლისურენოვანი სამეცნიერო ნაშრომთა კრებული
🔺🔺 სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მიერ საერთაშორისო საჯარო სამართლის სამეცნიერო-კვლევითი პროექტის ფარგლებში გამოიცა ინგლისურენოვანი სამეცნიერო ნაშრომთა კრებული – ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი: პრობლემები და გამოწვევები. კრებულში გამოქვეყნებულია უცხოელი და ქართველი პროფესორების, ასევე დოქტორანტების სამეცნიერო ნაშრომები, რომლებიც ეხება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის აქტუალურ საკითხებს. 📕📕 📕📕
🔺🔺The Faculty of Law and International Relations has published collection of scientific papers within the scientific project – International Human Rights Law: Problems and Challenges – that include publications of foreign and Georgian researchers and PhD Students. Presented scientific papers concern the current issues of international human rights law. 📕📕 📕📕