ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტთა საყურადღებოდ!

2020 წლის 03 თებერვალს 15:00 საათზე ჩატარდება სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის საბაკალავრო ნაშრომების დაცვა.  ნატოსა და ევროკავშირის აუდიტორიაში (912ა).

2020 წლის 04 თებერვალს 12:00 საათზე ჩატარდება სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამართლის სპეციალობის მეორე კურსის მაგისტრანტთა კოლოქვიუმის დაცვა. (კერძო სამართლის მიმართულებით) 909ა (ბიბლიოთეკა).

2020 წლის 05 თებერვალს 12:00 საათზე ჩატარდება სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამართლის სპეციალობის  მეორე კურსის მაგისტრანტთა კოლოქვიუმის დაცვა. (კერძო სამართლის მიმართულებით) 909ა (ბიბლიოთეკა).

2020 წლის 06 თებერვალს 12:00 საათზე ჩატარდება სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის  სამართლის სპეციალობის მეორე კურსის მაგისტრანტთა კოლოქვიუმის დაცვა. (სისხლის სამართლის მიმართულებით) 909ა (ბიბლიოთეკა).

2020 წლის 07 თებერვალს 12:00 საათზე ჩატარდება სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის  სამართლის სპეციალობის მეორე კურსის მაგისტრანტთა კოლოქვიუმის დაცვა. (სისხლის სამართლის მიმართულებით) 909ა (ბიბლიოთეკა).

2020 წლის 08 თებერვალს 12:00 საათზე ჩატარდება სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის  სამართლის სპეციალობის მეორე კურსის მაგისტრანტთა კოლოქვიუმის დაცვა. (საჯარო სამართლის მიმართულებით) 909ა (ბიბლიოთეკა).

2020 წლის 10 თებერვალს  14:00 საათზე ჩატარდება სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის  სამართლის სპეციალობის მაგისტრანტთა სამაგისტრო ნაშრომის დაცვა. 909ა (ბიბლიოთეკა).

2020 წლის 05 თებერვალს 13:00 საათზე ჩატარდება სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის  სამართლის სპეციალობის მეორე კურსის მაგისტრანტთა კოლოქვიუმის დაცვა. (მაგისტრანტებისთვის, ვისაც არჩეული აქვთ ინტერდისციპლინარული თემები  ) 909ა (ბიბლიოთეკა).

რევაზ მიშველაძის საიუბილეო საღამო

2020 წლის 21 იანვარს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართა მწერლის, საზოგადო მოღვაწისა და პროფესორის რევაზ მიშველაძის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საზოგადო მოღვაწეებმა, მწერლებმა, მხატვრებმა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა.
სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით პროფესორ რევაზ მიშველაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ გადაღებულ იქნა დოკუმენტური ფილმი, რომლის ჩვენებაც მოეწყო ღონისძიებაზე დამსწრე პირთათვის.

 

დოქტორანტ პავლე ყაველაშვილის საჯარო ლექცია

📍📍2020 წლის 22 იანვარს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით დოქტორანტმა. საქართველოს თავდაცვის ძალების ოფიცერმა პავლე ყაველაშვილმა ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე: ” საქართველოს ნატოში გაწევრიანების სუბიექტური და ობიექტური ასპექტები”.
‼️‼️ლექცია გახსნა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ, რომელმაც ისაუბრა საჯარო ლექციის თემის აქტუალობაზე და მადლობა გადაუხადა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს, რომლებიც ესწრებოდნენ ლექციას.
📍📍ლექცია წარიმართა ინტერაქტიულ რეჟიმში და მასში მონაწილეობა მიიღეს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტებმა.

II სტუდენტური კონფერენცია „ევროკონვენცია და ევროსასამართლოს პრეცედენტული პრაქტიკა“

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი  აცხადებს II სტუდენტურ კონფერენციას

„ევროკონვენცია და ევროსასამართლოს პრეცედენტული პრაქტიკა“

  კონფერენციის თარიღი: 30 აპრილი, 2020

კონფერენციის ადგილი: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ქ. თბილისი, საქართველო

კონფერენციის სამუშაო ენა: ქართული

 

მნიშვნელოვანი თარიღები:

  • კონფერენციის რეგისტრაციის ბოლო ვადა: 9 თებერვალი, 2020
  • კონფერენციის საბოლოო შედეგების ვადა: 16 თებერვალი, 2020
  • კონფერენციის თარიღი: 18 მარტი, 2020

 

მოთხოვნები:

  • კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლია სამართლისსპეციალობის სამივე საფეხურის სტუდენტებს;
  • ერთ ავტორს შეუძლია მხოლოდ ერთი ნაშრომის წარმოდგენა;
  • ნაშრომს შეიძლება ჰყავდეს ორი ავტორი.

 

წარმოდგენილი ნაშრომი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

 

ნაშრომის მოცულობა – 7-10 გვერდი;

  • ძირითადი ტექსტისა და სქოლიოების შრიფტი – Sylfaen;
  • შრიფტის ზომა: ძირითადი ტექსტი -11; სქოლიო – 9
  • სტრიქონებს შორის დაშორება – 1.15;
  • მინდვრები – 1.9 სმ

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნონ ნაშრომი და CV შემდეგ ელ-ფოსტაზე:marijiqia@gmail.com

 

ნაშრომის შეფასება მოხდება შემდეგი კრიტერიუმებით:

  • ნაშრომის სათაურისა და შინაარსის შესაბამისობა;
  • თემის მნიშვნელობა;
  • აზრის გამოხატვისა და არგუმენტაციის უნარი;
  • თემის ავტორისეული შეფასება;
  • ტექნიკურ მოთხოვნებთან შესაბამისობა;
  • რელევანტური ციტირების ტექნიკა
  • ბიბლიოგრაფია.

შერჩეული ნაშრომები გამოქვეყნდება კონფერენციის კრებულში. შესაბამისად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას რედაქტირება გაუწიოს ნაშრომებს და გამოაქვეყნონ ავტორთან შეთანხმებით.

საორგანიზაციო კომიტეტი:

ირაკლი გაბისონია, სამართლის დოქტორი, პროფესორი, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეკანი

ჯემალ გაბელია, სამართლის დოქტორი, პროფესორი, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეკანის მოადგილე

მარიამ ჯიქია, სამართლის დოქტორი, პროფესორი, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი

ავთანდილ კალმახელიძე, საჯარო სამართლის დეპარტამენტის უფროსი

სოფიო დემეტრაშვილი, სამართლის დოქტორი, ასისტენტი

მაკა აბულაძე, იურიდული კლინიკის ხელმძღვანელი

თამარ ბარამია, საჯარო სამართლის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე

 

 

 

 

დასკვნითი გამოცდის ცხრილი სამართლის ბაკალავრებისთვის

Download (DOCX, 18KB)

Download (DOCX, 18KB)

Download (DOCX, 18KB)

Download (DOCX, 18KB)

Download (DOCX, 17KB)

 

Download (DOCX, 19KB)

Download (DOCX, 19KB)

Download (DOCX, 19KB)

Download (DOCX, 19KB)

Download (DOCX, 19KB)

Download (DOCX, 20KB)

Download (DOCX, 20KB)

Download (DOCX, 20KB)

Download (DOCX, 19KB)

Download (DOCX, 19KB)

Download (DOCX, 19KB)

Download (DOCX, 20KB)

Download (DOCX, 20KB)

Download (DOCX, 20KB)

Download (DOCX, 19KB)

Download (DOCX, 19KB)

Download (DOCX, 19KB)

Download (DOCX, 19KB)

Download (DOCX, 19KB)

Download (DOCX, 19KB)

Download (DOCX, 19KB)

Download (DOCX, 19KB)

Download (DOCX, 19KB)

Download (DOCX, 19KB)

Download (DOCX, 14KB)

Download (DOCX, 13KB)

Download (DOCX, 14KB)

2018-2019 წლის ახალგაზრდა ელჩების საჯარო ლექცია

📍2019 წლის 15 იანვარს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით ახალგაზრდა ელჩმა ავსტრიის რესპუბლიკაში მარიამ თაყნიაშვილმა (2018-2019წწ) და საქართველოს ახალგაზრდა ელჩმა ჰოლანდიაში ერეკლე კოპლატაძემ (2018-2019წწ) საჯარო ლექცია ჩაატარეს თემაზე: “საქართველოს პერსპექტივები და დამაბრკოლებელი ფაქტორები ნატოსა და ევროკავშირში”.
საჯარო ლექცია გახსნა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ.
📍📍ლექცია წარიმართა ინტერაქტიულ რეჟიმში, სადაც განხილულ იქნა ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს პერსპექტივები და მასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ასპექტები.
📍📍ლექცია შეაჯამა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ, პროფესორმა ჯემალ გაბელიამ

ნოტარიუს თამილა გოგატიშვილის მასტერკლასი

2020 წლის 14 იანვარს სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სასწავლო-პრაქტიკული პროექტის “იურისტის პროფესიული უნარ-ჩვევების” ფარგლებში ნოტარიუსმა თამილა გოგატიშვილმა ჩაატარა მასტერკლასი ნოტარიუსის პროფესიული საქმიანობის ძირეულ ასპექტებზე.
მასტერკლასი გახსნა და სტუდენტებს ნოტარიუსი წარუდგინა სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ.
შეხვედრას ესწრებოდნენ სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ის სტუდენტები, რომლებიც მონაწილეობენ პროექტში.